მე ვარ მთავარი ღვთის ანგელოზთა, მე მევალება მონანულ ცოდვილთა სულების მირქმა და ნეტარ ცხოვრებაში შეყვანა
მე ვარ მთავარი ღვთის ანგელოზთა, მე მევალება მონანულ ცოდვილთა სულების მირქმა და ნეტარ ცხოვრებაში შეყვანა
წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სასწაულები
როცა სატანა აღდგა ღვთის წინაშე და ღმერთად გახდომა მოინდომა, მას შეეწინააღმდეგა მთავარანგელოზი მიქაელი. მან ბრძანა: "ვინ არის მსგავსი ღვთისა? არავინ. არავინ ღვთის გარდა". მაშინ გაიყო ანგელოზთა სამყარო და ერთმანეთს შეებნენ. გაიმარჯვეს უფლის ერთგულებმა წმინდა მთავარანგელოზის ხელმძღვანელობით. იმ დღიდან მოყოლებული, უფალმა ეს მოშურნე მთავარანგელოზი აკურთხა მთავარსარდლად უხორცო ძალთა, უფროს ოფიცრად ანგელოზთა მხედრობისა და უწოდა მას მიქაელი - რაც ებრაულად ნიშნავს: ვინ არის, ვითარცა ღმერთი? ვინ არის სწორი ღვთისა?

ეკლესიას, ჯერ კიდევ თავისი არსებობის ძველაღთქმისეულ პერიოდში, წარმართებთან ბრძოლაში მფარველად წმინდა მთავარანგელოზი მიქაელი ეგულებოდა. მაგალითად, მიქაელი გამოეცხადა ომის დროს ისუ ნავეს ძეს და უთხრა: მე ვარ მეთაური უფლის არმიისა და ახლა აქ მოვედიო (ისუ ნავე 5,14) და შეეწია, წარმატებით დაეპყროთ წარმართული ქანაანის ქალაქი იერიქონი. წმინდა მამათა ნაწილი წმინდა მიქაელს აიგივებს იმ საიდუმლო ცეცხლის სვეტთან, რომელიც წინ უძღოდა ისრაელს ეგვიპტიდან ლტოლვისას. მასვე მიაწერენ ესაია წინასწარმეტყველის დროს ისრაელისთვის გარსშემორტყმული უზარმაზარი ასირიული არმიის დამარცხებას.

ძველ დროში მთავარანგელოსი მიქაელი განსაკუთრებულად ებრაელი ერის მფარველი იყო. მაგალითად, მოსე წინასწარმეტყველის სიკვდილის შემდეგ უფალმა დაფარა მისი სამარე, რომ ისრაელის ერი კერპთაყვანისმცემლობაში არ ჩავარდნილიყო. მიუხედავად სატანის ათასნაირი ხლართისა, მთავარანგელოზმა მიქაელმა ისე მოაწყო, რომ "არავინ იცის მისი დაკრძალვის ადგილი" (II სჯ. 44,6). ეშმაკს სურდა, ღვთის ხალხის კერპთაყვანისცემაში ჩასაგდებად გამოეცხადებინა წმინდა მოსეს საფლავის ალაგი, მაგრამ მთავარანგელოზმა უფლის სახელით აუკრძალა მას ამის გაკეთება. ამას ახსენებს მოციქული იუდა თავის ეპისტოლეში: "ხოლო მიქაელ მთავარანგელოზი ოდეს იგი ეშმაკსა მას ეშჯოდა და ეტყოდა მოსეს ხორცთათვის, ვერ იკადრა საშჯელი ძმობისაი მოწევნად მას ზედა, არამედ ჰრქუა: შეგრისხენინ შენ უფალმა" (იუდა 1,9). მაგრამ როცა ისრაელის ერმა არ გაამართლა თავისი მაღალი დანიშნულება, ეკლესიის სწავლებით, მიქაელი გახდა მფარველი ახალი ისრაელისა - ქრისტიანებისა. გვსურს შემოგთავაზოთ ძველი თუ ახალი ამბავი მთავარანგელოზ მიქაელის შუამგომლობისა და მეოხებისა.

სიკვდილის ჟამს. მამა პაისი ათონელი მოგვითხრობს: მე ვიცნობდი ერთ ქალს, რომელიც ბარბაროსულად ეპყრობოდა ქმარსა და დედამთილს. ორივეს სცემდა. თვითონ მეზობლებში ჭორაობდა, მოხუც დედამთილს კი მინდორში სამუშაოდ უშვებდა. საცოდავი ქალი ყოველ დილით ორი საათი უნდებოდა მინდვრამდე მისვლას და საღამომდე თავაუღებლად მუშაობდა. ერთხელ შინ დაბრუნდა, დაქანცული დაეცა იატაკზე და რძალს უთხრა: "მთავარანგელოზი მიქაელი მოვიდა ჩემი სულის წასაყვანად. სისხლი მომწმინდე, შვილო!" "რა სისხლი?" - შიშით შეეკითხა რძალი. "აი, აქედან სისხლი მწვეთავს". რძალმა მის სხეულზე სისხლის ძებნა დაიწყო, მაგრამ ვერსად ნახა, ამ დროს დედაბერმა სული თვისი უფალს ჩააბარა. ამ ამბავმა რძალი გონს მოიყვანა - მძვინვარე მხეციდან კრავად გადაიქცა.

მთავარანგელოზი მიქაელი გამოეცხადა წმინდა ევდოკის (ხსენება 1 მარტს) და უთხრა: მე ვარ მთავარი ღვთის ანგელოზთა, მე მევალება, მონანულ ცოდვილთა სულების მირქმა და ნეტარ ცხოვრებაში შეყვანა. დიდი სიხარულია ზეცაში, როცა ცოდვილი ინანიებს, რამეთუ ღმერთს არ უნდა სიკვდილი მის ხატად შექმნილი კაცის სულისა. ყველა ანგელოზი ხარობს, როცა ხედავს სიმართლით გამშვენებულ კაცის სულს და ესალმება მას როგორც თავის დას.

წყარო. როცა ათონის მთაზე დოქიარის მონასტერი ააშენეს, თავიდან წყალი ჭირდა. იღუმენმა გადაწყვიტა მისი თიხის მილებით გამოყვანა. ეს ძალზე ძვირი ჯდებოდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ. ეს საქმე ბერ თეოდულეს დაავალეს. თეოდულემ ყველაფერი მოამზადა და მეორე დღეს უნდა შესდგომოდა საქმეს, რომ ღამით, ძილში უფლის მთავარანგელოზები მიქაელი და გაბრიელი გამოეცხადნენ და უთხრეს: - თქვენ წყაროს ეძებთ მიწაში, ის კი მონასტრის კედელშიაო. წაიყვანეს მონასტრის სამხრეთდასავლეთით. იქ ერთ ადგილას რკინის დეკილე დასცეს. დილით თეოდულემ მონასტრის ძმებთან ერთად იმ ადგილის გათხრა დაიწყო. მალე წყაროსთვალმა ამოხეთქა. ძალზე წმინდა და კურნების ძალის მქონეა ეს წყარო და XIII საუკუნიდან დღემდე მოედინება.

სასწაული გორგანის მთაზე. იტალიაში, ადრიატიკის ზღვასა და გორგანის მთას შორის ქალაქი სიპონტი მდებარეობდა. იქაური მდიდარი კაცის ფარა ამ მთაზე ბალახობდა. ერთი ჯორი დაიკარგა; ბატონმა ბევრი ძებნის შემდეგ პირუტყვს მღვიმის შესასვლელთან მიაგნო. გაბრაზებულმა შხამიანი ისარი ესროლა, მაგრამ ისარი უკან დაბრუნდა და ჯორის პატრონი დაჭრა. იქვე მყოფი მსახურები შეშინებულები გაიქცნენ. ეს ამბავი მთელ ქალაქს მოედო, მღვიმესთან მიახლოებას ვერავინ ბედავდა. მღვდელმთავარმა ეს ღვთის განგებულებად მიიჩნია და უფალს ევედრა, გაემჟღავნებინა საიდუმლო. იმ ღამეს წმინდა მთავარანგელოზი მიქაელი გამოეცხადა და უთხრა: - ეს ადგილი ჩემთვის ავირჩიე, დავიფარავ და შევეწევი აქ სარწმუნოებითა და ლოცვით მოლტოლვილთო. ამ ხილვის შემდეგ ეპისკოპოსმა მრევლს სამდღიანი მარხვა დაუწესა. მერე კი მღვიმესთან მივიდნენ, შესვლა ვერ შებედეს და მღვიმის ვიწრო შესასვლელთან სავედრებელი ლოცვა აღავლინეს ღვთისა და მთავარანგელოზის მიმართ. შეწევნამაც არ დააყოვნა.

ერთხელ წარმართი ნეაპოლელები შემოერტყნენ ქალაქ სიპონტს. შეშინებულ ხალხს ეპისკოპოსმა უბრძანა, სამი დღე ვილოცოთ და ვიმარხულოთ, მტრის თავდასხმას რომ გადავურჩეთო. წინაღამეს მთავარანგელოზი მიქაელი გამოეცხადა მღვდელმთავარს და უთხრა: უბრძანე ყველა მოქალაქეს, ხვალ, ცისკრისას, შეიარაღდნენ და მტერზე გაილაშქრონ. მე თქვენს დასახმარებლად მოვალო. ცისკარიც დადგა, მტერი შეტევისთვის ემზადებოდა. ამ დროს გორგანის მთა ღრუბელმა დაფარა, ატყდა ელჭექი, გორგანის მთა შეირყა. შეძრწუნებული მტერი გაიქცა, სიპონტელებმა ალაყაფის კარები გააღეს და მტერს ნეაპოლამდე სდიეს, მარტო მეხთა ცემამ მტერს ექვსასი კაცი მოუკლა.

გახარებულნი დაბრუნდნენ შინ სიპონტელები. მადლიერებით ავსებულნი ეპისკოპოსთან ერთად მღვიმისკენ გაეშურნენ. მღვიმის პირას, მარმარილოს ქვაზე ადამიანის ფეხის მომცრო ანაბეჭდი იხილეს. სიხარულით ეამბორნენ მთავარანგელოზის ნაფეხურს. გადაწყვიტეს, იქვე მთავარანგელოზ მიქაელის და სხვა ზეციურ ძალთა პატივსაცემად ეკლესია აეგოთ. მაგრამ ღამით მთავარანგელოზმა მიქაელმა ეპისკოპოსს უთხრა: ნუ ზრუნავთ ტაძრისთვის, უთქვენოდაც მოვამზადე იქ ტაძარი, მხოლოდ მღვიმეში უნდა შეხვიდეთ. ხვალ იქ წირე და აზიარე ხალხი საღმრთო საიდუმლოსო. მართლაც, მღვიმეში მომცრო ტაძარი დახვდათ გამოკვეთილი, ოღონდ არა კაცთა ხელით. წმინდა ტრაპეზზე მეწამული ქსოვილი იყო გადაფარებული. ეპისკოპოსმა წირვა აღავლინა. ამ დროს საკურთხეველში, ჩრდილოეთ მხარეს წმინდა, უგემრიელესმა და ტკბილმა წყალმა დაიწყო დენა, რომლისგანაც შემდგომში მრავალი სასწაული აღესრულა. ეპისკოპოსმა ეკლესიასთან კელია ააშენა, სადაც ღვთისმსახურნი ისვენებდნენ, რომლებიც ყოველდღიურად აღავლენდნენ წირვას ტაძარში.

მანდამადოსის მონასტრის მფარველი. X-XI საუკუნეებში ბიზანტიის იმპერიას სარკინოზი მეკობრეები არ ასვენებდნენ. ეგეოსის ზღვაში გაფანტულ კუნძულებს აწიოკებდნენ, სახლებს წვავდნენ, ხალხი ტყვედ მიჰყავდათ. მტერმა რამდენჯერმე დაარბია ლესბოსის კუნძულიც, მაგრამ დაბა მანდამადოსის უძველეს მონასტერს, რომელიც წმინდა მიქაელ მთავარანგელოზისა და უხორცო ძალთა სახელობისა იყო და ციხესიმაგრეს ჰგავდა, ვერაფერს აკლებდა. ერთხელ სარკინოზები მონასტერთან მიიმალნენ და როცა ბერებმა გალავნის კარები გააღეს, შეიჭრნენ და ცოდვის კალო დაატრიალეს. გადარჩა მხოლოდ მორჩილი გაბრიელი, რომელიც ამ დროს საკურთხეველში იმყოფებოდა და თვალის დახამხამებაში ეკლესიის სახურავზე აცოცდა. მდევარი მიეწია და საცაა, მოკლავდნენ, რომ უცბად მოხდა სასწაული. ტაძრის სახურავი მღელვარე ზღვას მიემსგავსა და იქიდან საშინელი ღრიალით გამოვარდა მრისხანე მეომარი. ხელთ ცეცხლისმტყორცნელი მახვილი ეპყრა და მტერს მივარდა. დამფრთხალმა მტერმა ტაძრიდან ძლივს გაასწრო. მთავარანგელოზის სასწაულით განცვიფრებული გაბრიელი ჩამოვიდა სახურავიდან, დაემხო კანკელის წინ. გონს რომ მოვიდა, თვალი ჰკიდა მთავარანგელოზის ხატს და შეევედრა: მთავარანგელოზო, ევედრე ღმერთს ჩემი ძმების სულების განსვენებისთვის, მე კი შემაძლებინე გამოვსახო შენი საკვირველი ხატებაო. წმინდა მთავარანგელოზის მიერ აღძრულმა გაბრიელმა აიღო ღრუბელი, მოაგროვა მოწყვეტილ მამათა სისხლი, შეურია თეთრ თიხას და მთავარანგელოზ მიქაელის ხატის ძერწვა დაიწყო. ისე სწრაფად დაამთავრა, თითქოს მის ხელებს სხვა ვინმე ამოძრავებსო. ეს ის სახე იყო, რომელიც გაბრიელმა ეკლესიის სახურავზე იხილა.

როცა მონასტერში ეს მოხდა, უახლოეს სოფელს ღრმა ძილით ეძინა, მხოლოდ ერთმა მწყემსმა ბიჭმა მოჰკრა თვალი ნაპირზე ღუზაჩაშვებულ მეკობრეთა გემებს. გაიქცა და სოფლის მამასახლისს, ალექსის აცნობა. მანაც სასწრაფოდ 50 მხედარი შეკრიბა და მონასტერში წამოვიდა. განრისხებულნი მტერს გამოედევნენ. მაგრამ მათ უკვე მისწეოდათ მთავარანგელოზის მარჯვენა. თითოეული მათგანი თხემიდან მუცლამდე მახვილით იყო გაჭრილი. ყველამ ერთად შესწირა მადლობა ღმერთს და მის ანგელოზთა მთავარს.

გემზე დარჩენილი სარკინოზები ააღელვა თავისიანების დაგვიანებამ. მზვერავებმა ნახეს დახოცილები და გადაწყვიტეს, განთიადისას თავს დასხმოდნენ სოფელს. მტრის თავდასხმის წინ მთავარანგელოზი გამოეცხადა ალექსის ვაჟს, სტეფანეს და ტკბილი ხმით უთხრა: ადექი, სტეფანე, გააღვიძე ხალხი, მამაშენი და მოემზადეთ სოფლის დასაცავად. სარკინოზები გიპირებენ თავდასხმას, მაგრამ ნურაფრის შეგეშინდებათ, თქვენთან ვიქნები და დაგიფარავთო. მერე კი მიუთითა მეკობრეთა ადგილსამყოფელი. მეორე დღეს ერთპირად ამოხოცეს მტერი სოფლელებმა.

***
XVIII საუკუნეში ძველი ტაძრის ადგილას ახალი, უფრო დიდი ეკლესია ააშენეს. სისხლით და თიხით შეზელილმა მთავარანგელოზის ხატმა დღემდე მოაღწია. მთავარანგელოზის ხატს შუბლსა და კეფაზე მომლოცველნი მონეტებს ადებენ, რომელიც კვალს ამჩნევს, მაგრამ ეს ანაბეჭდი მერე თავისთავად ქრება. ზოგჯერ მთავარანგელოზს თვალები ცრემლით ევსება და მორწმუნენი ფრთხილად წმენდენ. ზოგჯერ კი მთავარანგელოზს სახეზე ოფლი ასხამს.

***
აღსანიშნავია მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ახალი ტაძრის აშენების ამბავიც. საძირკველი სხვა ადგილას გათხარეს, მაგრამ მუშებმა მეორე დღეს საძირკველი მიწით ამოვსებული დახვდათ, იარაღი კი ძველი ტაძრის ეზოში. ასე განმეორდა რამდენჯერმე, ღამით დაუდარაჯდნენ "დამნაშავეს". შუაღამისას კი დაუჯერებელი რამ მოხდა. ძველი ტაძრიდან კაშკაშა სხივი გამოვარდა, გათხრილი საძირკვლის თავზე გაჩერდა. მცირე ხანს იდგა, მერე კი ძველ ტაძარში დაბრუნდა და გაიფანტა. გაოცდნენ მუშები, მიუახლოვდნენ საძირკველს - მიწით იყო სავსე, სამუშაო იარაღი კი გამქრალიყო. გაეშურნენ ძველი ტაძრისკენ, თენდებოდა და ამ დროს მონასტრის ზარის რეკვა მოისმა. როგორც შემდგომში გაირკვა, მას კაცნი არ რეკავდნენ. იარაღი ისევ ძველი ტაძრის ეზოში ნახეს. ყველა მიხვდა, რომ მთავარანგელოზს სურდა, ახალი ტაძარი ძველის ადგილას აეგოთ. ამაში კი ყველამ მიიღო მონაწილეობა, თვით მუსლიმანმა თურქებმაც კი. სამუშაო სწრაფად წავიდა. მაგრამ მიწურულს ფული გამოელიათ, მუშებს ჯამაგირსაც ვერ უხდიდნენ. შეიკრიბნენ მნეები და ითათბირეს. ვერაფერი გადაწყვიტეს. ერთი მათგანი დასასვენებლად სავარძელში ჩაეშვა. ამ დროს ვიღაც ამოვიდა კიბეზე, შევიდა ოთახში, სადაც სკივრში მცირეოდენი ფული ჰქონდათ შემონახული. მნეს წამოდგომა სურდა, მაგრამ სხეული არ დაემორჩილა. სკივრის სახურავმა ორჯერ დაიჭრიალა, უცნობი გამოვიდა. შავთმიანი ჭაბუკი იყო, ელვასავით მზერა ჰქონდა. გაუღიმა კაცს და უთხრა: - ტაძრის დასამთავრებელი თანხა სკივრში ძევსო და სიბნელეში გაუჩინარდა. წამოხტა მნე. სკივრთან დაკეტილი დახვდა. გახსნა. შიგნით სამრიგად ჩაწყობილი ოქროს დუკატები, ვერცხლის მონეტები და ლირები დახვდა. სიზმარი რომ არ იყო, ამაში დასარწმუნებლად, აიღო რამდენიმე მონეტა და სკივრში ჩაყარა. მათმა წკრიალმა დაარწმუნა წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის მოხდენილ სასწაულში.

"ათას სიკვდილზე საშინელი".
მთავარანგელოზ მიქაელის ერთ-ერთ გამოცხადებაზე მოუთხრო საეკლესიო მწერალს, სერგი ნილუსს, ოპტელმა მამამ, წმინდა იოსებმა 1909 წლის 16 მარტს: - შარშანწინ ჩემთან ახალგაზრდა კაცმა მოინანია, რომ რევოლუციონერებს შორის წილისყრის შემდეგ მეფის მოკვლა მას ერგუნა. "მკვლელობის წინა ღამე ნერვიულობით თეთრად გავათენე. დილით ოდნავ ჩამთვლიმა... ვხედავ, მეფე თავისთვის დგას. უცებ ჩვენს შორის ციდან ელვასავით ჩამოეშვა წმინდა მთავარანგელოზი მიქაელი ცეცხლისმფრქვეველი მახვილით. მის წინაშე შეშინებული დავემხე. გავიღვიძე და თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი იმ ქალაქიდან. ახლა პეტერბურგში ვიმალები. მომაგნებენ და ალბათ მომკლავენ. მაგრამ ათასჯერ სიკვდილი მირჩევნია მთავარანგელოზის გაბრაზებული სახის ნახვას".

გერმანელთა ტყვეობიდან გამოხსნა.
წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის გამოცხადების ამბავს მეორე მსოფლიო ომის დროს მოგვითხრობს სამარის გაზეთი "ხარება". 14 წლის ალიოშა მეგობრებთან ერთად მინდორში მუშაობდა. ბიჭები ფაშისტებმა დააპატიმრეს და გერმანიაში დაუპირეს გაგზავნა. ბიჭმა სხვებთან ერთად გაქცევა მოინდომა, მაგრამ გადაიფიქრა, ვინაიდან ძილში უხილავმა ხმამ უთხრა: "ორნი ვერ გაიქცევით, წადი მარტო!" ბიჭმა გადაწყვიტა, სამუშად წაყვანისას გაქცეულიყო. ასეც მოიქცა, მაგრამ ფეხი დაუსხლტა და ტალახში ჩავარდა. ტყვიას ელოდა. გაახსენდა ბებიის ნათქვამი ლოცვა და წაიჩურჩულა: უფალო, შეგვეწიე, გადაგვარჩინე, უფალო! მცირე ხანს კიდევ იწვა ტალახში, მერე კი უკანმოუხედავად ტყეში შევარდა. ბევრი ირბინა, ღონემიხდილი დაეცა, მიეძინა, ხელის შეხებამ გამოაღვიძა. ვიღაც ჭაბუკი ეჯდა გვერდით: "რას წევხარ? წავედით!" - უთხრა უცნობმა. ალიოშა მორჩილად დაჰყვა. წვრილ ბუჩქნარში შევიდნენ. ნეტავ დანა გვქონდესო, - ინატრა ბიჭმა და უცნობმა ვეებერთელა დანა მისცა, რომელიც უფრო მახვილს ჰგავდა. ამ დანით იშორებდნენ აბეზარ ტოტებს. ბევრი იარეს. ალიოშა თუ იღლებოდა, უცნობიც ჩერდებოდა და მიწაზე მჯდარი უცდიდა. როცა ალიოშასთვის ნაცნობ ტყეში გავიდნენ, ბიჭმა შეამჩნია, რომ უცნობი სადღაც გაქრა. ეძება და ვერსად ნახა, ვერც ის დანა იპოვა. ახლობლების სიხარულსა და გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. ბებიამ ალიოშა მეორე დღეს სამადლობლად ეკლესიაში წაიყვანა და ხატებთან დააყენა, თვითონაც იქვე ლოცულობდა. ბიჭმა შეხედა წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ხატს და გაოცებულმა წამოიძახა: - ბებია, აი, ჩემი მხსნელიო. მთავარანგელოზს ხელთ სწორედ ის მახვილი ეჭირა, რომლითაც ალიოშა უღრან ტყეში გზას მიიკვლევდა.

მთავარანგელოზმა განკურნა. ეს ამბავი აწ განსვენებული პეტერბურგელი დეკანოზის იოანე ბელიაევის ცოლმა მოჰყვა. მამა იოანე თბილი, მოღვაწე, მოსიყვარულე იყო გლახაკებისა და სნეულების მიმართ. უყვარდა მოყვასი საკუთარი თავივით. ახალგაზრდობიდან ტანჯავდა ასთმა. შეტევები გაუხშირდა და ყოველწუთს სიკვდილს ელოდა. ერთხელ, დიდ დღესასწაულზე, მამა იოანე ტაძარში მიდიოდა ღვთისმსახურებაზე. თავი ცუდად იგრძნო. გზად უზარმაზარი ლოდი ეგდო და გონდაკარგული ზედ დაეცა. ამ წუთში თავის წინ მთავარანგელოზი მიქაელი იხილა, რომელმაც უთხრა: "ღმერთი და მოყვასი ასე რომ გიყვარს, ამიტომ უფლისგან შენთვის ჯანმრთელობა გამოვითხოვეო". თავისი მახვილით შეეხო მხარზე და ორგანიზმი ძალებით აუვსო. მამა იოანემ თავი სრულიად ჯანმრთელად იგრძნო და ტაძარში წავიდა. ამის შემდეგ შეტევები გაუქრა და ღრმად მოხუცებული სულ სხვა ავადმყოფობით გარდაიცვალა.

სასწაული ათონის მთაზე. იყო ათონზე ერთი დიდებული და მდიდარი კაცი, სახელად დოქიარი, რომელმაც ბერობა და ათონის მთაზე მონასტრის აშენება მოინდომა. ააგო წმინდა ნიკოლოზის ტაძარი, კელიები, შემოზღუდა გალავნით. მაგრამ ტაძრის გამშვენებისთვის ფული აღარ დარჩა. მოწყალე ღმერთმა აღასრულა მისი სურვილი. ათონის მთის მახლობელ კუნძულ ლუგზე ერთი სვეტი იდგა, რომელზეც ქანდაკება იყო აღმართული. სვეტზე ეწერა, - ვინც ზევით დამარტყამს, ბევრ ფულს იპოვისო. ბევრმა სცადა კერპისთვის თავის გაგდებინება, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ერთმა მწყემსმა ბიჭმა მზის ამოსვლისას, სადაც კერპის ჩრდილი დაეცა, იმ ადგილას მიწა გათხარა და უზარმაზარ ლოდს წააწყდა. ქვაში ნახვრეტი იყო, საიდანაც ოქროს მონეტები მოჩანდა. ბიჭმა ხელი ჩაყო, რამდენიმე ცალი ამოიღო და ისევ მიწა მიაყარა. არავისთვის უთქვამს. ეშინოდა, არ მომკლანო და ათონის მთაზე ახალშექმნილი მონასტრის იღუმენს მოუყვა. იღუმენმა მას სამი ბერი გააყოლა. მათ ქვა გადასწიეს და უამრავი ოქრო იხილეს. მაგრამ ანგარმა ბერებმა ბიჭის მოკვლა გადაწყვიტეს, მოაბეს ქვა და წყალში გადააგდეს. მოწყალე ღმერთის ბრძანებით, მთავარანგელოზმა მიქაელმა წამისყოფაში ბიჭი ზღვის ფსკერიდან ამოიყვანა და ეკლესიის საკურთხეველში დააწვინა. დილით, როცა ღვთისმსახურები შევიდნენ საკურთხეველში, გალუმპული, კისერზე ქვამობმული ბიჭი ნახეს. იღუმენმა დამნაშავე ბერები მონასტრიდან გააძევა. ახალაგებული ტაძარი მიქაელ მთავარანგელოზის სახელზე აკურთხეს, წმინდა ნიკოლოზს კი სხვა ტაძარი აუშენეს. ბიჭის კისერზე მობმული ქვა ეკლესიის კედელში ჩაატანეს, ხოლო თვითონ ის მწყემსი ბიჭი შემდგომში ბერი ბარნაბა შეიქნა, დიდად მოღვაწე გახლდათ. იღუმენის სიკვდილის შემდეგ მის ადგილას იგი აირჩიეს.
ბეჭდვაელფოსტა
03.07. 2017
nino
cmidao mtavarangelozo miqael gevedrebi dacavi da daipare chemi shvili da misi ojaxi yovelgan da yovladve ac da maradis da ukuniti ukunisamde amin
14.12. 2015
Violeta
Dideba ufalo shenda shens wminda angelozta mtavars wminda miqaels.yovel gatenebul dges meweodes sheni mfarveloba.
სხვა სიახლეები
25.07.2022
მთავარანგელოზი გაბრიელი ღვთის საიდუმლოს კეთილი მაცნეა, წმინდა გაბრიელი უდაბნოში გამოეცხადა ფარაონის ხელთაგან გაქცეულ მოსე წინასწარმეტყველს
07.04.2022
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარებიდან მეორე დღეს "წმინდა მთავარანგელოზ გაბრიელის კრებას" აღნიშნავს დედაეკლესია,
21.11.2021
შუაღამეა. ქალაქ სკოპელოსის გალავნის კარები ჩაკეტილია. ცუდი ამბები მოიტანეს - ხუთი თურქული ფრეგატა კუნძულის დასარბევად მოდისო.
21.11.2021
X საუკუნეა. ეგეოსის ზღვაში გაფანტულ კუნძულებს სარკინოზი მეკობრეები აწიოკებდნენ.
21.11.2021
დაახლოებით 490 წელს ადრიატიკის სანაპიროზე მდებარე ქალაქ სიპონტის ეპისკოპოსს, ლავრენტის, გამოეცხადა მთავარანგელოზი მიქაელი
21.11.2021
მთავარანგელოზ ვარაქიელის შესახებაც მხოლოდ წმინდა გარდამოცემითაა ცნობილი.
21.11.2021
მისი სახელი მხოლოდ გადმოცემითაა ცნობილი, წმინდა წერილში მას ვერ ნახავთ.
21.11.2021
მთავარანგელოზი სალათიელი (ლოცვა ღვთისადმი) ეზდრას III წიგნში იხსენიება.
21.11.2021
საეკლესიო გადმოცემით, წმინდა მთავარანგელოზი ურიელი ადამის დაცემის მერე ღმერთმა სამოთხის მცველად დაადგინა.
21.11.2021
წმინდა მაკარი რომაელი წარმოშობით მეფის დიდებულის ვაჟი იყო. მშობლებმა დაქორწინება აიძულეს და ქორწინების ღამეს შინიდან გაიქცა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat