როდესაც მთელი მირონი ბამბით შეაგროვეს, ყველას თვალწინ ჯვარცმა კვლავ მირონით დაიფარა
როდესაც მთელი მირონი ბამბით შეაგროვეს, ყველას თვალწინ ჯვარცმა კვლავ მირონით დაიფარა
1994 წლის 28 აგვისტოს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, ავსტრალიაში მაცხოვრის ჯვარცმამ (რომლის სიმაღლე, დაახლოებით, 4 მეტრია) მირონდენა იწყო. წვეთებმა სხეულზე, ხელებსა და მკერდზე გამოჟონა, უფრო მსხვილი ნაკადი კი ფეხებსა და ფეხის თითებზე შეიმჩნეოდა. მირონი იატაკზეც საკმაოდ დაიღვენთა. ტაძრის ერთ-ერთმა მსახურმა, ანატოლი კამპოსმა სასწაული შეამჩნია თუ არა, მღვდელს შეატყობინა. გადაწყვიტეს, მმართველი მღვდელმთავრის, ავსტრალიის მთავარეპისკოპოსის, გიბრონისათვის (ანტიოქიის საპატრიარქო) შეეტყობინებინათ. მღვდელმთავარმა განკარგულება გასცა, არაფერს შეხებოდნენ და არც აღსრულებული სასწაულის შესახებ ესაუბრათ, მაგრამ მომსვლელებმა თავი ვერ შეიკავეს და ახლობლებს ყოველივე ამცნეს.

მეორე დღეს მთავარეპისკოპოსმა იატაკიდან და ჯვრიდან ბამბაზე სითხე შეაგროვა და ბრძანა, ლაბორატორიაში გამოეკვლიათ.

ლაბორატორიამ კვლევა ინფრაწითელი სპექტროსკოპით განახორციელა და მიღებული შედეგი არსებულ ეტალონებს შეადარა. შედეგად, ამ სითხის შედგენილობა ზეითუნის ზეთისას ემთხვეოდა, თუმცა ლაბორატორია ვერ ამტკიცებდა, რომ იგი სწორედ ზეითუნის ზეთი იყო.

უნდა აღინიშნოს, რომ მირონს რთული შემადგენლობა აქვს, მცენარეული ზეთისგან მზადდება და მცენარეთა კეთილსურნელება ემატება.

მთავარეპისკოპოსმა მირონი საკვლევად ახალი ჩრდილო უელსის უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტსაც გაუგზავნა, სადაც ლაბორატორიის გამოკვლევა დადასტურდა, ამასთან, მთავარეპისკოპოსმა ქიმიის ფაკულტეტს სთხოვა, დაედგინა, შესაძლებელი იყო თუ არა სითხის გაჩენა ხატზე ხის, საღებავის, ლაქის კონცენტრაციის ან რაიმე მსგავსი გზით, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო. ერთ-ერთმა სწავლულმა ქიმიკოსმა კი დაადასტურა, რომ ამ ყველაფრის პასუხი მხოლოდ უფალმა უწყის.

უნდა აღინიშნოს, რომ ლაბორატორიამ ხსენებული ქიმიური გამოკვლევის ჩატარების ანაზღაურებასა და ანგარიშის წარდგენაზე უარი განაცხადა და სანაცვლოდ მხოლოდ მათთვის ლოცვა ითხოვა.

როდესაც მთელი მირონი ბამბით შეაგროვეს, ყველას თვალწინ ჯვარცმა კვლავ მირონით დაიფარა, მას მორწმუნეთ სცხებდნენ და ასობით ადამიანი იკურნებოდა, მირონში დასველებულ ბამბის ფთილებს კი შინ ავადმყოფებისთვის ატანდნენ, თუმცა, ამის მიუხედავად, მირონი არ მცირდებოდა და, პირიქით, მატულობდა, ამის მოწმე მრავალი ადამიანი კი სინანულში ვარდებოდა და მოიქცეოდა.

მირონდენის დაწყებიდან ორი დღის შემდეგ მღვდელმონაზონი ბენიამინი ტაძარში ერთ მრევლთაგანთან ერთად მოვიდა. აი, რას მოგვითხრობს იგი: - "ტაძარში რომ შევედი, სითხის წვეთები დავინახე, რომელნიც ჯვარცმაზე ძალზე ნელა მოედინებოდა. უამრავი მსხვილი წვეთი გადმოდინდებოდა მაცხოვრის სხეულის ზემო ნაწილზე... ზეთის არანაირი წყარო არ ჩანდა, იგი, უბრალოდ, ჯვარცმის ზედაპირზე ჩამოდიოდა და ამის ლოგიკური და მატერიალური ახსნა შეუძლებელია, ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, ის გახლავთ, რომ ეს სასწაული და ღვთის წყალობაა...."

ავსტრალიის მთავარეპისკოპოსმა აღსრულებული სასწაულის შესახებ "არაბეთის ახალ ამბებში" განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, ძველი სტილით მოხდა (იმ დროს ბევრს აწუხებდა კითხვა, გადადიოდა თუ არა მართლმადიდებელი ეკლესია, კათოლიკეთა და პროტესტანტთა მსგავსად, ახალ სტილზე).

რამდენიმე წლის წინ მირონი ხატიდან გამუდმებით მოედინებოდა და, დაახლოებით, ორლიტრიანი მინის ჭურჭელი შეავსო. როგორც ამბობენ, მირონდენა მაშინ ძლიერდება, თუ მართლმადიდებელნი გულითადად ლოცულობენ.

მირონმდინარე ჯვარცმა საბერძნეთში, ერთ-ერთ დედათა მონასტერშია დაწერილი.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
01.02.2023

შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე) მამა გაბრიელს და ანტონ მარტმყოფელის მამათა მოანსტერში
21.02.2021
ბატონი ზურაბ ვარაზაშვილის გარაცვალებამ თითოეულ ჩვენგანს დაწყვიტა გული.
02.11.2020
სამთავროს დედათა მონასტერში, კათოლიკოს-პატრირქის ერთ-ერთი სტუმრობის დროს, ბერი გაბრიელი კოშკიდან გამოვიდა, "სამეფო" რვალის დიადემით.
ურთიერთ ამბორყოფისა და მოკითხვის შემდეგ პატრიარქმა ჰკითხა: "მამა გაბრიელ, ეგ დიადება ოქროსია?"
29.11.2019
მამა ფადეის (თადეოზი) ვიტოვნიცელს, უაღრესად პატივცემულ სერბ მოძღვარს, ოჯახის შესახებ კითხეს:
29.11.2019
- მარხვა რა არის?
ეხლავე აგიხსნიო, უთხრა მამა გაბრიელმა და ჩამოუთვალა მას ბავშვობიდან ჩადენილი მისი ცოდვები.
03.11.2019
ცნობილი საეკლესიო მწერალი სერგი ნილუსი მოგვითხრობს: "დღეს მამა იოსებთან მივედი, მაგრამ არავინ გამომეხმაურა. მამები ისვენებდნენ.
27.12.2018
ღირსი მამა გაბრიელის დედის, მონაზონ ანას ფოტო სოციალურ ქსელში, თინათინ მჭედლიშვილის გვერდზე ვნახე.
26.08.2018
იღუმენია ელისაბედი (ზედგინიძე):
-ერთხელაც, მამა გაბრიელმა მარტყოფის მონასტერში მთხოვა წასვლა.
29.11.2017
გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტი,
27.08.2017
,,ლეგენდის თანახმად, ავღანელებთან ბრძოლისას, ძალაგამოლეულ ქართველებს "თამზანის გორაზე" წმინდა გიორგი გამოეცხადათ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat