ღვთისმეტყველები.
ღვთისმეტყველები.
ერთხელ მამა იოანესთან (კრესტიანკინი) სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული ახალგაზრდა მივიდა და გაცნობისას უთხრა,- მე ღვთისმეტყველი ვარო.
მამა იოანემ გაოცებულმა ჰკითხა: - მეოთხე? - რა "მეოთხე"? _ ვერ მიხვდა აკადემისტი. მამა იოანემ აუხსნა: -ეკლესიაში მხოლოდ სამი ღვთისმეტყველი ვიცით: პირველი _ იოანე ღვთისმეტყველი, მოციქული და საყვარელი მოწაფე მაცხოვრისა, მეორე - გრიგოლი ღვთისმეტყველია, მესამე კი - სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი. ორი ათასწლოვანი არსებობის მანძილზე ეკლესიამ მოისურვა, მხოლოდ მათთვის მიენიჭებინა "ღვთისმეტყველის" სახელი. თქვენ კი გამოდის, რომ მეოთხე ხართ? "ვინ იცის, უფალი ვის როდის გაუგზავნის სულიერ სიბრძნეს. სინამდვილეში, ღვთისმეტყველი რომ იყო, აუცილებელი არ არის კაბა გეცვას და სასულიერო აკადემია დაამთავრო."სული ქრის, საითაც სურს!"-გაოცებულმა წამოიძახა იოანემ.
ერთხელ ჩვენი მირქმის მონასტრის გუნდთან ერთად შორეულ აღმოსავლეთში ვიყავი, სტრატეგიული ავიაციის სამხედრო ბაზაში. ღვთისმსახურების და ოფიცერთა კონცერტის მერე სადილად მიგვიწვიეს. ეს პირველი მართლმადიდებელი ღვთისმსახურება იყო მრავალი წლის მერე ამ შორეულ სამხედრო ქალაქში. ხალხი ინტერესით გვიცქერდა. ტრაპეზის წინ, ქრისტიანთა ჩვეულებისამებრ, "მამაო ჩვენო" წარვთქვით. ჩვენთან ერთად ლოცულობდა და ჯვარს ისახავდა ყველასგან პატივცემული გენერალიც. ორი საათის მერე, სუფრის დასასრულს, ოფიცრებმა ჰკითხეს:
- ამხანაგო გენერალო, დავინახეთ, რომ თქვენ ჯვარს ისახავდით. ჩვენ პატივსა გცემთ, მაგრამ ვერ გაგიგეთ. შესაძლოა, თქვენ ბევრ რამეზე ფიქრი მოასწარით, რაზეც ჩვენ ჯერ არ გვიფიქრია. გვითხარით, ამ განვლილი წლების მანძილზე რას მიხვდით, რა არის უმთავრესი ცხოვრებაში, მისი არსი რაში მდგომარეობსო.
გენერალმა მცირე ხნის დუმილის შემდეგ თქვა:
- ცხოვრებაში მთავარია, წმინდა გული გქონდეს ღვთის წინაშე!
შემძრა მოსმენილმა სიღრმითა და საღვთისმეტყველებო სიზუსტით, ასე თქმა მხოლოდ ნამდვილ ღვთისმეტყველს შეეძლო _ მოაზროვნესა და პრაქტიკოსს. მაგრამ, ვფიქრობ, რომ არმიის გენრალი ამას ვერ ხვდებოდა.
რუსეთის ემიგრანტულ ეკლესიასთან შეერთებისთვის მოლაპარაკების დროს გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მთავარეპისკოპოსმა მარკოზმა აღიარა, - რუსეთში ისეთი რამ შემემთხვა, რომელმაც დაარწმუნა, ამ ქვეყანაში მომხდარი სულიერი ცვლილებები პროპაგანდა კი არა, რეალობააო.
ერთხელ ის ერთ მღვდელთან ერთად ავტომობილით მოსკოვის გარეუბანში მიდოდა. მეუფე მარკოზი გერმანელია, მისთვის უჩვეულო იყო, რომ ტრასაზე, სადაც უამრავი საგზაო ნიშანი 90კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით სიარულს კრძალავდა, მათი მანქანა 140-ით მიქროდა.
მეუფე დიდხანს ითმენდა, ბოლოს დელიკატურად მიუთითა მძღოლ-მღვდელს,- ასე არ შეიძლებაო. მან მხოლოდ გაიცინა გულწრფელი უცხოელის გულუბრყვილობაზე და დაარწმუნა, ყველაფერი წესრიგშიაო.
- პოლიციამ რომ გაგაჩეროს?- ვერ მიუხვდა ნათქვამს მეუფე.
-პოლიციასთანაც ყველაფერი წესრიგში გვაქვს!
ცოტა ხნის მერე ისინი ავტოინსპექციის თანამშრომელმა გააჩერა. მღვდელმა მანქანის სარკმელი ჩასწია და გულღიად მიესალმა ახალგაზრდა მილიციელს:
- გამარჯობა, უფროსო! მაპატიე, გვეჩქარება. მაგრამ მილიციელმა ყურადღება არ მიაქცია მის მისალმებას და მოსთხოვა, -წარმოადგინეთ საბუთებიო.
-კარგი, გეყოფა უფროსო!- აღელდა მოძღვარი, - ვერ ხედავ, რომ ძალიან გვეჩქარება?
- საბუთები წარმოადგინეთ! -გაუმეორა მილიციელმა.
მღვდელს ეწყინა, შერცხვა სტუმრის წინაშე, სხვა რა გზა ჰქონდა, გაუწოდა მართვის უფლება და ტექპასპორტი, თან თავი ვერ შეიკავა და გესლიანად ჩაილაპარაკა:
- კარგი, აიღეთ! თქვენი საქმეა დასჯა, ჩვენი კი - შეწყალება!
მილიციელმა ცივად შეხედა და უთხრა:
-ჯერ ერთი, ჩვენ კი არა, კანონი გსჯით, ხოლო თქვენ კი არ იწყალებთ, არამედ უფალი ღმერთი.
"აი მაშინ მივხვდი, რომ რუსეთის გზებზე მილიციელებიც მსგავსი კატეგორიებით მსჯელობენ და ქვეყანაში ყველაფერი კვლავ შეიცვალა",-თქვა მეუფე მარკოზმა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
01.02.2023

შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე) მამა გაბრიელს და ანტონ მარტმყოფელის მამათა მოანსტერში
21.02.2021
ბატონი ზურაბ ვარაზაშვილის გარაცვალებამ თითოეულ ჩვენგანს დაწყვიტა გული.
02.11.2020
სამთავროს დედათა მონასტერში, კათოლიკოს-პატრირქის ერთ-ერთი სტუმრობის დროს, ბერი გაბრიელი კოშკიდან გამოვიდა, "სამეფო" რვალის დიადემით.
ურთიერთ ამბორყოფისა და მოკითხვის შემდეგ პატრიარქმა ჰკითხა: "მამა გაბრიელ, ეგ დიადება ოქროსია?"
29.11.2019
მამა ფადეის (თადეოზი) ვიტოვნიცელს, უაღრესად პატივცემულ სერბ მოძღვარს, ოჯახის შესახებ კითხეს:
29.11.2019
- მარხვა რა არის?
ეხლავე აგიხსნიო, უთხრა მამა გაბრიელმა და ჩამოუთვალა მას ბავშვობიდან ჩადენილი მისი ცოდვები.
03.11.2019
ცნობილი საეკლესიო მწერალი სერგი ნილუსი მოგვითხრობს: "დღეს მამა იოსებთან მივედი, მაგრამ არავინ გამომეხმაურა. მამები ისვენებდნენ.
27.12.2018
ღირსი მამა გაბრიელის დედის, მონაზონ ანას ფოტო სოციალურ ქსელში, თინათინ მჭედლიშვილის გვერდზე ვნახე.
26.08.2018
იღუმენია ელისაბედი (ზედგინიძე):
-ერთხელაც, მამა გაბრიელმა მარტყოფის მონასტერში მთხოვა წასვლა.
29.11.2017
გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტი,
27.08.2017
,,ლეგენდის თანახმად, ავღანელებთან ბრძოლისას, ძალაგამოლეულ ქართველებს "თამზანის გორაზე" წმინდა გიორგი გამოეცხადათ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat