პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი რამაზ ჟღენტი ასეთ ამბავს იხსენებს:
80-იანი წლები იდგა, ცხელ ზაფხულში ზღვისკენ გაგვიწია გულმა
და ოჯახით, საკუთარი მანქანით, ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღისკენ გავემგზავრეთ. გზად აბაშაში გავიარეთ. ძალიან ცხელოდა, მანქანაში თერმოსით გვქონდა ხოლმე ცივი წყალი. წყალი გათავდა და ვიფიქრეთ, რომელიმე ეზოში ვთხოვთ ვინმეს თერმოსის ავსებასო. მანქანა გავაჩერეთ ერთ-ერთ ჭიშკართან. კარს იქით ლამაზი, მოლით დაფარული, მეგრული ეზო და ეზოს ბოლოში ასევე ლამაზი ოდა სახლი მოჩანდა. მასპინძელს შევძახეთ. სასაიმოვნო ქალბატონი ღიმილით გამოგვეგება. თერმოსი მივაწოდეთ და წყლით ავსება ვთხოვეთ. ახლავე ბატონოო - და ლამის სირბილით გაეშურა სახლისკენ. გავიდა 5 წუთი, 10, 15, 20... ქალი აღარ ჩანს. კიდევ შევიხედეთ ეზოში, შევეხმიანეთ მასპინძელს, მაგრამ პასუხი არ ისმის. ცოტა ხანს კიდევ ველოდეთ და მერე მამამ თქვა - წავიდეთ, სხვა რა ვქნათო. ის იყო, მანქანაში ჩავსხედით, რომ უცბად გვესმის მასპინძლის ხმა: - აქ ვარ, თქვენი ჭირიმეო. გაიღო ჭიშკარი და რას ვხედავთ: ქალბატონს ამ ულამაზეს ეზოში ჩამოუტანია პატარა მაგიდა - ჩვენში ტაბლას რომ ეძახიან - და რა აღარ იყო ამ მაგიდაზე: მოხარშული დედალი, ხაჭაპურები, მეგრული აჯიკა, ღვინო, მეგრული სულგუნი - რა გინდა სულო და გულო. გაოცებულები შევყურებდით. გზაზე ვიდექით და ვჩქარობდით, მაგრამ ვინღა გამოგვიშვებდა. ცოტა ხნით შევედით, დავლოცეთ ოჯახი.
წამოვედით და მთელი გზა აღფრთოვანებას ვერ ვმალავდით ვერცერთი. მხოლოდ წყალი ვთხოვეთ სრულიად უცხო ადამიანს და... განა სასაწაული არ არის სიყვარულის, სტუმართმოყვარეობის, სიკეთის ასეთი უნარი? სად შეიძლებოდა მომხდარიყო ეს, თუ არა საქართველოში - სტუმართმოყვარეობით განთქმულ მეგრულ ოჯახში? ეს დღე ჩემ მეხსიერებაში სულ ცოცხლობს და ხშირად ვიხსენებ, ხშირად ვყვები.
მინდა რომ ეს სითბო სხვებსაც გავუზიარო. მინდა, რომ ეს სული ვერ მოკლან ჩვენში.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი