"ჯოჯოხეთი განსაკუთრებით წირვისას მიტევდა ხოლმე..."
"ჯოჯოხეთი განსაკუთრებით წირვისას მიტევდა ხოლმე..."
ერთხელ, როდესაც ღამისთევის დროს წმინდა ზოსიმესა და საბატიოსის ტაძარში ვიდექი, უეცრად, როგორც ელვამ, ისე გამიარა ურწმუნოების, ეჭვისა და ღვთის გმობის საშინელმა აზრმა. ყველაფერი მოულოდნელად დამატყდა თავს, თითქოს სხეულზე ჯოჯოხეთური ცეცხლი მომედო. შემდეგ ამგვარი აზრები ჩემს გონებაში მდინარესავით მოედინებოდა. შიშით გავხევდი, ენა მუცელში ჩამივარდა. სულში ენით აღუწერელი რამ ხდებოდა.

ტაძრიდან გამოსული სენაკში განვმარტოვდი, თუმცა მსგავსი აზრები არ გამნელებია. ჩემი ტანჯვა მიწიერი კი არა, მართლაც ჯოჯოხეთური იყო, ძილი და მოსვენება დავკარგე...

გადიოდა დღეები, თვეები. შემდეგ ერთი, ორი... ოთხი წელიწადი, საშინელი აზრები კი კვლავ არ მასვენებდა და გულსა და გონებას მიღრღნიდა. არ მოიპოვებოდა ადგილი, სადაც მოვისვენებდი და ამ დამღუპველ ცდუნებას თავს დავაღწევდი... იმ ზომამდეც კი მივედი, რომ უფალს სიკვდილს შევთხოვდი!

წარმოიდგინეთ, რა ყოფაში შეიძლება იყოს ადამიანი, რომელშიც ნათელი და ბნელი საწყისები გაავებით ებრძვიან ერთურთს.

ჯოჯოხეთი განსაკუთრებით წირვისას შემომიტევდა ხოლმე, მაშინ, როდესაც ტრაპეზის წინაშე ვიდექი. თვალთაგან ცხარე ცრემლი მდიოდა...

ჩემს მდგომარეობას ვერ გრძნობდა ბერდიაკვანი იონათამი, ჩემთან ერთად რომ მონაწილეობდა ღვთისმსახურებაში, ვერ ხვდებოდა, რა ჯოჯოხეთი მიტრიალებდა და ჩემს მდგომარეობას სულიერი მოშლილობით ხსნიდა.

მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთადერთ შვებას თავისუფალ დროს "წმინდანთა ცხოვრების" კითხვაში ვპოვებდი. ვკითხულობდი წმინდა ნიფონტი კვიპრელის ცხოვრებას, ოთხი წლის მანძილზე ჩემსავით რომ იტანჯებოდა; დიმიტრი როსტოველის თხზულებას ეკატერინე სინელზე, რომელიც მაცდურმა და ღვთისმგმობელმა აზრებმა იმ ზომამდე მიიყვანა, თავს მიწას ურტყამდა და უფალს შეღაღადებდა: უფალო, მიშველე, ვიღუპებიო!

ამ დროს მან ნათლით მოსილი მაცხოვარი იხილა, რომელმაც აუწყა:

- ეკატერინე, მე შენთან ვარ!

- უფალო, სად იყავი მაშინ, ჩემი გული ღვთის გმობამ და ურწმუნოებამ რომ მოიცვა?

- შენს გულში ვიყავი, - მიუგო მაცხოვარმა.

- კი მაგრამ, უფალო, იქ მხოლოდ სიბინძურე იყო...

- მაგრამ შენ ხომ ამ სიბინძურისთვის გული არ დაგითმია? - იყო პასუხი.

ამ ყოველივეს წაკითხვის შემდეგ ცოტა ვმშვიდდებოდი, მაგრამ დამღუპველი აზრები კვლავ მთელი ძალით მატყდებოდა თავს. ნერვები დაწყვეტაზე მქონდა. ჩემი არსება საშინელმა სასოწარკვეთილებამ მოიცვა. საკუთარ თავს იმდენად ვეღარ ვაკონტროლებდი, რომ იძულებული ვხდებოდი, დამემალა დანები, ჩანგლები, თოკი და სხვა ნივთები, რომლებითაც თავის მოკვლა შეიძლებოდა. ყოფილა შემთხვევა, შუაღამისას სენაკიდან გამოვვარდნილვარ და ტაძრის გარშემო ტირილით მირბენია შეშლილივით... ერთი სული მქონდა, როდის გახსნიდნენ მის კარს, რომ წმინდა სერგის სარკოფაგს მივმთხვეოდი და მისთვის ჩემი გასაჭირი მომეთხრო.

გამახსენდა სასულიერო მოღვაწეთა სიტყვები: უმჯობესია, მოძღვრად გამოცდილი ბერი აირჩიო, ვიდრე წმინდანიო, რაც საკუთარმა გამოცდილებამაც დამიდასტურა. ჩემი სულიერი მდგომარეობის შესახებ ერთ გამოჩენილ სასულიერო მოღვაწეს მოვუყევი, რომელმაც ასეთი სიტყვებით გამომისტუმრა: "ღმერთო ჩემო! როგორ გაივლეთ გულში ასეთი მკრეხელობა? ღმერთი იყოს თქვენი მფარველიო". ერთი სიტყვით, ვერ გამიგო...

ცოცხალმკვდარი გამოვედი და მწარედ ავტირდი...

მთელი ღამე არ მეძინა. დილით კი სენაკიდან გამოვლასლასდი და ჩემი მოვალეობის შესასრულებლად სამხატვრო სკოლას მივაშურე. გზად მის ხელმძღვანელს, მამა მიხეის შევუარე. შემომხედა და ჩემი გამომეტყველებით გაოცებულმა მკითხა:

- რა მოგივიდა, მამა კრონიდ? ტანჯული სახე გაქვს, კაცი ვერ გიცნობს...

დაწვრილებით მოვუყევი ყველაფერი. თვალცრემლიანი მისმენდა, განსაკუთრებული, ქრისტიანული სიყვარულითა და თანაგრძნობით გამსჭვალული.

- დამშვიდდი, მამაო, ასეთი რამ ბევრს მოსვლია, ჩვენ არც პირველნი ვართ და არც უკანასკნელნი. თავადაც ასე ვეწამე შვიდი წელი... ერთხელ იმ მდგომარეობამდეც კი მივედი, რომ ტაძარში დგომა ვეღარ შევძელი. მამა აბრაამის სენაკში შევვარდი. ისე ვცახცახებდი, ხმას ვეღარ ვიღებდი... მოძღვარმა რამდენჯერმე მკითხა: "რა გჭირს, შვილო ჩემო?" "მამაო, ვიღუპები!.." - აღმომხდა და ჩემი ტანჯვის შესახებ ვუამბე. მოძღვარმა დამამშვიდა: "შენ ხომ ამ აზრებს არ აჰყოლიხარ და არც შენი გული ეზიარა მათ? მაშ, ასე საშინლად რატომ აღელვებულხარ, უფალი ხედავს შენს ტანჯვას, იგი შენშია და უთუოდ გიშველის". შემდეგ შენდობის ლოცვა წამიკითხა, დამლოცა და კეთილად გამომისტურმა. იმ დღიდან უკეთური აზრები ჩამომშორდა. მხოლოდ ზოგჯერ, იშვიათად მეწვევიან ხოლმე, მაგრამ რადგან ყურადღებას არ ვაქცევ, ქრებიან და მეც მშვიდად ვარ.

მამა მიხეის სიტყვები სალბუნად დაედო ჩემს ტანჯულ სულს და იმ დღიდან უკეთური აზრებიც გაქრნენ.

არქიმანდრიტ კრონიდის მოგონებებიდან
ბეჭდვაელფოსტა
19.11. 2017
ჩემი თავსატეხიც...
სადაც სისუსტე აქვს ადამიანს, იქ დააბიჯებს ხოლმე ფეხს, მეც მივხვდი, უფალო არ მიგვატოვო, დაგვიფარე ბოროტებისგან...
01.02. 2017
ამონარიდი:
„იმ დღიდან უკეთური აზრები ჩამომშორდა. მხოლოდ ზოგჯერ, იშვიათად მეწვევიან ხოლმე, მაგრამ რადგან ყურადღებას არ ვაქცევ, ქრებიან და მეც მშვიდად ვარ.“ – ანუ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდვნის... ღმერთო, დაგვიფარე უკეთური აზრებისგან. მადლობა წერილის ავტორს.
სხვა სიახლეები
01.02.2023

შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე) მამა გაბრიელს და ანტონ მარტმყოფელის მამათა მოანსტერში
21.02.2021
ბატონი ზურაბ ვარაზაშვილის გარაცვალებამ თითოეულ ჩვენგანს დაწყვიტა გული.
02.11.2020
სამთავროს დედათა მონასტერში, კათოლიკოს-პატრირქის ერთ-ერთი სტუმრობის დროს, ბერი გაბრიელი კოშკიდან გამოვიდა, "სამეფო" რვალის დიადემით.
ურთიერთ ამბორყოფისა და მოკითხვის შემდეგ პატრიარქმა ჰკითხა: "მამა გაბრიელ, ეგ დიადება ოქროსია?"
29.11.2019
მამა ფადეის (თადეოზი) ვიტოვნიცელს, უაღრესად პატივცემულ სერბ მოძღვარს, ოჯახის შესახებ კითხეს:
29.11.2019
- მარხვა რა არის?
ეხლავე აგიხსნიო, უთხრა მამა გაბრიელმა და ჩამოუთვალა მას ბავშვობიდან ჩადენილი მისი ცოდვები.
03.11.2019
ცნობილი საეკლესიო მწერალი სერგი ნილუსი მოგვითხრობს: "დღეს მამა იოსებთან მივედი, მაგრამ არავინ გამომეხმაურა. მამები ისვენებდნენ.
27.12.2018
ღირსი მამა გაბრიელის დედის, მონაზონ ანას ფოტო სოციალურ ქსელში, თინათინ მჭედლიშვილის გვერდზე ვნახე.
26.08.2018
იღუმენია ელისაბედი (ზედგინიძე):
-ერთხელაც, მამა გაბრიელმა მარტყოფის მონასტერში მთხოვა წასვლა.
29.11.2017
გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტი,
27.08.2017
,,ლეგენდის თანახმად, ავღანელებთან ბრძოლისას, ძალაგამოლეულ ქართველებს "თამზანის გორაზე" წმინდა გიორგი გამოეცხადათ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat