ღვთისმშობელი? მას საიდან იცნობ?
ღვთისმშობელი? მას საიდან იცნობ?
"ჩვენი ერთადერთი მიზანი - შვილების მონათვლაა". ათონელი მამა, გაბრიელ დიონისიატელი 1954 წლის აღდგომას კონსტანტინოპოლში შეხვდა.

დიდ მარხვაში კონსტანტინოპოლში პირველად მყოფმა ხანდაზმულმა მოძღვარმა გალატაში ეკლესია მოინახულა, რათა იქ ლიტურგია შეესრულებინა. მისი წინამძღვარი სხვა სამრევლოში მღვდელს ცვლიდა. ის შეხვდა ელადელ მღვდელმონაზონს, შეიყვანა ტაძარში, მერე პატარა ეკვდერისკენ გაიყოლა, დაანახა ზემოთ ამავალი კიბე და მინდობით უთხრა:

- იქ შორიდან ჩამოსული ქრისტიანები გელოდებიან აღსარების სათქმელად და საზიარებლად. ეჩქარებათ, საღამოს უკან უნდა გაბრუნდნენ.

მოხუცი მღვდელი კიბეს აუყვა, თან ფიქრობდა, იმ ხალხისთვის რა ეთქვა. ზემოთ, სიბნელეში, მას ათამდე კაცი ელოდებოდა. მღვდლის დანახვაზე პირჯვარი გამოისახეს და კურთხევისთვის ეახლნენ. ყველაზე უფროსმა მოძღვარს პონტოური დიალექტით მიმართა: - მამაო, ჩვენ პონტოელი ქრისტიანები ვართ. გვსურს აღსარება ვთქვათ და ვეზიაროთო.

მოძღვარმა გაიგო მათი დიალექტი. ის მაკედონიაში პონტოელ დევნილებს ხვდებოდა. "უცხომიწელებმა" ამცნეს მამა გაბრიელს, რომ მათ სოფლებში ცხოვრობდნენ ფარული ქრისტიანები და მოსახლეობის გაცვლისას (ლოზანის სამშვიდობო ხელშეკრულების თანახმად, 1923 წელს თურქეთმა და საბერძნეთმა გაცვალეს მოსახლეობა: საბერძნეთიდან თურქები თურქეთში გადასახლდნენ და პირიქით, - კ.კ.) ყველა ბერძენი ვერ გადავიდა საბერძნეთში. ისინი, ვისაც პასპორტში თურქული სახელი ეწერა, თურქეთში დარჩა. რამდენადაც მათ ახსოვდათ, გარეგნულად ყოველთვის თურქებად და მუსლიმანებად რჩებოდნენ, დაფარულად ქრისტიანობას აღიარებდნენ და სწამდათ, რომ ღვთის შეწევნით მონობისგან განთავისუფლდებოდნენ. ცხადად მათ ჰასანსა და მაჰმადს ეძახდნენ. მათი ნამდვილი სახელები კი გიორგი, პანაიოტისი იყო. ბევრ სოფელში თავიანთი ხოჯაც ჰყავდათ, მაგრამ იქ მცხოვრები "მუსულმანები" არც წინადაცვეთას აღიარებდნენ, არც რამაზანს და არც ბაირამობას დღესასწაულობდნენ. მიწისქვეშა ეკლესიებში აღნიშნავდნენ ქრისტიანულ დღესასწაულებს - აღდგომას, ქრისტეშობას, ღვთისმშობლის მიძინებას.

1923 წლის მოსახლეობის გაცვლამდე ისინი მეზობელი სოფლიდან იწვევდნენ მღვდელს, რომელიც მათ ჯვარს სწერდა, ნათლავდა, წესს უგებდა; ყველანი ერთად ზეიმობდნენ ქრისტიანულ დღესასწაულებს. ახლა მღვდელი აღარ დარჩა და იძულებული არიან, შორი გზა განვლონ კონსტანტინოპოლამდე. ამისთვის კი "სხვადასხვა გადაუდებელ საქმეს" იმიზეზებენ. მათი მოგზაურობის უმთავრესი მიზანი ქრისტიანული მოვალეობის აღსრულებაა.

მღვდელი უსმენდა და მღელვარებისგან ცრემლებს ვეღარ იკავებდა. მოეჩვენა, თითქოს იმპერატორ დიოკლეტიანეს დროინდელ ამბებს ისმენდა.

აღსარების მერე ყველანი ქვედა ეკლესიაში ჩავიდნენ, რათა დანარჩენ ქრისტიანებთან ერთად მიეღოთ საღვთო ლიტურგიაში მონაწილეობა. როცა ყველა წავიდ-წამოვიდა, მღვდელმა საგულდაგულოდ ჩაკეტა კარები და აზიარა "უცხომიწელები". მერე მათ მოძღვარს სთხოვეს:

- მამაო, ჩვენ ცოლ-შვილიც გვახლავს. მოგვინათლე ხვალ შვილები, სცხე მათ მირონი, გააქრისტიანე. სამრევლო მღვდელი თურქების შიშით უარს ამბობს. საბერძნეთშიც არავინ გაგვიშვებს. სუმელას ღვთისმშობლის სახელით, გევედრებით, შეიწყალე შენი შვილებიო.

რა ექნა მღვდელს - წინამძღვარმა გააფრთხილა, "უცხომიწელებს" შინ ეჩქარებათო. ისინი კი ჯიუტობდნენ: - ჩვენი ერთადერთი მიზანი შვილების მონათვლააო.

ნათლობის მერე პატარებს მღვდლის ოთახში ეძინათ, მათ ერთი მშობელთაგანი მეთვალყურეობდა, დანარჩენები კი მზის ამოსვლამდე ეკლესიაში იმყოფებოდნენ, სადაც ლიტურგია აღესრულებოდა.

"მე ხელში ღვთისმშობელს ვეჭირე". კოკისპირული წვიმა შეჩერდა. წყლის მღვრიე ნიაღვრები სოფლის გვერდით, მდინარეში ჩაედინება. წვიმით გადაბანილ თურქულ სოფელს მზემ დახედა.

აქ ყველა თურქი არ ცხოვრობს. ძველად, როცა დღევანდელ ერზრუმს თეოდოსიუპოლს ეძახდნენ, ბიზანტიელ მეომართა ოჯახებმა მდინარე აკამპსის სიახლოვეს გორაზე პატარა სახლები ააშენეს. ბიზანტიის იმპერიის დამხობის მერე თურქები მოვიდნენ აქ, აიძულეს აქაურები, მუსლიმანობა მიეღოთ. დადუმდნენ პატარა საყდრის ზარები და ოთხი საუკუნის მერე ადრინდელ მკვიდრთა წარმომავლობის ხსოვნაც კი გაქრა.

წვიმის მერე სიცხისაგან იწვის თურქული სოფელი. ყავახანაში რბილ ხალიჩაზე მუხლმოყრით სხედან, ყალიონს ქაჩავენ და ერთმანეთს სასაცილო ამბებს უყვებიან. უეცრად მდინარის მხრიდან სულის გამყინავი ყვირილი შემოესმათ: იქვე მოთამაშე ორი ბიჭუნა მდინარეში ჩავარდნილა და წყლის ნაკადმა გაიტაცა. უბედურების შემსწრე დედაკაცი ხალხს საშველად უხმობდა.

ყავახანა წამში დაცარიელდა. სხვებთან ერთად მდინარისკენ სოფლის მუხტარიც (ასე ეძახიან სათემოს თავკაცს) გაიქცა.

ტყუილად იწვალეს. ერთი მათგანი, ხუთი წლის ბიჭი ვერ გადაარჩინეს. მეორე - ხალხს ღიმილით უყურებდა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს.

მუხტარი მიეალერსა და ჰკითხა: - ყოჩაღ, ნამდვილი მამაკაცი დადგები, თავი რომ გადაირჩინე. ძალიან შეგეშინდა?

- არა, - გულწრფელად უპასუხა პატარამ, - მე ხელში ღვთისმშობელს ვეჭირე, მან გამომიყვანა ნაპირზე.

მუხტარი გაქვავდა:

- ღვთისმშობელი? მას საიდან იცნობ?

- ჩვენთან შინ ფიცარზეა დახატული.

მუხტარმა ეჭვიანად უთხრა:

- აბა, წავიდეთ და მანახე.

რამდენიმე წუთში ბიჭის სახლში მივიდნენ. ბებიამ და დედამ მომხდარისა არაფერი იცოდნენ და დაბნეულები უცქერდნენ საპატიო სტუმარს. შეძრწუნდნენ, როცა ბიჭმა სტუმარს პატარა კარზე მიუთითა. გზის გადაღობვა სცადეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო - მუხტარმა კარი გამოაღო.

თვალწინ საოცარი სანახაობა გადაეშალა: ციცქნა, უსარკმლო, ბნელ ოთახში ღვთისმშობლის ხატის წინ სანთელი ენთო. საკმევლის სურნელი გარეთ გადმოიღვარა. თურქი ხარბად სუნთქავდა უცნობ არომატს. შიშით გახევებულ ქალებს ენა ჩავარდნოდათ, მხოლოდ თვალებით მისჯაჭვოდნენ წმინდა ხატს და ღვთისმშობელს შეწევნას სთხოვდნენ.

სიტყვა ბაგეებზე შეეყინა მუხტარსაც, ფანატიკოს თურქ მმართველს, რომელიც ვერ იფიქრებდა, რომ თავის სოფელში ასეთ რამეს აღმოაჩენდა. ღვთისმშობლის ალერსიანმა შემოხედვამ, მის მკლავებზე დავანებულმა ღვთაებრივმა ყრმამ მასზე ენით აუწერელი შთაბეჭდილება მოახდინა.

- აი, ეს არის ღვთისმშობელი! ხელში ამას ვეჭირე, - უთხრა გახარებულმა ბიჭმა.

ქალები მუხტარს მუხლებში ჩაუცვივდნენ:

- ბოროტებას ნუ გაგვიკეთებ, მოწყალეო ბატონო, და შენი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის ღვთისმშობელს შევევედრებით.

- ესე იგი, თქვენ ქრისტიანები ხართ...

- დიახ... მაგრამ ცუდს არავის გავუკეთებთ. ჩვენ ჩვენი წინაპრების რწმენას ვინახავთ... შეგვიბრალე, ბატონო.

მუხტარი რამდენიმე წამი დუმდა. მერე კი ჩუმად, თითქოს საიდუმლო გაანდოო, უთხრა:

- ნუ გეშინიათ, მაგრამ გთხოვთ არავის უთხრათ, რომ აქ ვიყავი და ეს ვნახე... ცოტა ხნის მერე ლამპრისთვის ზეთს გამოგიგზავნით, - თქვა და გასასვლელისკენ გაემართა.

"ძვირფასო დედა, მე შენი ვაჟი ვარ". ეს ნამდვილი ამბავი ოლღა დეილამ ჩაიწერა ათენში 1992 წელს ლტოლვილ თეოდორე კონსტანტინიდისისგან.

პონტოს რიზუნტელი ერთი ქალბატონი, რომელსაც ქმარი თურქებმა მოუკლეს, ლტოლვილების უბანში დასახლდა ქალაქ დრამაში. ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავდა. დედა გოგონასთან ერთად ცხოვრობდა, ხოლო ვაჟებისა არაფერი იცოდა. განვლო დიდმა ხანმა...

ქალს ძალზე უჭირდა, ყველაზე აუცილებელი ნივთებიც კი აკლდა. სასოწარკვეთილმა გადაწყვიტა, უკან, თავის ძველ სახლში წასულიყო და მოეძებნა ქმრის მიერ ღუმელში დამალული ოქროს ლირებითა და სამკაულებით სავსე ქოთანი.

ერთ მშვენიერ დილას რიზუნტში ჩავიდა, თავისი სახლის წინ წყაროსთან შეჩერდა და თურქ ქალს ჰკითხა, - ვინ არის ამ სახლის მფლობელიო. სახლში თურმე თურქი სარდალი ცხოვრობდა.

ქალს კარი სარდლის ცოლმა გაუღო. ქალმა უთხრა, - ეს სახლი ოდესღაც მამაჩემს ეკუთვნოდაო.

სარდლის ცოლმა სთხოვა სტუმარს, ჩემი ქმრის მოსვლას დაელოდეთო. მოვიდა სარდალი და ბერძენმა ქალმა მას თავისი ამბავი მოუთხრო.

მასპინძელმა შესთავაზა, რამდენ ხანსაც გინდა, იმდენ ხანს დარჩიო. ქალი ერთი კვირა დარჩა. დარწმუნდა, რომ სარდალი კარგი ადამიანი იყო, ამიტომაც თავისი ვაჟების ხვედრის გაგება სთხოვა. შეიტყო, რომ ერთი ვაჟი ომში დაღუპულიყო, მეორისა კი არაფერი იყო ცნობილი. ქალმა გადაწყვიტა, განძის სამალავიც გაემხილა (დამალული ოქრო მისთვის მაინც დაკარგული იყო). ისიც დაუმატა, ქალიშვილი მყავს გასათხოვარი, მზითევისთვის ფული მჭირდება, განძეულს თუ ვიპოვით, შუაზე გაგიყოფთო. ასეც მოიქცნენ. სარდალი საზღვარზე გადატანაშიც დაეხმარა ქალს.

გამგზავრების წინ ქალი ეტლზე დატვირთულმა თორმეტმა სკივრმა გააოცა. თურქმა უთხრა:

- ეს შენი ქალიშვილისთვისაა. ეს შენი სახლია, მე კი შენი მოვალე ვარ.

ქალი დრამაში დაბრუნდა. მეზობლებმა არ დაიჯერეს მისი ნაამბობი. უამრავი ხალხი შეიკრიბა მის სახლში ქალიშვილის მზითევის სანახავად. გახსნეს სკივრები. ერთი მათგანიდან სარდლისა და მისი ცოლის ფოტოსურათი გადმოვარდა. ეს თურქი ხომ არ გაიცანიო, ჰკითხეს. დიახო. ფოტოსურათზე ეწერა: "ძვირფასო დედა, მე შენი ვაჟი ვარ. მე მაშინ გადავრჩი, მაგრამ ამის გამჟღავნება ვერ გავბედე. ყველგან და ყოველთვის დაგეხმარებით შენ და ჩემს დას. თქვენს გვერდით ვარ".

მოლა მუცისი. მოლა მუცისი ფარული ქრისტიანი იყო. ყირიმის ომის მერე 1854 წელს ფარულ ქრისტიანთა ბევრი ოჯახი რუსულ ჯარს გაჰყვა რუსეთში. მოლამ ვერ შეძლო, ცხადად ეღიარებინა ქრისტიანობა, ის მუეძინად მსახურობდა ცარცი-ჯამეში. მისი ვაჟი და რძალი, და-ძმა, ახლობლები სხვა თანასოფლელებთან ერთად კავკასიაში გაემგზავრნენ. მოლამ სახლი გაყიდა და ცარცი-ჯამეს სიახლოვეს დასახლდა.

გავიდა წლები. მოლამ სიკვდილის მოახლოება იგრძნო და ღამე კაცი გაგზავნა მამა დამიანესთან. მან, როცა მოლას მძიმე მდგომარეობა დაინახა, მაშინვე აღსარება ათქმევინა და აზიარა. მოლამ კისრიდან მოიხსნა პატარა სადაფის ჯვარი, მამა დანიელს გადასცა და უთხრა:

- ეს ჯვარი სახსოვრად შეინახე. ხვალ მოვკვდები, დილით მოვლენ ჩემთან მეძებრები, - თურქები იგულისხმა, - მნახავენ და შემბილწავენ. აიღე ეს ხუთი ლირა, ორმოცი დღე სწირე, ხოლო რაც მოგრჩება, გლახაკებს დაურიგე ჩემი სულის საოხად.

ღვთისმოშიშმა ქრისტიანმა სული თვისი ჩააბარა უფალს.

მამა დამიანემ მიცვალებულს თვალები დაუხუჭა, გულზე ხელები დაუკრიბა, სამგზის ეამბორა, სულის გასვლის ლოცვები წაუკითხა, წაიტირა და ისევე ჩუმად წავიდა, როგორც მოვიდა. დილით თურქებმა მიცვალებული ნახეს, ყველაფერს მიხვდნენ, მაგრამ ხმაური არ აუტეხიათ, მხოლოდ ერთმა მათგანმა თქვა: - ურწმუნო ყოფილაო.

მოლა მუსლიმანური წესით დაკრძალეს. ყველა ბერძენმა იცოდა მისი საფლავი, დროდადრო მიდიოდნენ ხოლმე იქ და სანთლებს ანთებდნენ.

"ჩვენ წვიმის წყლით და პურით ვეზიარებით". ჰყვებოდა ქრისტიანი:

- გზას გავუდექი. ცოტა გავიარე თუ არა, წმინდა ბასილის ეკლესიასთან აღმოვჩნდი. კარები დაკეტილი იყო. მახსოვდა, რომ ტაძრის ახლოს მამა დიმიტრი ცხოვრობდა. დავუკაკუნე. კარი შუახნის მოლამ გამიღო.

- მღვდელს ვეძებ, კარები რომ გამიღოს... სიწმინდეების თაყვანისსაცემად მოვედი, - ვუთხარი.

- დააკაკუნე და გაიღება, - მიპასუხა.

ისე მოვიქეცი, როგორც მითხრა. ეკლესიის ეზოში შევედი. ტაძრის კართან ისევ იმ ხოჯას შევხვდი - ჩქარა შემოდი, არავინ შეგამჩნიოსო.

შევედი, კარები უჩუმრად დაიხურა და ხოჯა სადღაც გაქრა.

ეკლესია უზარმაზარი იყო. კარიბჭეში წმინდა ბასილის ხატს ვეამბორე. ხოჯამ კანდელების ანთება დაიწყო.

- ამას რატომ აკეთებ? - ვკითხე, საკურთხევლიდან კი ხოჯას ხმა მომესმა:

- განა დაგავიწყდა, რომ დღეს ქრისტეშობაა?

მალე ტაძარი განათდა, სამეუფეო კარებში კი ხოჯა იდგა მღვდელმთავრის სამოსით. ამასობაში ტაძარი ხალხით გაივსო. მამაკაცები, ქალები, ბავშვები... მგალობლებმა გალობა იწყეს - "შობამან შენმან, ქრისტე მაცხოვარ"...

თავი დავღუნე და ავტირდი. ხოჯამ - რატომ ტირიო.

- მითხარი, თუ ღმერთი გიყვარს, განა შენ არ ჩაატარე ლიტურგია?

- დიახ, მე ჩავატარე.

- მაგრამ შენ ხომ თურქი ხოჯა ხარ?

- ასეთივე თურქი იყო მამაშენი, - მიპასუხა მან, - ასეთივე თურქები არიან ისინი, ვინც დღეს საღამოს ტაძარში მოვიდა.

- თქვენ ქლოსტები ხართ?

- ჩვენ ფარული ქრისტიანები ვართ... ჩვენ წვიმის წყლით და პურით ვეზიარებით, რომელსაც მიტოვებულ ეკლესიებში ვაცხობთ. ღამით წესს ვუგებთ ჩვენს მიცვალებულს, დღისით კი მუსლიმანური წესით ვკრძალავთ.

მუხლებზე დავეცი და ხელზე ვემთხვიე.

- ახლა კი იჩქარე, გემზე რომ არ დააგვიანო, - მომიბრუნდა.

რაღაც მინდოდა მეთქვა, მაგრამ ხოჯა უცებ სადღაც წავიდა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
01.02.2023

შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე) მამა გაბრიელს და ანტონ მარტმყოფელის მამათა მოანსტერში
21.02.2021
ბატონი ზურაბ ვარაზაშვილის გარაცვალებამ თითოეულ ჩვენგანს დაწყვიტა გული.
02.11.2020
სამთავროს დედათა მონასტერში, კათოლიკოს-პატრირქის ერთ-ერთი სტუმრობის დროს, ბერი გაბრიელი კოშკიდან გამოვიდა, "სამეფო" რვალის დიადემით.
ურთიერთ ამბორყოფისა და მოკითხვის შემდეგ პატრიარქმა ჰკითხა: "მამა გაბრიელ, ეგ დიადება ოქროსია?"
29.11.2019
მამა ფადეის (თადეოზი) ვიტოვნიცელს, უაღრესად პატივცემულ სერბ მოძღვარს, ოჯახის შესახებ კითხეს:
29.11.2019
- მარხვა რა არის?
ეხლავე აგიხსნიო, უთხრა მამა გაბრიელმა და ჩამოუთვალა მას ბავშვობიდან ჩადენილი მისი ცოდვები.
03.11.2019
ცნობილი საეკლესიო მწერალი სერგი ნილუსი მოგვითხრობს: "დღეს მამა იოსებთან მივედი, მაგრამ არავინ გამომეხმაურა. მამები ისვენებდნენ.
27.12.2018
ღირსი მამა გაბრიელის დედის, მონაზონ ანას ფოტო სოციალურ ქსელში, თინათინ მჭედლიშვილის გვერდზე ვნახე.
26.08.2018
იღუმენია ელისაბედი (ზედგინიძე):
-ერთხელაც, მამა გაბრიელმა მარტყოფის მონასტერში მთხოვა წასვლა.
29.11.2017
გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტი,
27.08.2017
,,ლეგენდის თანახმად, ავღანელებთან ბრძოლისას, ძალაგამოლეულ ქართველებს "თამზანის გორაზე" წმინდა გიორგი გამოეცხადათ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat