ანგელოზები ხარობენ, როდესაც სინანულში ვართ
ანგელოზები ხარობენ, როდესაც სინანულში ვართ
ეკლესიის სწავლებით, ნათლობის საიდუმლოს დროს უფალი ადამიანს მიუჩენს მფარველ ანგელოზებს, რომლებიც მისი ზეციური მფარველი ხდებიან. ერთია - ზეციური ანგელოზი, რომელიც იცავს ადამიანს, ხოლო მეორეა წმინდანი, რომლის სახელიც ნათლობის დროს ეწოდა მას. წმინდა თეოდორე ედესელი ამბობს: "უფალი თითოეულ ჩვენგანს ორ ანგელოზს ანიჭებს, რომელთაგან ერთი - მფარველი ანგელოზი გვიცავს ყოველგვარი ბოროტებისა და უბედურებისგან, გვეხმარება სიკეთის ქმნაში; მეორე კი - უფლის წმინდა სათნომყოფელი, რომელიც გვშუამდგომლობს მის წინაშე. მისი ლოცვები, როგორც უფრო ღირსეული და სათნო, უფრო მისაღებია ღვთისთვის, ვიდრე ჩვენი ლოცვანი.

ანგელოზები - სიყვარულისა და მშვიდობის მსახურნი ხარობენ, როდესაც სინანულში ვართ და ცდილობენ, აღგვავსონ სულიერი ჭვრეტით და გვეხმარებიან ყოველგვარი სიკეთის ქმნაში".

წმინდანები, რომელთა სახელებსაც ვატარებთ, ჩვენს ანგელოზებად იწოდებიან. მათი ხსენების დღე ჩვენი ანგელოზის დღეა.

ღირსი ამბროსი ოპტელი სულიერ შვილს, ანასტასიას, ანგელოზის დღეს რომ ულოცავდა, სწერდა: "გულითადად გისურვებ, იცხოვრო სახელის შესაბამისად. ნათქვამია, რაც სახელია, ცხოვრებაც იმგვარი იქნებაო. ანასტასია აღდგინებულს, აღდგომილს ნიშნავს. მკვდრეთით აღმდგარი ადამიანები კი არ კვდებიან და აღარც ცოდვები ბატონობენ მათზე. ო, ნეტავ ჩვენც ასე ვიყოთ!"

წმინდა მამები ანგელოზებრივ ცხოვრებას უტოლებენ ბერ-მონაზონთა ცხოვრებას და მოღვაწეობას. "ვინც საკუთარ თავს მიწიერსა და მეგობრებს განაშორებს, მას ღმერთი წმინდა ანგელოზებთან ერთად უახლოვდება".

გვესაუბრება ბოლნელი ეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე):

- მადლობა უფალს, რომ სიმტკიცე ეკლესიისა ისევ ფეხზე დგას და ეკლესია-მონასტრების, ბერ-მონაზვნების და მთლიანად სასულიერო პირთა რაოდენობა დღითიდღე მატულობს. ყველაზე უტყუარი, ჭეშმარიტი შეფასება ერის ძლიერებისა უთუოდ არის ის, თუ რამდენი მონასტერია მოქმედი და რამდენი ადამიანია შემდგარი სასულიერო ღვაწლს და ლოცულობს ქვეყნისთვის.

ბერ-მონაზვნები ღვთისთვის შეწირული ადამიანები არიან. მათ სულით, გულით და მთელი არსებით მიუძღვნეს თავი გამჩენ ღმერთს და ღვთისკენ მიმავალი უმოკლესი გზა აირჩიეს. უფალიც გამოარჩევს ხოლმე რჩეულთა შორის რჩეულს და მას ანგელოზებრივ ცხოვრებას ასწავლის. ბერობა არის ანგელოზებრივი ცხოვრება, ოღონდ სხეულში. ღმერთმა ხომ შექმნა ორი სამყარო - ხილული და უხილავი. სწორედ ამ ხილული სამყაროს გამორჩეული შვილები - ბერები, მონაზვნები ცდილობენ, მიწიერ ყოფაში მიბაძონ იმ უხილავ, ანგელოზებრივ სამყაროს. მართლაც გამორჩეულ, ღვთივგანბრძნობილ წმინდანებს, განდეგილ ბერებს მამები უწოდებდნენ "ზეცისა კაცს და ქვეყანისა ანგელოზს". ისინი ზეცის მოქალაქეები არიან გონებით, სულიერი მოღვაწეობით, მაგრამ, ამავე დროს, არიან "ქვეყანისა ანგელოზნი". ასეთი გამოთქმა არსებობს, მონაზონთა ნათელი ანგელოზები არიან, ხოლო ერისკაცთა ნათელი - ბერები და მონაზვნებიო. ბერმონაზვნობა ფაქტობრივად ანგელოზებრივი ცხოვრებაა და მათი წმინდა ლოცვა შეიძლება მთლიანად ერზეც გადავიდეს. დღეს, როცა ახალგაზრდა ღვთის დახმარებით უარს ამბობს მიწიერ ცხოვრებაზე და სურს, ანგელოზს მიემსგავსოს, ეს სულიერი გმირობის ტოლფასია. წმინდა ანგელოზები მათ ამ საქმიანობაში აძლიერებენ.

უხილავ და ხილულ სამყაროს ღმერთი ანგელოზთა დასის მეშვეობით განაგებს. ანგელოზთა ცხრა დასის თითეულ ანგელოზს თავისი ფუნქცია და დანიშნულება აქვს. უფალი ანგელოზთა ხელით მართავს ამა თუ იმ მიწიერ მოვლენას, სახელმწიფოს, ასევე ადამიანური ყოფის სხვადასხვა საკითხს.

- მეუფე ეფრემ, ნათლობის საიდუმლოს შესრულების შემდეგ ყველა ადამიანს თავისი მფარველი ანგელოზი ენიჭება. როგორ გამოიხატება მათი მფარველობა და წყალობა ადამიანზე?

- ნათლობა პირველი გადადგმული ნაბიჯია ადამიანის სულიერ ცხოვრებაში, რისი წყალობითაც უფლის რჩეული ხდება, ენიჭება სულიწმინდის ბეჭედი და ეწოდება - წრფელი ქრისტესი ანუ ქრისტიანი. შემდეგ ენიჭება მცველად მფარველი ანგელოზი. ის მუდამ თან ახლავს ადამიანს და ცდილობს, გადაარჩინოს, დაეხმაროს ცხონებაში, აპოვნინოს უფალთან მისასვლელი გზა და ბოლომდე მიიყვანოს თავისთან. ოღონდ ეს ყველაფერი ადამიანის ბუნებაზეა დამოკიდებული. მის ნებაში არც უფალი ერევა და არც ანგელოზი. ადამიანი თავად ირჩევს, ანგელოზის ჭეშმარიტ გზას მიჰყვეს თუ ეშმაკისას. იმდენად მძლავრია ბოროტის შემოტევა, მფარველი ანგელოზი რომ არ დაუდგინოს უფალმა ნათელღებულს, ვერ გაექცევა ეშმაკის მახეებს. თუმცა ხორციელი ადამიანები ვერ ვგრძნობთ მის არსებობას. ეს რწმენით უნდა იგრძნო. არის გამონაკლისი შემთხვევები, როცა აშკარად გრძნობ უხილავი ძალის მფარველობას სხვადასხვა ხიფათისგან სასწაულად გადარჩენის შემდეგ. რამდენადაც ფაქიზია ადამიანის სული და თავისუფალი ცოდვებისგან, იმდენად მძაფრად გრძნობს ანგელოზის შემწეობას.

ანგელოზებისა და ადამიანის ურთიერთობა მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება.

ანგელოზთა დასი ჯერ კიდევ ხილული სამყაროს შექმნამდე მოგვევლინა. ყოველივე ღმერთმა შექმნა თავისი მიუწვდომელი სახიერებითა და სიკეთით. მერე, თავისუფალი ნების არასწორი გამოყენებით, ზოგიერთი ანგელოზი გაამპარტავნდა, დაეცა და მოხდა მათ შორის გაყოფა. ისინი ორ ანტისამყაროს ქმნიან. ერთია ნათლის ანგელოზები, მეორე - სიბნელისა - სატანა და მისი მიმდევრები. ამ ორი დასის დაპირისპირების, ბრძოლის ერთ-ერთ ობიექტად ადამიანი და მისი სული იქცა. კეთილი ანგელოზი ადამიანის გადასარჩენად და შვილის მამასთან ანუ უფალთან დასაბრუნებლად იღვწის, ეშმაკი კი ღმერთზე შურის საძიებლად ცდილობს, კაცის სული მამას მოსტაცოს და თავისთან ერთად ჯოჯოხეთის წყვდიადში დაამკვიდროს. კაცმა თავისუფალი ნებით უნდა აირჩიოს გზა ან ანგელოზისკენ, ღვთისკენ, ან კიდევ დაღუპვისა და ეშმაკისკენ. ადამიანის ნება არის დაუზიანებელი, შეუბღალავი და ჩაურეველი. ჭეშმარიტება არასდროს იყო დაფარული. უფალი გვიცხადებს ჭეშმარიტებას თავისი მცნებების საშუალებით, წმინდა წინასწარმეტყველის პირით ან ანგელოზის აშკარად გამოცხადებითაც კი. ყოფილა ასეთი შემთხვევები, რომ ანგელოზი გამოეცხადოს ამა თუ იმ წმინდანს (თუმცა შეიძლება არც იყოს წმინდანი) და აუწყოს რეალური ცხოვრებისეული მოვლენა. ყველაზე დიდი, ნათელი და ჭეშმარიტი გამოცხადება კი თავად იესო ქრისტეს გამოცხადება იყო. უფალს ჩვენს გადასარჩენად არც ანგელოზები მოუვლენია და არც რომელიმე დიდი წინასწარმეტყველი, თავად ინება მოსვლა, რათა ჭეშმარიტება განცხადებულიყო. მაცხოვარი ამბობს: "მე ვარ ჭეშმარიტება, მე ვარ სიცოცხლე". აქედან გამომდინარე, ყოველმა მორწმუნემ, ეკლესიურმა ადამიანმა იცის, სად არის ჭეშმარიტება. სადაც ჭეშმარიტებაა, იქ არის, რა თქმა უნდა, ანგელოზიც, სადაც ანგელოზია, იქ არის ჭეშმარიტება უფლისა.

- როგორ გავარჩიოთ კეთილი ანგელოზი შენიღბული ეშმაკისგან?

- რა თქმა უნდა, არის საცდურიც. ეშმაკსაც აქვს ცრუ სასწაულების მოხდენის და თითქოს ნათლის ანგელოზად გადაქცევის შესაძლებლობა. არაერთი წმინდანის ცხოვრებიდან ვიცით, როგორ მოახერხა ბოროტმა რამდენადმე მაინც ეცდუნებინა ღირსებას და სიწმინდეს მიღწეული ბერები თუ მოღვაწე ადამიანები. ამდენად, ყოველთვის სიფრთხილე და დაფიქრებაა საჭირო. თუკი ადამიანი არ არის თავმდაბალი, უბრალო და მისი მოღვაწეობა დაფუძნებულია ამპარტავნებასა და თვითგანდიდებაზე, ადამიანის სული ვერ იგრძნობს, ვინ დგას მის წინაშე - ცხვრის ტყავში გახვეული მგელი თუ ანგელოზი უფლისა.

ერთი თავმდაბალი და მოღვაწე ბერისა ძალიან შურდა ეშმაკს და ცდილობდა, გადაეცდინა ამ გზიდან. ერთხელ გამოეცხადა ანგელოზის სახით და უთხრა - ღვთისგან მოვედიო. ბერს არც დაუწყია ფიქრი და განსჯა იმისა - ეშმაკი იყო თუ ანგელოზი და გულწრფელად უპასუხა, - მე ცოდვილი ვარ და რა უნდა მაუწყოო. მეორედ გამოეცხადა - ისევ ვერაფერს გახდა. მესამედ რომ გამოეცხადა, უპასუხა, - გეშლება, მესამედ მოხვედი, ჩემნაირ ცოდვილთან როგორ შეიძლება ანგელოზი მოვიდეს. უფალი სხვასთან მიგავლენდა და არა ჩემთანო. ბერის თავმდაბლობით მართლაც გაქრა ეშმაკი და მეტად აღარც გაჰკარებია.

ცდუნებისგან თავდასაცავად აუცილებელია მორჩილება და ლოცვა-კურთხევის აღსრულება. ერთი ბერი მოძღვარმა მონასტერში დატოვა და დაუბარა, - შენი სენაკის ზღურბლს არ გადააბიჯოო და ქალაქში წავიდა. ბერს ცდუნებით გამოეცხადა ბოროტი ანგელოზი. ის კი პასუხობდა, - ვიდრე ჩემი სულიერი მოძღვარი არ მეტყვის, გარეთ არ გამოვალ, გინდ ანგელოზი იყავი და გინდ წმინდანიო. მორჩილება და თავმდამბლობა არის ყველაზე მკვეთრი და უსაფრთხო იარაღი ცდუნებისგან თავის დასაცავად. პავლე მოციქული ბრძანებს: "ვინც გახაროთ და გასწავლოთ განსხვავებული სწავლება, რაც მე გაუწყეთ, თუნდაც ანგელოზი იყოს, შეჩვენებული ჰყავითო". აქედან გამომდინარე, უნდა მივხვდეთ, რომ ეს ცდუნებაა. ადამიანის სული იმდენად ფაქიზია, რომ გრძნობს, ვინ დგას მის წინაშე - ბოროტების თუ მადლის მქონე. რაც არ უნდა იცვალოს სახე ეშმაკმა, ის მადლის მატარებელი ვერ იქნება, სიმშვიდის, სიყვარულის მომფენ მადლს ვერ შეიძენს. ხშირად ასე ამოუცვნიათ კიდეც - სული თრთის, ეშინია და გარბის, ვინაიდან სასტიკი და დამღუპველი დგას მის წინაშე. ხოლო როცა სული მსუბუქდება და ქვეცნობიერად ნეტარებს, ნიშანია იმისა, რომ იქ კეთილისმოქმედი ანგელოზია. ასე რომ, მარტო თვალით და გონებით არ უნდა განვსაჯოთ კეთილი და ბოროტი ანგელოზის მოახლება, შინაგან, სულიერ ხმასაც უნდა ვუგდოთ ყური. ყველაზე რეალური კი ისაა, რომ არ ვენდოთ მას, თუნდაც ანგელოზი იყოს. თუკი საჭიროა და უფალს ნებავს, რაიმე გაუწყოს, მაინც ყველაფერს გაიგებ.

რაც უფრო სცილდება ადამიანი ღმერთსა და ჭეშმარიტებას, მით შორდება ადამიანს. როცა პიროვნება კარგავს მადლს - ეკლესიურ ცხოვრებას, ზიარებას, აღსარებას და სინანულს სცილდება, უფრო ცივდება ადამიანებთან ურთიერთობაც. უფალი სახარებაში სიყვარულის შესახებ ამბობს: შეუძლებელია გძულდეს მოყვასი, მაგრამ გიყვარდე მეო. ასე რომ, ღვთის სიყვარული, გარკვეულწილად, გადის ადამიანის სიყვარულზე. თუ მოყვასი გიყვარს, იმავდროულად ქრისტეც გიყვარს იმ სულით, მადლით, რაც ამ ადამიანშია ჩადებული - ღვთის ხატებად და მსგავსებად. იმიტომაც იკარგება კაცთა შორის ნდობა, რომ ურთიერთსიყვარული ნელდება.

- გარდაცვალების შემდეგ ადამიანს მფარველი ანგელოზი სამუდამოდ შორდება თუ მის სულს იმქვეყნადაც მფარველობს?

- გარდაცვალების შემდეგ ანგელოზი ბოლომდე მიჰყვება ადამიანის სულს, ვიდრე მას უფლის სამსჯავრომდე არ მიიყვანს. მერე უბრუნდება ღვთის განგებულებას და როგორც თავად განაწესებს, ისე იქნება.

ადამიანის სული გადის საზვერეებს. 40 დღეში მოიხილავს ჯოჯოხეთს, სამოთხეს და იქ უკვე თავად უფალთან განირჩევა მისი განვლილი ცხოვრება.

როდესაც მიცვალებულის ცხედარი შინ ასვენია, დაცემული სულები მაშინაც არ შორდებიან და ბოლომდე ცდილობენ მოინადირონ მისი სული. რა თქმა უნდა, მას ანგელოზი იფარავს. ადამიანის სულს ახლობლების, უწმინდესის ლოცვა შეეწევა და აძლიერებს. ეშმაკებს არასდროს ავიწყდებათ ჩვენი ჩადენილი ცოდვები და იმდენად მზაკვრები და ცბიერები არიან, რომ არარსებულ ცოდვებსაც კი მიაწერენ მიცვალებულის სულს. ცდილობენ, დათრგუნონ და თავის ნებას დაუმორჩილონ, მაგრამ ანგელოზი მტკიცე, ცეცხლოვანი მახვილით იფარავს ადამიანის სულს და ანუგეშებს. ღვთის სამსჯავროზე უკვე განისჯება ადამიანის სული. განსაკუთრებით ხარობს მაშინ ადამიანის სული და ის ანგელოზი, რომელმაც მოახერხა მისთვის მინდობილი სულის გადარჩენა და უფალთან მიყვანა. დამწუხრებულია და ტირის ის ანგელოზი, რომელსაც ჩვენი ცოდვების გამო არ მივეცით გამართლების საშუალება, საპირისპიროდ კი ხარობენ ეშმაკები.

მფარველი ანგელოზების მეოხებით, ლოცვით, სულიერი, უხილავი თანადგომით ღმერთმა გადაარჩინოს საქართველო, თითეული ჩვენგანის სული!
ბეჭდვაელფოსტა
04.03. 2015
მეუფე ეფრემის არსებობა სიმშვიდით და დიდი სიამაყით მავსებს!
სხვა სიახლეები
25.07.2022
მთავარანგელოზი გაბრიელი ღვთის საიდუმლოს კეთილი მაცნეა, წმინდა გაბრიელი უდაბნოში გამოეცხადა ფარაონის ხელთაგან გაქცეულ მოსე წინასწარმეტყველს
07.04.2022
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარებიდან მეორე დღეს "წმინდა მთავარანგელოზ გაბრიელის კრებას" აღნიშნავს დედაეკლესია,
21.11.2021
შუაღამეა. ქალაქ სკოპელოსის გალავნის კარები ჩაკეტილია. ცუდი ამბები მოიტანეს - ხუთი თურქული ფრეგატა კუნძულის დასარბევად მოდისო.
21.11.2021
X საუკუნეა. ეგეოსის ზღვაში გაფანტულ კუნძულებს სარკინოზი მეკობრეები აწიოკებდნენ.
21.11.2021
დაახლოებით 490 წელს ადრიატიკის სანაპიროზე მდებარე ქალაქ სიპონტის ეპისკოპოსს, ლავრენტის, გამოეცხადა მთავარანგელოზი მიქაელი
21.11.2021
მთავარანგელოზ ვარაქიელის შესახებაც მხოლოდ წმინდა გარდამოცემითაა ცნობილი.
21.11.2021
მისი სახელი მხოლოდ გადმოცემითაა ცნობილი, წმინდა წერილში მას ვერ ნახავთ.
21.11.2021
მთავარანგელოზი სალათიელი (ლოცვა ღვთისადმი) ეზდრას III წიგნში იხსენიება.
21.11.2021
საეკლესიო გადმოცემით, წმინდა მთავარანგელოზი ურიელი ადამის დაცემის მერე ღმერთმა სამოთხის მცველად დაადგინა.
21.11.2021
წმინდა მაკარი რომაელი წარმოშობით მეფის დიდებულის ვაჟი იყო. მშობლებმა დაქორწინება აიძულეს და ქორწინების ღამეს შინიდან გაიქცა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat