"სიკვდილმა თითქოს წამიერად შეარიგა მოსისხარნი"
"სიკვდილმა თითქოს წამიერად შეარიგა მოსისხარნი"
მტრების შემნდობთ დიდებული ჯილდო ელით
ქრისტიანობა ადამიანის გულზე ორიენტირებული რელიგიაა. ალბათ იმის გამოც აღმოჩნდა ქართველი კაცისთვის ქრისტიანული მრწამსი ასეთი მისაღები, რადგანაც ის ქადაგებდა სიყვარულს, კეთილშობილებას, მტრის დანდობას. მტერი ყოველთვის ბევრი გვყავდა, მრავალი ომი და ჭირ-ვარამი გადაგვტეხია თავს, მაგრამ მაინც გადავრჩით, შევინარჩუნეთ მამული, რადგან ჩვენს წინაპრებს ვერანაირმა განსაცდელმა ვერ შეურყია რწმენა ჯვარცმული მაცხოვრისა. სწორედ ამ რწმენით იყო ნასაზრდოები ის სულისკვეთება, რომ ბოროტებაზე გამარჯვება შეიძლება არა ძალმომრეობით, არამედ ღვთის სიყვარულით, თუნდაც მტრის პატივისცემით.

სწორედ ქართველი კაცის დიდსულოვნებასა და დიდბუნებოვნებაში, რომელიც გენეტიკური კოდიდან იღებს სათავეს, მდგომარეობს ქართველი ერის გამარჯვების საიდუმლო. "რას გააწყობ იმ ხალხთან, რომელსაც სჯული და ეროვნება ერთმანეთზე გადაუბამს, შეუხორცებია და სულს ხორცზე მაღლა აყენებს" (აკ. წერეთელი).

სასიხარულოა, რომ დიდსულოვნების მაგალითები ჩვენს მღელვარე და სულიერებისგან დაცლილ დროშიც გვხვდება. მინდა მოგითხროთ ამბავი, რომელიც სოხუმში 1993 წლის აგვისტოში მოხდა, როდესაც ქალაქს კალიებივით შემოესია მდინარე გუმისთის გაღმა დაბანაკებული და მათთან ფულის გასაკეთებლად შეკრული ათასი ჯურის "ბოევიკი".

ამ დროს სოხუმში რკინიგზის სადგურის ზემოთ, ე.წ. ქართულ უბანში ცხოვრობდა ქალბატონი რიმა გოშუა-კუპრავას ოჯახი. ქალბატონი რიმას წინაპართა სამი თაობა მღვდელმსახურები იყვნენ, რომელთაც ნათელი კვალი დატოვეს საქართველოს ეკლესიის ცხოვრებაში. იგი უშუალო შთამომავალი გახლდათ დეკანოზ აკაკი გოშუასი, რომელიც მოღვაწეობდა ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხში. მისმა ვაჟმა, ალექსანდრე (გია) კუპრავამ თავის ეზოში საკუთარი ხელით გააპატიოსნა სამტროდ და ოჯახის ამოსაბუგად შემოჭრილი "ბოევიკი".

ქართული უბნის მცხოვრებთა უმრავლესობა ქართველობა იყო. მათ გვერდით მშვიდობიანად ცხოვრობდნენ სხვა ეროვნების წარმომადგენელნიც. ეს იყო მშვიდი, უწყინარი, შეხმატკბილებული და ერთ მუშტად შეკრული უბანი, რომელიც, საუბედუროდ, ომმა სასაკლაოდ გადააქცია.

27 აგვისტოს შუაღამე იდგა. "ლეჩქოფის" პლატოდან საშინელი, დაუსრულებელი სროლები ისმოდა. ხანძარი მოედო ქართულ უბანსაც.

გვიან ღამით კუპრავების ოჯახს აფხაზთა სადამსჯელო ჯგუფები მოადგნენ. ისინი ტყვიის სროლით შემოვიდნენ ეზოში. სახლის პირველი სართული დაარბიეს და ის იყო, მეორეზე უნდა ასულიყვნენ, გარედან ქართველების შემტევი სროლები გაისმა. შეჩერდა მომხვდური, უკან დაიხია, გაეცალა ჯერ სახლს, მერე ეზოს. სიჩუმე ჩამოვარდა.

დილაადრიან ალექსანდრე კუპრავა ეზოში გამოვიდა. მებრძოლის ცხედარს გადაეჩეხა. შვილს ფეხდაფეხ დედაც გამოჰყვა. ქალმა თავი ვეღარ შეიკავა და სიბრალულით კივილი მორთო. მოცვივდნენ ღამის კოშმარს გადარჩენილი მეზობლები. მიცვალებულს ჯიბეში საბუთები ედო - ახალგაზრდა ადიღეელი აღმოჩნდა. სასოწარკვეთილი, ომით გამწარებული მეზობლები უძრავად იდგნენ. ვინ იცის, რა ბალღამი ტრიალებდა მათ გულში. ზოგიერთები მღელვარებას ვერ ფარავდნენ, ზოგიერთი ცრემლს ვერ იკავებდა, რადგან ებრალებოდათ "ღვთის ხატად" გაჩენილი ახალგაზრდა კაცი. ალბათ იმ წამს ბევრმა იგრძნო იმ ყოვლისმომცველი სიყვარულის ძალა, რომელიც "ყველა ადამიანზე ვრცელდება, როგორებიც არ უნდა იყვნენ ისინი და როგორც არ უნდა გვექცეოდნენ, რადგან ისინი - ყველანი ჩვენი ერთი მამის - უფლის შვილები არიან". კ. გამსახურდიას სიტყვებით: "სიკვდილმა თითქოს წამიერად შეარიგა მოსისხარნი".

KARIBCHE
ოჯახთან ერთად

ალექსანდრე კუპრავამ მეზობლებს უთხრა: - ჩვენი წინაპრები არასოდეს იძიებდნენ შურს მიცვალებულზე, რადგან ჭეშმარიტი ქრისტიანები იყვნენ. ჩვენც ნუ დავემსგავსებით უსჯულოებს. ეს უბედური ადამიანი მრისხანებასა და შურისძიებას კი არა, თანაგრძნობას იმსახურებს. თანაც ცხედარი ჩემს ეზოშია და მე მმართებს მისი დაკრძალვაო. ბატონმა ალექსანდრემ საკუთარი ხელით შეჭედა კუბო და დაკრძალა. სხვაგვარად ვერც მოიქცეოდა იმ მადლიანი ოჯახის მემკვიდრე, რომელიც 120 წელი ემსახურა უფალს, დედაეკლესიას და მრევლს.

ამის შემდეგ სოხუმში მდგომარეობა თანდათან უფრო გამძაფრდა.

სხვებთან ერთად აიყარა კუპრავების ოჯახიც, დაადგა ჭუბერის ეკლიან გზას.

ბატონი ალექსანდრეს დიდსულოვნებამ გვიან, მაგრამ მაინც გამოიღო ნაყოფი. დაღუპული ადიღეელის ძმამ ეს ამბავი რომ შეიტყო, ძმის საფლავის სანახავად და უზომო მადლიერების გამოსახატავად ბატონ ალექსანდრეს შეხვდა. ქართველი კაცის საქციელმა იგი ისე შეძრა, რომ მუხლმოდრეკით პატიება ითხოვა და აღთქმა დადო, რომ ქართველების წინააღმდეგ არასოდეს აღმართავდა იარაღს. ამ ადიღეელის სულში უხილავი ფერისცვალება მოხდა.

წმინდა მამები ამბობენ: "თავიანთი მტრების შემნდობთ და ქველმოქმედებს დიდებული ჯილდო ელით. ისინი, ვინც ისე ცხოვრობს, როგორც ღვთის ჭეშმარიტი შვილი, ანუ სიკეთის ქმნა მთელი სულითა და გულით უყვარს, ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც კი განიცდიან მაღალ ზნეობრივ სიმშვიდეს".

ფსალმუნში ვკითხულობთ: "ყრმა ვიყავ და დავბერდიცა და არა ვიხილე მართალი დაგდებულ, არცა თესლი მისი მთხოველ პურისა. მარადღე სწყალობს და ავასხებს მართალი და ნათესავი მისი კურთხეულ იყოს" (ფს. 36,25-26).

ძლიერი სულის, მხნე, გამჭრიახი და შრომისმოყვარე კუპრავების ოჯახი ვერ გატეხა უბედურებამ. ბატონმა ალექსანდრემ გადარჩენის, ცხოვრების ხელახლა აწყობის და მომავლის გზის ძიება დაიწყო. მიაგნო კიდეც. ცოლ-შვილი თბილისში, ნაქირავებ ბინაში დატოვა და ბიძასთან, მოსკოვში გაემგზავრა. შეუდგნენ შრომას პატიოსნად და მუხლჩაუხრელად. ღვთის წყალობით, თიხის ქოთნის საწარმო გახსნა. ისევ დადგა ფეხზე, ისევ გაიმაგრა ფუძე.

ხშირად დადიოდა მოსკოვის პეჩატნიკოვის რაიონში მდებარე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში. ღმერთს მადლობდა, ავედრებდა სულს და შესთხოვდა მოწყალებას. "ითხოვდეთ და მოგეცემათ" - ალექსანდრე კუპრავამ კარგად იცოდა უფლის ეს შეგონება და ისიც ითხოვდა სწორად, მართებულად. მოწყალე ღმერთიც სწყალობდა, შრომასა და გარჯას უფასებდა.

დანაზოგი შემნახველ სალაროში ჰქონდა მიბარებული. ერთხელ დასჭირდა ბანკიდან 650 დოლარის გამოტანა. თანხა შინ დაბრუნებულმა გადათვალა და აღმოჩნდა 6500 დოლარი. შეწუხდა, - ეს რა მოსვლია მოლარეს ან მე რამ დამაბნია ასე, რომ სხვისი ფული წამოვიღეო.

დილით, ბანკის გაღებამდე ეკლესიას მიაშურა. მაცხოვრის ხატთან დაიწყო ლოცვა. გულში ჩურჩულებდა: - გმადლობ, უფალო, საარსებო საშუალება რომ მომეცი, მაგრამ არამ ფულს ვერ დავიტოვებ. დღესვე დავაბრუნებ იმას, რაც ჩემი არ არის, ოღონდ, გთხოვ, ჩემი ნაშრომი შემარგეო. დამშვიდებულმა დატოვა ტაძარი და ბანკისკენ გაეშურა. ბანკის მმართველი ქალბატონი ელენა ბოიკოვა და მოლარე გაოცებულები მისჩერებოდნენ მას და ამბობდნენ, მსგავსი შემთხვევა არც გვინახავს და არც გაგვიგონიაო...

ალექსანდრე კუპრავას ოჯახს არც ამის მერე მოჰკლებია ღვთის შემწეობა და წყალობა. დღეს ის ოჯახით თბილისში, მეუნარგიას ქუჩაზე ცხოვრობს. აგრძელებს წინაპრების ნაანდერძევ ქრისტიანულ გზას.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
01.02.2023

შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე) მამა გაბრიელს და ანტონ მარტმყოფელის მამათა მოანსტერში
21.02.2021
ბატონი ზურაბ ვარაზაშვილის გარაცვალებამ თითოეულ ჩვენგანს დაწყვიტა გული.
02.11.2020
სამთავროს დედათა მონასტერში, კათოლიკოს-პატრირქის ერთ-ერთი სტუმრობის დროს, ბერი გაბრიელი კოშკიდან გამოვიდა, "სამეფო" რვალის დიადემით.
ურთიერთ ამბორყოფისა და მოკითხვის შემდეგ პატრიარქმა ჰკითხა: "მამა გაბრიელ, ეგ დიადება ოქროსია?"
29.11.2019
მამა ფადეის (თადეოზი) ვიტოვნიცელს, უაღრესად პატივცემულ სერბ მოძღვარს, ოჯახის შესახებ კითხეს:
29.11.2019
- მარხვა რა არის?
ეხლავე აგიხსნიო, უთხრა მამა გაბრიელმა და ჩამოუთვალა მას ბავშვობიდან ჩადენილი მისი ცოდვები.
03.11.2019
ცნობილი საეკლესიო მწერალი სერგი ნილუსი მოგვითხრობს: "დღეს მამა იოსებთან მივედი, მაგრამ არავინ გამომეხმაურა. მამები ისვენებდნენ.
27.12.2018
ღირსი მამა გაბრიელის დედის, მონაზონ ანას ფოტო სოციალურ ქსელში, თინათინ მჭედლიშვილის გვერდზე ვნახე.
26.08.2018
იღუმენია ელისაბედი (ზედგინიძე):
-ერთხელაც, მამა გაბრიელმა მარტყოფის მონასტერში მთხოვა წასვლა.
29.11.2017
გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტი,
27.08.2017
,,ლეგენდის თანახმად, ავღანელებთან ბრძოლისას, ძალაგამოლეულ ქართველებს "თამზანის გორაზე" წმინდა გიორგი გამოეცხადათ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat