ანგელოზი ზემოდან დაჰყურებდა ჩემს ტანჯვას
ანგელოზი ზემოდან დაჰყურებდა ჩემს ტანჯვას
სერგი ნილუსი გვიყვება:
"ანგელოზნი მათნი ცათა შინა მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა შინა" (მათე 18,10) - ამბობს უფალი. ღმერთს იხილავენ მხოლოდ გულით წმინდა ადამიანები, მათ შეუძლიათ ანგელოზთა ხილვაც და ღვთის სასუფევლის საიდუმლოს შეტყობაც. ბავშვებისა და უვნებო, ღირსეულ დიდ მოღვაწეთა გარდა სხვა ვინ შეიძლება იყოს გულით წმინდა იმდენად, რომ ღირსი შეიქმნეს ღვთისა და მის ანგელოზთა ხილვისა?

მე ვიცნობდი ერთ ქალს, რომელიც ყრმობაში თავისი მფარველი ანგელოზის ხილვის ღირსი შეიქნა. მისი თქმით, ის სიზმარში უნახავს. მაგრამ ბავშვისთვის ცხადი და სიზმარი განა ერთი არ არის? სად მთავრდება ერთი და იწყება მეორე? განა ჩვენი ცხოვრებაც სიზმარი არ არის მომავალი აღთქმული მარადისობისთვის?

- მაშინ შვიდი წლისა ვიყავი, - მიყვებოდა ეს ქალი, - მიყვარდა ცაში ვარსკვლავების ყურება. წარმოვიდგენდი იქ მყოფ ანგელოზებს და ვესაუბრებოდი. მეოცნებე ბავშვი ვიყავი, მაგრამ ამქვეყნიური ოცნებებით და სურვილებით ვცხოვრობდი. ძილში ხშირად ვხედავდი ანგელოზებს. ყველა სიზმარი დამავიწყდა, ერთის გარდა. ის ისე ჩამრჩა მეხსიერებაში, რომ დარწმუნებით ვერ გეტყვით, ცხადი იყო თუ სიზმარი... ვხედავ, სახლის გვერდით მდებარე ბაღში დავრბივარ. თეთრი ვარდნარიდან გამოვიდა მაღალი, ტანადი, თეთრფრთებიანი, სპეტაკი სამოსლით მოსილი ანგელოზი, ისეთი, წმინდა ხატებზე რომ გამოსახავენ. გახარებული მივაჩერდი. მან ხელი მომკიდა და სახლისკენ წამიყვანა. ხელზე დავხედე - დედაჩემის ნიშნობის ბეჭედი ეკეთა. ამ ბეჭედს დედა არასოდეს იშორებდა. ანგელოზს ვკითხე: ეს ხომ ჩემი დედიკოსია-მეთქი. მიპასუხა: მე მისი მფარველი ანგელოზი ვარ. მის წასაყვანად მივდივარო. მივხვდი, ანგელოზს დედა სამუდამოდ უნდა წაეყვანა და ტირილით შევევედრე: - არ წაიყვანო ჩემი დედიკო, დამიტოვე ჩემი დედიკო-მეთქი. ჩემს ტირილზე ანგელოზი შეჩერდა და ზეცას შეხედა, თითქოს ლოცვით ღმერთს მიმართავდა. მერე კი სახლისკენ გააგრძელა გზა. მე ტირილით და თხოვნა-ვედრებით უკან მივყვებოდი.

ავედით კიბეზე და სამოახლოში შევედით. იქ მდგარ გრძელ მაგიდასთან ჩვენი ყმა გოგონები მუშაობდნენ. სამოახლოს იქით ერთი ოთახი იყო, იმის მერე კი ჩემი მშობლების საძინებელი. გულმა მიგრძნო, თუ ანგელოზი სამოახლოს ზღურბლს გადააბიჯებდა და საძინებელში შევიდოდა, დედას სამუდამოდ დავკარგავდი... სასოწარკვეთილი ქვითინით ჩამოვეკიდე სამოსზე და შევევედრე, დედა არ წაერთმია.

სამოახლოს მაგიდაზე ოქროსფერ სირმაშემოვლებული თეთრი გადასაფარებელი იდო. ასეთ ტილოებს მიცვალებულებს აფარებენ ხოლმე.

ჩემს ქვითინზე ანგელოზი ისევ შეჩერდა, ზეცას მიაპყრო მზერა. ცოტა ხანს მდუმარედ იდგა, შემდეგ მაგიდიდან გადასაფარებელი აიღო და მითხრა: - ღმერთს შევევედრე და დავითანხმე. მან დაგიტოვა შენი დედიკო. ეს კი შენ, - მან გადასაფარებელზე მიმითითა, - ზეციური დედოფლისგან საფარველადო!

გამეღვიძა და ჩემი სიზმარი ძიძას მოვუყევი. ამ დროს დედა მძიმედ იყო ავად. როგორც შემდგომში შევიტყვე, ვიღაც ცუდ ბებიაქალს უმშობიარებია, სისხლდენა ასტეხია და სიკვდილის პირას იდგა. ქალაქელმა ექიმმა განაცხადა, მდგომარეობა უიმედოაო. ჩემი სიზმრის შემდეგ თანდათან გამოჯანმრთელდა.

გავიდა დრო, გავთხოვდი. შემეძინა ქალიშვილი და სამი თვის მერე დედა გარდამეცვალა. მან სიკვდილის წინ მითხრა: - რატომ გამომითხოვე მაშინ ღვთისაგან, მე ხომ უფრო სუფთა ვიყავიო.

იღუმენი თეოდოსი (პოპოვი) მოგვითხრობს ყრმობისდროინდელ ამბავს. მაშინ ის 8 წლის იყო.

"იმ დროს ბიძაშვილისგან ერთი ცოდვა ვისწავლე და მივეჩვიე. და აი, მაშინ ვნახე საშინელი სიზმარი: თითქოს მოვკვდი. მიწაზე მდებარე ჩემს უსიცოცხლო სხეულს განცვიფრებული დავყურებ. დავინახე ორი ანგელოზი. თითქოს ერთი ჩემი მფარველი იყო, მეორე კი მისი უფროსი. უფროსმა ანგელოზმა უთხრა ჩემს მფარველს, - რაღას უდგახარო. ანგელოზმა მომკიდა ხელი და ზევით აყვანა დამიპირა. უფროსმა გააჩერა: სად მიგყავს, მაგას სხვა გზა აქვს. მაგის ადგილი იქ არისო და ქვემოთ მიუთითა. იქით გავიხედე - ცეცხლის ზღვაში უამრავი ადამიანი ფუთფუთებდა. ენით ვერ აღწერ იმ საშინელ სანახაობას. უფროსმა ანგელოზმა მიუთითა: იქაა მაგის ადგილიო. გავხედე და ვიხილე მწვანე და ლურჯი ცეცხლის ალები. სწორედ აქ ჩამომაგდო ჩემმა მფარველმა ანგელოზმა... ახლაც მზარავს ამის გახსენება - ვერაფერს შევადარებდი იმ საშინელებას და იმ მწველ ტკივილს, რასაც განვიცდიდი. ვყვიროდი აუტანელი ტკივილით შეწუხებული. ანგელოზი ზემოდან დაჰყურებდა ჩემს ტანჯვას. უფროსი შეეკითხა, - რას უცდიო. მან მიუგო: - ძალიან მეცოდება, მპირდება, აღარ შევცოდავო. უფროსი ანგელოზი შეეკამათა: - ის ხომ ამ დაპირებას არ შეასრულებსო...

ღმერთო, როგორ ვყვიროდი, მოვთქვამდი და ვარწმუნებდი მათ - აღარ შევცოდავ, ოღონდ ამომიყვანეთ ამ ცეცხლიდან-მეთქი.

ამ დროს მფარველმა ანგელოზმა ცეცხლიდან ამომათრია. უფროსმა ანგელოზმა ჰკითხა: - დაუდგები თავდებად? მფარველმა ანგელოზმა მკითხა: მპირდები, რომ აღარ ჩაიდენ იმ ცოდვას? - გპირდები, გპირდები, - ვუპასუხე შეშინებულმა. მაშინ მფარველმა ანგელოზმა შემომატრიალა და კეფაზე ისეთი წამომარტყა, გაღვიძებულს სამი დღე მტკიოდა.

ამის მერე თავი ვანებე იმ სამარცხვინო ცოდვას".
ბეჭდვაელფოსტა
06.06. 2015
სანდრო
იღუმენი თეოდოსის ისტორია,ბევრი სხვა და მრავალი წყაროც არის,რომელიც მე მაქვს წაკითხული,სასულიერო პირები და ერთი საერო პირიც ზუსტდ ანალოგიურა ყვება.რომელია სანდო და პირველი წყარო? იმედია ამ კომენტარს მაინც გქმოაქვეყნებთ
სხვა სიახლეები
25.07.2022
მთავარანგელოზი გაბრიელი ღვთის საიდუმლოს კეთილი მაცნეა, წმინდა გაბრიელი უდაბნოში გამოეცხადა ფარაონის ხელთაგან გაქცეულ მოსე წინასწარმეტყველს
07.04.2022
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარებიდან მეორე დღეს "წმინდა მთავარანგელოზ გაბრიელის კრებას" აღნიშნავს დედაეკლესია,
21.11.2021
შუაღამეა. ქალაქ სკოპელოსის გალავნის კარები ჩაკეტილია. ცუდი ამბები მოიტანეს - ხუთი თურქული ფრეგატა კუნძულის დასარბევად მოდისო.
21.11.2021
X საუკუნეა. ეგეოსის ზღვაში გაფანტულ კუნძულებს სარკინოზი მეკობრეები აწიოკებდნენ.
21.11.2021
დაახლოებით 490 წელს ადრიატიკის სანაპიროზე მდებარე ქალაქ სიპონტის ეპისკოპოსს, ლავრენტის, გამოეცხადა მთავარანგელოზი მიქაელი
21.11.2021
მთავარანგელოზ ვარაქიელის შესახებაც მხოლოდ წმინდა გარდამოცემითაა ცნობილი.
21.11.2021
მისი სახელი მხოლოდ გადმოცემითაა ცნობილი, წმინდა წერილში მას ვერ ნახავთ.
21.11.2021
მთავარანგელოზი სალათიელი (ლოცვა ღვთისადმი) ეზდრას III წიგნში იხსენიება.
21.11.2021
საეკლესიო გადმოცემით, წმინდა მთავარანგელოზი ურიელი ადამის დაცემის მერე ღმერთმა სამოთხის მცველად დაადგინა.
21.11.2021
წმინდა მაკარი რომაელი წარმოშობით მეფის დიდებულის ვაჟი იყო. მშობლებმა დაქორწინება აიძულეს და ქორწინების ღამეს შინიდან გაიქცა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat