მანგლისის ტაძარში დაასვენეს მეფისთვის ნაბრძოლი გმირი
მანგლისის ტაძარში დაასვენეს მეფისთვის ნაბრძოლი გმირი
დედაბერი ქრისტინე. 1754 წელს ხუნძახის ბატონი ნურსალ-ბეგ ავარელი გადმოვიდა და ძარცვა-რბევით კახეთი გადმოიარა. გადმოლახა არაგვი, ქართლში შემოვიდა და მუხრან-დუშეთის გზაზე მდგარ მჭადიჯვრის ციხეს გარს შემოადგა. იფიქრა, აქ შეხიზნულ ხალხს დავატყვევებო. მეფე ერეკლე, ჯარის სიმცირის მიუხედავად, შეება მტერს. სასტიკი ომი გაიმართა. როცა საქმე გაჭირდა, ერეკლე ცხენიდან ჩამოვიდა და სხვებსაც ჩამოქვეითება უბრძანა. ეს არის დღე ვაჟკაცობისა და სიყვარული რჯულისაო, - შესძახა ქართველთ. შეიქნა თოფთა სროლა. კვამლისგან კაცი აღარ ჩანდა. ქართლელთა და კახთა დაუშინეს ზამბურაკნი (დიდრონი თოფები) და ზარბაზანნი. გააქციეს ერთი დასი ლეკთა და მეორეს მიდგნენ. აირია მტრის ჯარი. შეუტიეს ხმალდახმალ, მიყვნენ ხოცვით არაგვამდე და აავსეს მათი ცხედრით ტყე-ველი.

ამ ომში უმარჯვია მჭადიჯვრელ მოხუც დედაკაცს. როგორც თეიმურაზ ბატონიშვილი ბრძანებს, ამ დედაკაცმა დაუწვა ლეკებს ციხეზე მიტანილი შვიდი საფარი და მერვის დაწვისას მოუკლავთ ლეკებს. ხალხური გადმოცემით, მჭადიჯვრელ დედაკაცს ქრისტინე რქმევია. ხალხურ ლექსში ხუნძახელი სარდალი ლაპარაკობს ქრისტინეს გმირობაზე:

მჭადიჯვარს რომ მივატანეთ, საქმე მაშინ გაჭირდება.
იქ რომ ბებერმა საქმე ქნა, ის არ უქნია სხვასაო,
ორი ბელადი მოგვიკლა მთელ შეყრილ დაღესტანსაო.
მესამე რომ გამოვიდა, - დახე იმ ჭკუამდგარსაო, -
ესროლა თავის მაჟარი, მოარტყა შუა ძვალსაო.

ბერი თომა. კვლავ შეკრიბა ჯარი ნურსალ-ბეგმა და დაესხა ქიზიყის სოფელ ბოდბეს და რამდენიმე უბანი იავარჰყო. უკანა მხრიდან ეკვეთნენ ლეკებს ქიზიყელნი. გაიმართა საშინელი ბრძოლა. ამ დროს წმინდა ნინოს ტაძარში იმყოფებოდა მრავალი ახალგაზრდა, რომელთაც სამღვდელოდ ზრდიდა მღვდელ-მონაზონი თომა გარსევანიშვილი. მამა თომა გაუძღვა თავის მოწაფეებს, აიყვანა ბოდბის პირდაპირ მაღალ ქედზე. მოწაფეებმა გრძელ ჯოხებზე დაამაგრეს ხელსახოცები და ბაირაღებად აღმართეს. ამის შემხედვარე ლეკებმა იფიქრეს, ქართველებს დიდძალი მაშველი ჯარი მოუვიდათო და შეშინებულნი გაიქცნენ. მიეტივნენ ქიზიყელნი და ათასზე მეტი კაცი მოუკლეს ლეკებს. განსაკუთრებით უვაჟკაცია და მამულისთვის თავი დაუდია ორ ძმა ბაღაშვილს.

ამ ბრძოლაში ერთმა ლეკმა ტყვედ ჩაიგდო ქიზიყელი დედაკაცი და გაუპატიურებაც მოუნდომა. დედაკაცმა წააძრო ლეკს ხანჯალი, მოკლა და ასე განერიდა სირცხვილს.

მეფის რძალი ქეთევანი. ქართლიდან მომავალ მეფე ერეკლეს რძალს, გიორგი ბატონიშვილის მეუღლეს, ქეთევანს, ღართისკართან ხუთასამდე ლეკი დახვდა. მეფის რძალს თან სამასამდე კაცი ახლდა, მორიგე ჯარად წოდებული, თუმცა ბრძოლის უმეცარნი. მაშინ თვითონ გაუძღვა მხედრობას ქეთევანი, განამხნევა. შეებნენ ქართველები მტერს, მოსწყვიტეს მრავალი, დანარჩენი უკუაქციეს. შეიტყო მეფე ერეკლემ ესოდენი სიმხნევე თავისი რძლისა, ფრიად ესიამოვნა და შეიყვანა ტფილისში დიდებითა და ზარბაზნის სროლით. მთელი ღამე გაჩირაღდნებული იყო ქალაქი და ზეიმობდა.

დავით ბატონიშვილი მოგვითხრობს ერთ მებრძოლ დედაკაცზე, რომელმაც დაატყვევა თავისი შემპყრობი ლეკი და ქართველთა მხედრობას მიჰგვარა.

ბაზალეთელი გელა. მისი სახელი მხოლოდ ხალხურ გადმოცემას შემოუნახავს. მეფე ერეკლეს დროს ბაზალეთში ცხოვრობდა ერთი მეფის ერთგული გლეხი გელა ნათელაშვილი. ბევრგან გამოუჩენია სიქველე და მარტოდმარტოს განუდევნია მტერი. ამისთვის მეფესაც ძალიან ჰყვარებია. ერეკლეს დასტურით, გელას მთელი არაგვის ხეობის მთა-ველი სჭერია, რომელიც მისი ღორ-ცხვრით ყოფილა მოფენილი. გელაც დიდად ეწეოდა თურმე მეფეს - ასობით ღორს აძლევდა ხოლმე ჯარს, თანაც სადაც მტერი დაეცემოდა, გელა თავისი მეომრებით იქ გაჩნდებოდა ხოლმე, მტერს განდევნიდა, ტყვეებს დაიხსნიდა.

ერთხელ გელას მეფე ერეკლეს შიკრიკი მოსვლია: ამ მოკლე ხანში ლეკის ჯარი აპირებს ჩვენს ასაოხრებლად გადმოსვლას და აბა, შენ იცი, როგორ დახვდები და როგორ უპატრონებ ქართლსო. გელას შეუკრებია მამულიშვილები და მტრის მოლოდინში მცხეთის ზემოთ, სოფელ ნატახტართან გამაგრებულა. ამ დროს გელას ირემი შეხვედრია არაგვის პირზე და მოუკლავს. დაუნთიათ ცეცხლი, ირემი ხეზე ჩამოუკიდიათ. მეომრებს ჩასძინებიათ. გელას იარაღი აუხსნია და დაუწყია ირმის გატყავება.

შუაღამისას ერთბაშად მტერი შემორტყმია ჩუმად. გელას დაუნახავს მტრის ჯარი, უყვირია მრისხანე ხმით: - ვინა ხართ! აბა, აქ მოდით, ამ ღორის ხორცით უნდა მოგთხუპნოთო! ლეკებმა ეს რომ გაიგონეს, ირემი ღორად მოეჩვენათ და უკან გაბრუნდნენ. ამ სიტყვებით გადარჩა გელა იმ ღამეს.

მეორე დღეს გააღვიძა ამხანაგები და შეიქმნა ფიცხელი ომი. გაიმარჯვეს და გათენებისას ტყვეებითა და ნადავლით მეფისკენ გაეშურნენ. დიღმის მინდორზე ისევ ლეკების ჯარს გადაეყარნენ, რომელთაც ტყვედ დიღმელი მეცხვარეები მიჰყავდათ. აქაც გაჩაღდა ბრძოლა. გელამ დაამარცხა ლეკები და გაათავისუფლა ტყვეები. ერეკლემ დიდად დაუმადლა თავის ერთგულს. გელა ნათელაშვილი და მისი ამხანაგები მეორე დღეს მანგლისისკენ გაბრუნდნენ, რადგან აქაც დიდი შიშიანობა იყო. მანგლისთან დიდი ბრძოლა მოუხდათ. გელა პირველი შეიჭრა მტრის რაზმში და "ისე აკაფა ლეკები, როგორც ტოტები ხისაო". მტერს სასიკვდილოდ დაუჭრია ვაჟკაცი. მანგლისის ტაძარში დაასვენეს მეფისთვის ნაბრძოლი გმირი.

ამბობენ, გელას ვაჟკაცობის ამბავი მთელ სპარს-ლეკებში ყოფილა მოფენილიო.
ბეჭდვაელფოსტა
12.09. 2015
GmerTo gvimravle samshoblos erTgulni
30.05. 2014
achareli
დიდება მამულისათვის თავდადებულ გმირებს....
სხვა სიახლეები
01.02.2023

შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე) მამა გაბრიელს და ანტონ მარტმყოფელის მამათა მოანსტერში
21.02.2021
ბატონი ზურაბ ვარაზაშვილის გარაცვალებამ თითოეულ ჩვენგანს დაწყვიტა გული.
02.11.2020
სამთავროს დედათა მონასტერში, კათოლიკოს-პატრირქის ერთ-ერთი სტუმრობის დროს, ბერი გაბრიელი კოშკიდან გამოვიდა, "სამეფო" რვალის დიადემით.
ურთიერთ ამბორყოფისა და მოკითხვის შემდეგ პატრიარქმა ჰკითხა: "მამა გაბრიელ, ეგ დიადება ოქროსია?"
29.11.2019
მამა ფადეის (თადეოზი) ვიტოვნიცელს, უაღრესად პატივცემულ სერბ მოძღვარს, ოჯახის შესახებ კითხეს:
29.11.2019
- მარხვა რა არის?
ეხლავე აგიხსნიო, უთხრა მამა გაბრიელმა და ჩამოუთვალა მას ბავშვობიდან ჩადენილი მისი ცოდვები.
03.11.2019
ცნობილი საეკლესიო მწერალი სერგი ნილუსი მოგვითხრობს: "დღეს მამა იოსებთან მივედი, მაგრამ არავინ გამომეხმაურა. მამები ისვენებდნენ.
27.12.2018
ღირსი მამა გაბრიელის დედის, მონაზონ ანას ფოტო სოციალურ ქსელში, თინათინ მჭედლიშვილის გვერდზე ვნახე.
26.08.2018
იღუმენია ელისაბედი (ზედგინიძე):
-ერთხელაც, მამა გაბრიელმა მარტყოფის მონასტერში მთხოვა წასვლა.
29.11.2017
გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტი,
27.08.2017
,,ლეგენდის თანახმად, ავღანელებთან ბრძოლისას, ძალაგამოლეულ ქართველებს "თამზანის გორაზე" წმინდა გიორგი გამოეცხადათ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat