მინდა, რომ ეს სული ვერ მოკლან ჩვენში
მინდა, რომ ეს სული ვერ მოკლან ჩვენში
პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი რამაზ ჟღენტი ასეთ ამბავს იხსენებს:
80-იანი წლები იდგა, ცხელ ზაფხულში ზღვისკენ გაგვიწია გულმა და ოჯახით, საკუთარი მანქანით, ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღისკენ გავემგზავრეთ. გზად აბაშაში გავიარეთ. ძალიან ცხელოდა, მანქანაში თერმოსით გვქონდა ხოლმე ცივი წყალი. წყალი გათავდა და ვიფიქრეთ, რომელიმე ეზოში ვთხოვთ ვინმეს თერმოსის ავსებასო. მანქანა გავაჩერეთ ერთ-ერთ ჭიშკართან. კარს იქით ლამაზი, მოლით დაფარული, მეგრული ეზო და ეზოს ბოლოში ასევე ლამაზი ოდა სახლი მოჩანდა. მასპინძელს შევძახეთ. სასაიმოვნო ქალბატონი ღიმილით გამოგვეგება. თერმოსი მივაწოდეთ და წყლით ავსება ვთხოვეთ. ახლავე ბატონოო - და ლამის სირბილით გაეშურა სახლისკენ. გავიდა 5 წუთი, 10, 15, 20... ქალი აღარ ჩანს. კიდევ შევიხედეთ ეზოში, შევეხმიანეთ მასპინძელს, მაგრამ პასუხი არ ისმის. ცოტა ხანს კიდევ ველოდეთ და მერე მამამ თქვა - წავიდეთ, სხვა რა ვქნათო. ის იყო, მანქანაში ჩავსხედით, რომ უცბად გვესმის მასპინძლის ხმა: - აქ ვარ, თქვენი ჭირიმეო. გაიღო ჭიშკარი და რას ვხედავთ: ქალბატონს ამ ულამაზეს ეზოში ჩამოუტანია პატარა მაგიდა - ჩვენში ტაბლას რომ ეძახიან - და რა აღარ იყო ამ მაგიდაზე: მოხარშული დედალი, ხაჭაპურები, მეგრული აჯიკა, ღვინო, მეგრული სულგუნი - რა გინდა სულო და გულო. გაოცებულები შევყურებდით. გზაზე ვიდექით და ვჩქარობდით, მაგრამ ვინღა გამოგვიშვებდა. ცოტა ხნით შევედით, დავლოცეთ ოჯახი.

წამოვედით და მთელი გზა აღფრთოვანებას ვერ ვმალავდით ვერცერთი. მხოლოდ წყალი ვთხოვეთ სრულიად უცხო ადამიანს და... განა სასაწაული არ არის სიყვარულის, სტუმართმოყვარეობის, სიკეთის ასეთი უნარი? სად შეიძლებოდა მომხდარიყო ეს, თუ არა საქართველოში - სტუმართმოყვარეობით განთქმულ მეგრულ ოჯახში? ეს დღე ჩემ მეხსიერებაში სულ ცოცხლობს და ხშირად ვიხსენებ, ხშირად ვყვები.
მინდა რომ ეს სითბო სხვებსაც გავუზიარო. მინდა, რომ ეს სული ვერ მოკლან ჩვენში.
ბეჭდვაელფოსტა
31.07. 2016
ზურა
მსგავსი ისტორია მეც გადამხდა 70-იანი წლების ბოლოს, ზესტაფონთან, სოფელ ცხრაწყაროში, წყალი 10 წლის გოგონას ვთხოვეთ და ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ მასპინძელმა ჭურის თავზე გვაქეიფა და თან სულ ბოდიშს იხდიდა, მეუღლე მშობლებთანაა წასული და სათანადოდ ვერ გმასპინძლობთო.
28.07. 2016
ნინიაა
მე საბერძნეთში ვიმყოფები,ერთხელ სტუმრად გვეწვია ბებიას (ვისაც ვუვლი) დიშვილი და რომ გაიგი საქართველოდან ვიყავი მაგიდასთან მსხდომთ ასეთი რამ უამბო: სემოვლილი მაქვს მთელი მსოფლიო ,მაგრამ ქართველების ნაირი ხალხი არსად შემხვედრია,არ ვიცი რომელი კუტხე იყო,ზღვასთან ახლოს ვიყავით(სავარაუდოდ გურია -სამეგრელო)ჰოდა წყალი მოგვინდა , ვერსად ვერ შევიძინეთ ეზოში ჭა დავინახეთ ,დავიზახეთ მაგრამ არავინ გამოგვხედა,მორიდებით შევედით და წყლის სათლი ჭაში ჩავუშვით ვიდრე ამოვიღებდით მასპინძელმა პატარა მაგიდაზე დაწყობილი საჭმელი-სასმელი გამოიტანა ეზოში და მიგვიპათიჟა მართალია ერთმანეთის ენა არ გვესმოდა მაგრამ ყველაფერი გასაგები იყო.ისკი არა და საგზალიც გამოგვატანა და დაგვლოცაო ამის სემდეგ ნურავინ სემედავება რომ ქართველებზე უკეეთესი ხალხი დედამიწის ზურგზე არ არისოო, ფრთები გამომესხა სიხარულისგან და ერთიორად ავმაღლდი ამის მოსმენის შემდეგ აქ მყოფ საზოგადოევას სურვილი გაუჩნდა მოენახულებინატ საქართველო ,მე იმ დღეს ამაყი ვიყავი
26.07. 2016
ავთანდილ
თქვენ გაიხარეთ.საბედნიეროდ ასეთ "ქალბატონებს" საქართველოში სხვაგანაც შევხვდებით. მადლობთ, რომ ასე ალალად და კაცურად აღწერეთ ეს ამბავი. ესეთი ამბები მარტო ახალგაზრდებმა კი არა,ერის ყველა თაობამ უნდა იცოდეს.... გაიხარეთ...
26.02. 2016
გოგი
ბატონო რამაზ - ძალიან კარგ ხასიათზე ვდგები, როცა ასეთ ინფორმაციებს ვეცნობი. ისე კარგი იქნებოდა, დაგემახსოვრებინათ და გენობებინათ ჩვენთვის იმ ქალბატონის ვინაობა. ვგონებ აქ დასამალი არაფერია. უდანაშაულობის პრეზუმციას არ დაარღვევდით ამით.
29.01. 2016
მარინა მამულია
მადლობა, ბატონო ჩვენო, ამ ეპიზოდის გახსენებისათვის. იქნებ სხვებმაც მოგბაძონ, ვისაც თავისი ცხოვრების საუკეთესო წუთები აფხაზეთში გაუტარებია და ასეთი სტუმარ–მასპინძლობის მომსწრე ყოფილა. მერწმუნეთ, არც იქ ჰქონდათ თავსაყრელად, მაგრამ სტუმარს არაფერს აკლებდნენ. სამწუხაროდ ძალიან უმადურები ყოფილან ჩვენი სტუმრები. იმედია, თქვენი წერილი იმ სადღეგრძელოს გაგრძელება არაა , სუფრაზე რომ გეტყვიან "მალე ისევ გვექეიფოს თქვენთანო". დროა, თქვენც მოიპატიჟოთ საკუთარ ოჯახებში , მართლაც ნუ მოვკლავთ ქართულ სულს. ღმერთის წყალობით, იმედი გვაქვს, მართლა დავბრუნდებით და ვაი, რომ სტუმარი აღარ გაგვიხარდება!
სხვა სიახლეები
01.02.2023

შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე) მამა გაბრიელს და ანტონ მარტმყოფელის მამათა მოანსტერში
21.02.2021
ბატონი ზურაბ ვარაზაშვილის გარაცვალებამ თითოეულ ჩვენგანს დაწყვიტა გული.
02.11.2020
სამთავროს დედათა მონასტერში, კათოლიკოს-პატრირქის ერთ-ერთი სტუმრობის დროს, ბერი გაბრიელი კოშკიდან გამოვიდა, "სამეფო" რვალის დიადემით.
ურთიერთ ამბორყოფისა და მოკითხვის შემდეგ პატრიარქმა ჰკითხა: "მამა გაბრიელ, ეგ დიადება ოქროსია?"
29.11.2019
მამა ფადეის (თადეოზი) ვიტოვნიცელს, უაღრესად პატივცემულ სერბ მოძღვარს, ოჯახის შესახებ კითხეს:
29.11.2019
- მარხვა რა არის?
ეხლავე აგიხსნიო, უთხრა მამა გაბრიელმა და ჩამოუთვალა მას ბავშვობიდან ჩადენილი მისი ცოდვები.
03.11.2019
ცნობილი საეკლესიო მწერალი სერგი ნილუსი მოგვითხრობს: "დღეს მამა იოსებთან მივედი, მაგრამ არავინ გამომეხმაურა. მამები ისვენებდნენ.
27.12.2018
ღირსი მამა გაბრიელის დედის, მონაზონ ანას ფოტო სოციალურ ქსელში, თინათინ მჭედლიშვილის გვერდზე ვნახე.
26.08.2018
იღუმენია ელისაბედი (ზედგინიძე):
-ერთხელაც, მამა გაბრიელმა მარტყოფის მონასტერში მთხოვა წასვლა.
29.11.2017
გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტი,
27.08.2017
,,ლეგენდის თანახმად, ავღანელებთან ბრძოლისას, ძალაგამოლეულ ქართველებს "თამზანის გორაზე" წმინდა გიორგი გამოეცხადათ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat