ვიგრძენი, როგორ ჩამომხსნა მხრებიდან ცოდვით დამძიმებული ტვირთი
ვიგრძენი, როგორ ჩამომხსნა მხრებიდან ცოდვით დამძიმებული ტვირთი
ნამდვილი ამბავი
ეს ამბავი ათი წლის წინ მოხდა. თითქოს არც არავინ მომიკლავს და არც არაფერი მომიპარავს, თუმცა ორივე ცოდვის მონაწილე გავხდი.

სიცხისგან შეწუხებულნი ეზოში ვისხედით და ცივ ღვინოს მივირთმევდით. საღამო ხანს სხვა უბნელი, ნაცნობი ბიჭები შემოგვიერთდნენ. შინ წასვლას არ ვჩქარობდით. ვიცოდით, სინათლე გვიანობამდე არ მოვიდოდა. ღვინო მოგვეკიდა. კარგად დაღამებული იყო, რომ დავიშალეთ.

- შინამდე მიგიყვანთ, - მითხრა ნასედკამ. ასე ვეძახდით ერთს, რომელიც უბანში გულზე არავის ეხატებოდა. მანქანაში ჩავსხედით.

- კარგ საქმეზე მივდივართ, წამოგვყევი და არ წააგებ, - შემომთავაზა. დავთანხმდი.

უკუნი სიბნელე იყო. მრავალსართულიან სახლთან გავჩერდით. სადარბაზო ფარნებით ავიარეთ და ბინაში შევედით.

- აბა, დროზე, - დაიჩურჩულა ვიღაცამ და ბიჭებიც დატრიალდნენ.

ორმა ტელევიზორს სტაცა ხელი, ნასედკამ მაგნიტოფონი და კასეტები მომაჩეჩა ხელში. ღვინისაგან გაბრუებული ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა.

ის-ის იყო, წასვლას ვაპირებდით, რომ ვიღაცამ ხმამაღლა თქვა:

- ნახე, ბიჭო, რა ძველისძველი ხატია!

მაღლა ავიხედე - მაცხოვარი დაგვცქეროდა. გული შემეკუმშა. უცებ გამოვფხიზლდი:

- ღმერთი არ გაგიწყრეთ, ხატს ხელი არ ახლოთ...

- ნუ აგვატირებ ახლა. მიდი, სანამ მთელი ხარ, შენი ხელით ჩამოხსენი, - მომესმა ოთახის სიღრმიდან.

რაც ხელში მეჭირა, ყველაფერი იატაკზე დავყარე, გარეთ გამოვვარდი, კიბე ჩავირბინე და სიბნელეში მივიმალე.

მალე მანქანა ნადავლით დატვირთეს და გაუჩინარდნენ. დიდხანს ვიბორიალე ქუჩაში, ჩემი თავი მეზიზღებოდა. დილით უბანში გასვლისა შემრცხვა. ასე მეგონა, ყველამ იცოდა, სად ვიყავი და უნებურად რა გავაკეთე.

საღამოს მეგობრებმა მომაკითხეს და ახალი ამბავი შემატყობინეს: - წუხელ ვიღაც ნაძირალებს გუჯა გაუქურდავთო.

ენა ჩამივარდა. გუჯა ჩვენი უბნელი იყო. მისგან ვსწავლობდით კაცობას, სამართლიანობას. "ნასედკა" მან შეარქვა იმ არაკაცს. კარგად რომ დაღამდა, ნასედკას სადარბაზოსთან დავხვდი და უმოწყალოდ ვცემე.

ერთი კვირის მერე ჩემი დაბადების დღე იყო. არავის ნახვა არ მინდოდა და ქალაქგარეთ მეგობართან წავედი.

შინ შუაღამისას დავბრუნდი. მშობლებმა მომახარეს: - ნახე, დაბადების დღეზე რა საჩუქარი მოგართვეს მეგობრებმა. დღეს მოძღვარიც გვყავდა, ხატიც ვაკურთხეთ და სახლიცო. კედლიდან უკვე კარგად ნაცნობი მაცხოვრის ხატი მიყურებდა. ისე შემრცხვა მისი, რომ შენდობაც კი ვერ ვთხოვე.

მივხვდი, ვისი ნახელავიც იყო. ნაქურდალი "საჩუქრით" დამადუმეს და მეც, მათ შორის ყველაზე დიდი ნაძირალა, გავჩუმდი.

შეყვარებული მყავდა და მალე ცოლი მოვიყვანე. უამრავი ხალხი ირეოდა ჩემს სახლში. ხატი, რასაკვირველია, ყველამ შენიშნა.

ყოველდღე ველოდი გუჯას მოსვლას...

ბიჭი შემეძინა. ბავშვი ავად გაგვიხდა და ჩემმა მშობლებმა ცნობილ ექიმთან წაიყვანეს. მეც თან ვახლდი. ზარი დავრეკე.

კარი გუჯამ გაგვიღო და დიდი ამბით წარუდგინა ჩვენი ოჯახი მამამისს, ჩემთვის აქამდე უცნობ, თუმცა საქვეყნოდ ცნობილ ექიმს.

იმ დღიდან თვეში ორჯერ მიწევდა ექიმთან მისვლა. მე და გუჯა კიდევ უფრო დავახლოვდით. ამასობაში მეორე შვილიც შემეძინა...

***
დრო გავიდა. ცოლ-შვილით უცხოეთში გავემგზავრე სამუშაოდ. თბილისის ახალ ამბებს ყოველთვის ნატრული ვიყავი.

ერთ დღეს ბავშვობის მეგობარი მეწვია. გავიხარე. წარსული მოვიგონეთ. უცებ მითხრა, - გუჯა ტრაგიკულად დაღუპულაო.

ცრემლებმა კინაღამ დამახრჩო.

- ამ ახალ წელს ბიჭები გუჯას ოჯახში შევხვდით, - მიამბო მეგობარმა - კარგი დრო გავატარეთ. სუფრაზე სარწმუნოებაზე ჩამოვარდა საუბარი. მამამისმა ამოიოხრა და შვილს მიუბრუნდა:

- იმ ხატზე, მოძღვარმა შენს სახელზე რომ გვაჩუქა, ნეტავ ვისი ოჯახი ლოცულობს?

- მერე? - ვკითხე სულმოუთქმელად.

- კარგი ოჯახი, მამა, ის ოჯახი, რომელსაც შენ ორი შვილი გაუზარდეო, - უპასუხა გუჯამ.

- როდის გაუგია ჩემი სიმხდალე? - ძლივს ამოვილუღლუღე.

- იმავე ღამეს, ნასედკა რომ გალახე.

შემინდოს უფალმა. ეკლესიაში არ დავდიოდი. ამ ამბავმა შეძრა ჩემი სული და გული. მეორე დღესვე მოვიძიე მართლმადიდებლური ეკლესია უცხო ქვეყანაში და მას მერე ყოველ კვირას ვესწრებოდი ღვთისმსახურებას.

სამშობლოში დაბრუნების დღესვე მივედი სასაფლაოზე და პატიება ვთხოვე გუჯას...

***
- დღეს ჩემი შვილი მძიმედ დაშავდა. საავადმყოფოში ვერ მივდივარ, მეშინია, მამაო. შენ უნდა მიშველო, შენ უნდა მაპატიო. ვიცი, ჩადენილი ცოდვისთვის ვისჯები. ხატის მობრძანება მინდოდა ეკლესიისთვის შესაწირად, მაგრამ განა შეიწირავს ჩემგან მაცხოვარი? - შევტირე მოძღვარს.

- დამშვიდდი, შვილო, მთავარია უფალმა გაპატიოს და თუ შეგინდო, ხომ იცი, მონანიებულ ცოდვას არასოდეს გაგიხსენებს, - დამიყვავა მოძღვარმა.

- მერე მე როგორ გავიგებ, რომ მაპატია?

- უსათუოდ იქნება ნიშანი შენდობისა. ახლა კი შენს შვილთან წავიდეთ და მის მფარველ ანგელოზს შევთხოვოთ დახმარება.

საავადმყოფოს დერეფანი ჩვენი ახლობლებით იყო სავსე.

- მგონი, დავიღუპე, - გამიელვა თავში, მაგრამ იმედს მაინც არ ვკარგავდი. ბიჭთან მარტო მოძღვარი შეიყვანეს. დიდხანს ლოცულობდა. ოთახიდან გამოსული მომიახლოვდა:

- დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება, მკურნალი ექიმი ჩემი სულიერი შვილია, გულისხმიერი, გამოცდილი სპეციალისტი.

თვალები ღია კარისკენ გავაპარე... შევცბი, თავი მოძღვრის მკერდში ჩავრგე და მწარედ ავტირდი.

- არ მაპატია, მამაო. ცოდვამ თავი გამახსენა, ეს ის ექიმია, ჩემი მეგობრის მამა.

შუაღამე გადასული იყო. ქანცგამოცლილმა, მაგრამ კმაყოფილმა მკურნალმა დაგვამშვიდა:

- საშიშროება აღარ გემუქრებათ, ეს მხოლოდ უფლის წყალობით მოხდა, - მერე მოძღვართან ერთად კორიდორი მძიმე ნაბიჯებით გაიარა, მეც უკან გავყევი.

- კვირას საყდარში, ცისკრის ლოცვების დაწყებამდე მოდი, - უთხრა დამშვიდობებისას მოძღვარმა ექიმს, - მანამდე კი ოპტელი მამების ლოცვები იკითხე.

კვირა დილით, მოძღვრის კურთხევით, მაცხოვრის ხატი ეკლესიაში წავაბრძანე.

საყდრის კარები ფართოდ გაიღო. ხატით ხელში მგალობელთა გუნდს წინ მივუძღოდი. ჯვარცმასთან მდგარი მლოცველი მობრუნდა. ხატს ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა, ერთხანს ჩაფიქრებული იდგა, მერე პირჯვარი გამოისახა, ხატს ემთხვია და მწარედ ამოიოხრა.

- ხომ გულდასმით წაიკითხე, შვილო, ოპტელი მამების ლოცვები? - მხარზე მოხვია ხელი მოძღვარმა კაცს.

"უფალო, მომეც მე ძალა, რათა სიმშვიდითა სულიერითა მივიღო ყოველივე, რასაცა მომიტანს დღე ესე".

დაბნეულმა კაცმა მზერა ჩემზე გადმოიტანა. ისე მაკვირდებოდა, თითქოს რაღაცას იხსენებსო. მერე მკითხა:

- ბიჭი როგორ არის?

- კარგად, - ვუპასუხე დარცხვენით.

- შეგინდოს უფალმა, - იმედიანად მითხრა და კარისკენ გაემართა.

ვიგრძენი, როგორ ჩამომხსნა მხრებიდან ცოდვით დამძიმებული ტვირთი, როგორ გაიტანა ეკლესიის კარს მიღმა და როგორ გაატანა ქარს.

- ხომ გითხარი, შვილო, შენდობის ნიშანი უსათუოდ იქნება-მეთქი.

- ძინ! - ხმა ზეცას მიაწვდინეს ეკლესიის ზარებმა.

- "კურთხეულ არს მეუფება მამისა და ძისა და წმინდისა სულისა!" - ადიდა მოძღვარმა საყდარში შემობრძანებული უფალი.

მ.ნ
ბეჭდვაელფოსტა
01.06. 2015
დავითი
დიდება უფალს, რა ადვილია ცოდვის ჩადენა და მისგან გათავისუფლებას რა დიდი დრო და სინანული უნდა......
17.03. 2015
უფალო შეგვიწყალე
დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი..
17.03. 2015
laura
madloba am statiis gamoqveynebistvis amis wamkitxveli tu namdviad morwmunea am statiis wakitxva aucileblad mohgvris tavisi codvebis mimart sinanulis gancdas
სხვა სიახლეები
01.02.2023

შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე) მამა გაბრიელს და ანტონ მარტმყოფელის მამათა მოანსტერში
21.02.2021
ბატონი ზურაბ ვარაზაშვილის გარაცვალებამ თითოეულ ჩვენგანს დაწყვიტა გული.
02.11.2020
სამთავროს დედათა მონასტერში, კათოლიკოს-პატრირქის ერთ-ერთი სტუმრობის დროს, ბერი გაბრიელი კოშკიდან გამოვიდა, "სამეფო" რვალის დიადემით.
ურთიერთ ამბორყოფისა და მოკითხვის შემდეგ პატრიარქმა ჰკითხა: "მამა გაბრიელ, ეგ დიადება ოქროსია?"
29.11.2019
მამა ფადეის (თადეოზი) ვიტოვნიცელს, უაღრესად პატივცემულ სერბ მოძღვარს, ოჯახის შესახებ კითხეს:
29.11.2019
- მარხვა რა არის?
ეხლავე აგიხსნიო, უთხრა მამა გაბრიელმა და ჩამოუთვალა მას ბავშვობიდან ჩადენილი მისი ცოდვები.
03.11.2019
ცნობილი საეკლესიო მწერალი სერგი ნილუსი მოგვითხრობს: "დღეს მამა იოსებთან მივედი, მაგრამ არავინ გამომეხმაურა. მამები ისვენებდნენ.
27.12.2018
ღირსი მამა გაბრიელის დედის, მონაზონ ანას ფოტო სოციალურ ქსელში, თინათინ მჭედლიშვილის გვერდზე ვნახე.
26.08.2018
იღუმენია ელისაბედი (ზედგინიძე):
-ერთხელაც, მამა გაბრიელმა მარტყოფის მონასტერში მთხოვა წასვლა.
29.11.2017
გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტი,
27.08.2017
,,ლეგენდის თანახმად, ავღანელებთან ბრძოლისას, ძალაგამოლეულ ქართველებს "თამზანის გორაზე" წმინდა გიორგი გამოეცხადათ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat