ანგელოზები
ანგელოზები
ათასი კეთილი ანგელოზის ხილვას სჯობს, ადამიანმა თავისი ცოდვილი სული დაინახოს, შეინანოს და ანგელოზთა მსგავსი გახდეს
თვალით აღვიქვამთ სამყაროს მრავალფეროვნებას, სულიერსა თუ უსულოს, ცოცხალსა და არაცოცხალს, მაგრამ ყოველივე ნივთიერს. ამ ნივთიერის მიღმა კი უხილავი სამყაროა, ხორციელი თვალისთვის შეუმჩნეველი. უფლის დაშვებით ამქვეყნიური ცხოვრებისას სიწმინდით გამორჩეულ ზოგიერთ ადამიანს ახელია სულიერი თვალი და ზეცას ამავალი და იქიდან ჩამომავალი ანგელოზები უხილავს.

შემოქმედის სიყვარულით გულანთებული ანგელოზები მხოლოდ უფლისას ჭვრეტენ და აღასრულებენ, დაცემული ანგელოზები ანუ ეშმაკები კი ადამიანთა სულების დასაღუპად იღვწიან, რათა ამით დაამწუხრონ მამა ყოვლისამპყრობელი. ვისას ავირჩევთ და საით წავალთ, ეს ჩვენს თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული, უფალი ჩვენს ყველა კეთილ განზრახვას შეიწირავს და მის აღსრულებაშიც შეგვეწევა.

გვესაუბრება ნუცუბიძის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძრის წინამძღვარი მღვდელი დავით ჭანტურია.

- ბიბლიაში ანგელოზთა შექმნაზე არ არის მითითება, მათზე დაწვრილებით მხოლოდ მამათა სწავლებებიდანაა ცნობილი, რადგანაც უფალი ანგელოზების ცხოვრებას კი არ გვასწავლის, არამედ ჩვენს ცხოვრებას. ბიბლიაში ანგელოზი მხოლოდ ადამიანთან მიმართებაში ჩნდება - ან ეხმარება მას, აუწყებს ღვთის ნებას, ან ეშმაკი, დაცემული ანგელოზი აცდუნებს მას.

ანგელოზებზე ვერ ვისაუბრებთ, თუ არ გადავხედავთ წმინდა იოანე დამასკელის ნაშრომს "მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა", სადაც საუბარია სამყაროს შექმნაზე. "რადგანაც კეთილმა და ზნეკეთილმა ღმერთმა არ იკმარა თავისი თავის ჭვრეტა, არამედ სიკეთის სიჭარბის გამო ისათნოვა იმგვართა შექმნა, რომლებიც მიმღებელნი იქნებოდნენ მისი ქველმოქმედებისა და წილმქონენი - მისი სიკეთისა, არარსებობიდან არსებობაში შემოიყვანა და შექმნა ყოვლიერება, ხილულიც და უხილავიც, აგრეთვე, ხილულისა და უხილავისაგან შემდგარი ადამიანი"... ბუნებრივია, აქვე გვახსენდება ბიბლიის სიტყვები, "შექმნათა" დასაწყისი - დასაბამად შექმნა ღმერთმა ცანი და ქვეყანა. "ცანში" სწორედ ანგელოზთა შექმნა იგულისხმება ანუ სამყარო შეიქმნა ღვთის განგებულებით, რათა ხილულსა და უხილავ სამყაროს ედიდებინა უფლის სიდიადე და დამტკბარიყო ამით.

- რამდენად სჭირდებოდა უფალს ადამიანთაგან (თუნდაც ანგელოზთაგან) დიდება?

- ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, სხვა ფილოსოფიური თეორიებიც განვიხილოთ, მაგალითად, ემანაციის თეორია, რომლის საკითხი ჯერ კიდევ პლატონმა წამოჭრა. მან თქვა, რომ შეუძლებელია მრავალ ღმერთს შეექმნა სამყარო, სამყაროს ჰყავს ერთი შემოქმედი ანუ დემიურგი, რომელიც იმდენად აღივსო საკუთარი სიდიადით, რომ მოხდა ემანაცია, ანუ გადმოღვრა, რაც სამყაროს შექმნაში გამოიხატა. ეს თეორია არ მეტყველებს ღმერთის ყოვლადძლიერებაზე, რადგან მან ვერ შეძლო საკუთარ თავში დატევა. მართლმადიდებლური მსოფლმხედველობით კი ღმერთმა სამყარო შექმნა არა იძულებით, არამედ ინება შეექმნა ისეთი არსება, რომელიც შეიცნობდა მას და დატკბებოდა მისი პირის ხილვით. ასე ნეტარებენ ანგელოზები, წმინდანები და ასევე ის ადამიანები, რომლებიც სწორი ეკლესიური ცხოვრებით, უფლის ჭვრეტის გზით თანდათანობით მიდიან განწმენდისაკენ, განღმრთობისაკენ ანუ იმისკენ, რისთვისაც ღმერთმა შექმნა ადამიანი.

თუმცა ბასილი დიდი ამბობს, რომ მიწაზე ყოფნის ნეტარება ისევე განსხვავდება ზეციური ნეტარებისაგან, როგორც მთვარიანი ღამე მზიანი დღისაგან. მაგრამ ნეტარების ელემენტი აქაც არის, რადგანაც სასუფევლის ძიება და ქრისტესთან ყოფნა ჩვენში იწყება. ერთ მოძღვარს ჰკითხეს, ადამიანს ღმერთის სწამს და ღმერთს ვიღასი სჯერაო. ადამიანისო. ადამიანი ღმერთის გვერდით ყოფნით და ჭვრეტით ხარობს, უფალი კი ადამიანის სწორი ქმედებით, როცა ის ღმერთის ძიებაშია. ასე რომ, უფლის დიდება ისევ და ისევ ადამიანს სჭირდება.

- რა თვისებები ახასიათებთ ანგელოზებს?

- ისევ იოანე დამასკელს დავესესხოთ - უფალმა შემოიყვანა ანგელოზები "არარსებობიდან არსებობაში და საკუთარი ხატისაებრ უსხეულო ბუნებად შექმნა ისინი, როგორც რამ სული ან უნივთო ცეცხლი". დავით მეფსალმუნე ამბობს: უფალმა "შექმნა ანგელოზნი თვისნი სულად და თავის მსახურები ცეცხლის ალად", გამოგვისახავს რა ამით მათ სიმსუბუქეს, ცეცხლოვანებას, სიმხურვალეს, უმახვილესობასა და მგზნებარებას საღვთო მისწრაფებასა და მსახურებაში, აგრეთვე მათ ზესწრაფულობასა და ყოველგვარი მიწიერი აზრისაგან განშორებულობას. ანგელოზი არის არსება გონისმიერი, მარადმოძრავი, თვითუფლებრივი, უსხეულო, ღვთისადმი მომსახურე (მადლით უკვდავების მიმღები), რომლის არსების სახე და საზღვარი მხოლოდ შემოქმედმა უწყის.

ანგელოზი არის მოაზროვნე ბუნება, თვითუფლებრივი, განზრახულების მიხედვით ცვალებადი ანუ ნებით ცვალებადი... უკვდავი, მაგრამ არა თავისი ბუნებით, არამედ მადლით.

ანგელოზები არიან სულები, ამასთანავე ისინი არიან გარეშემოწერილნი - როდესაც ცაში არიან, არ იმყოფებიან მიწაზე, ხოლო ღვთის მიერ მიწაზე მოვლენილნი არ იმყოფებიან ცაში, თუმცა არ იზღუდებიან მიწიერი ზღუდეებით, მაგალითად, კედლებით და ა.შ.

KARIBCHE- ანუ შემოსაზღვრულები არიან?

- დიახ, მაგრამ ეს მხოლოდ ღმერთთან მიმართებაში, რომელზეც იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს: ღმერთი სული არს. ანგელოზებს გარკვეული სხეულებრივი მდგომარეობა გააჩნიათ. ანგელოზებს განწმენდილობა აქვთ, მაგრამ არა არსების შიგნიდან, არამედ არსების გარედან სულიწმიდისაგან აქვთ ეს მიმადლებული. ისინი წინასწარმეტყველებენ საღვთო მადლის მიერ, არ საჭიროებენ ქორწინებას, რადგან არ არიან მოკვდავნი.

ყველა მამა აღიარებს, რომ ანგელოზები ადამიანის შექმნის უწინარესნი არიან, რადგან პირველად გონისმიერი არსების შექმნა იყო შესაფერისი და მერმე გრძნობადისა, ხოლო შემდეგ ორივე მათგანისაგან თვით ადამიანისა, რომელიც შეიცავს როგორც გონებისმიერს, ასევე გრძნობადს.

- გარდა ამისა, რა განსხვავებაა და რა მსგავსება ანგელოზსა და ადამიანს შორის, გააჩნია თუ არა ადამიანს რაიმე უპირატესობა მასთან შედარებით?

- ადამიანი არის სამყაროს ცენტრი, იგი ქმნილებათა გვირგვინად იწოდება. მაშინაც კი, როცა უმაღლესი მთავარანგელოზნი, ქერუბიმნი, სერაფიმნი შექმნა უფალმა, სიტყვით შექმნა ისინი, შემდეგ ასევე შეიქმნა ხილული სამყაროც. ხოლო ბჭობა სამებას მხოლოდ ადამიანის შექმნაზე ჰქონდა, ანუ ადამიანი შეიქმნა ღვთის ხატად და მსგავსად.

ადამიანისგან განსხვავებით, ანგელოზს არ შეუძლია, ვერ ხედავდეს, ის სულია და ყველაფერს ხედავს, თავისი გონების შესაბამისად წყვეტს. თუ კეთილია ანგელოზი - კეთილად ჭვრეტს, თუ ბოროტი - ბოროტად.

ანგელოზს კიდევ ერთი უპირატესობა აქვს - მას ხორცი არ ამძიმებს.

ადამიანს გააჩნია ის უპირატესობა, რომ ღმერთი ადამიანი გახდა და არა ანგელოზი, ღმერთი განკაცდა, კაცად იქცა ცოდვის გარეშე, ადამიანური ბუნება მიიღო, ამაღლდა და ამ ადამიანური ბუნებით მამის მარჯვენით დაჯდა, ადამიანი გახდა სამყაროს მმართველი. აქვე აღვნიშნოთ, რომ ღვთისმშობელი უზესთაესია უმაღლეს ანგელოზთა დასზე.

ასევე მნიშვნელოვანი განსხვავება ადამიანსა და ანგელოზს შორის ისაა, რომ ადამიანი ეცემა და დგება, ანგელოზი კი ვერ დგება. იმავე წიგნში დაცემული ანგელოზების შესახებ წერია, რომ რაც არის ადამიანისთვის სიკვდილი, იგივეა ანგელოზებისთვის დაცემა, რადგანაც დაცემის შემდეგ არ არის მათთვის სინანული, ისევე როგორც არც ადამიანებისთვის - სიკვდილის შემდეგ.

რომ დავაკონკრეტოთ, ანგელოზებს იმიტომ არა აქვთ სინანულის საშუალება და, შეიძლება ითქვას, სურვილიც, რომ ისინი თავიანთი გონებით წყვეტენ ამა თუ იმ საკითხს, ანუ ანგელოზი გარედან არ შემცდარა, ვიღაცას არ შეუცდენია, როგორც ადამიანი. ადამიანი შეაცდინეს, ამიტომაც ნანობს. ანგელოზის ბუნებაში წარმოიშვა ცოდვა, მან გადაწყვიტა და ამ გადაწყვეტილებას საკუთარი სურვილით დაემორჩილა, რითაც გახდა ბოროტი ანგელოზი ანუ ეშმაკი.

- ანგელოზები მხოლოდ უფლის ნებას აღასრულებენ თუ დამოუკიდებლადაც მოქმედებენ?

- დამოუკიდებელი მოქმედება ანგელოზებისა არის ის, რომ ისინი უფლის ნებას აღასრულებენ. უფალი არის სიკეთე და ანგელოზების ნებელობაც კეთილია, მათი და უფლის განზრახვა და ნება ეთანადება ერთმანეთს. ამიტომ საღვთო ბრძანებულებისადმი მორჩილნი არიან. კეთილი ანგელოზი ჭვრეტს ღმერთს, სიკეთეს და კეთილს აღასრულებს.

- ვინ არიან დაცემული ანგელოზები, აქვთ თუ არა მათ რაიმე უფლება ადამიანზე?

- ღვთისგან სინათლე შეიქმნა და შეიქმნა როგორც კეთილი, მაგრამ "თვითუფლებრივი ნებით სიბნელე გახდა იგი, რომელთან ერთად გამოცალკევდა აგრეთვე და მასთან თანადაეცა მისდამი დაქვემდებარებულ ანგელოზთა უსასრულო სიმრავლე".

დაცემული ანგელოზები, იყვნენ რა იმავე ანგელოზთა ბუნებისა, ბოროტნი გახდნენ, რადგან საკუთარი ნებით არჩევანი კეთილისაგან ბოროტისაკენ მიდრიკეს. ამიტომ არავის წინააღმდეგ არა აქვთ მათ უფლებამოსილება ან ძალა, თუ ღვთისგან არ მიეცემათ ნება, როგორც, მაგალითად, იობთან დაკავშირებით.

ადამიანზე არავითარი უფლება არა აქვს არც დაცემულ, არც დაუცემელ ანუ მფარველ ანგელოზს და არც თვით ღმერთს, მათ ამ უფლებას ადამიანი აძლევს. ადამიანი შეიქმნა წმინდა სამების ნებით, მაგრამ ადამიანის გამოხსნა, მისთვის მინიჭებული თავისუფალი ნების გამო, მხოლოდ ღვთის ნებით შეუძლებელია, თუ მას არ დაემატა ადამიანის ნება.

- მხატვრულ თუ მულტიპლიკაციურ ფილმებში შევხვედრივართ სიუჟეტს, სადაც მფარველი ანგელოზი და დაცემული ანგელოზი ერთმანეთს ერკინებიან. შეესაბამება თუ არა სიმართლეს სცენარის ავტორთა ამგვარი ხედვა, ამ შემთხვევაში სად არის ადამიანის თავისუფალი ნება?

- კეთილ და ბოროტ ანგელოზებს შორის შერკინება მხოლოდ ერთხელ მოხდა, როდესაც დაეცა ერთ-ერთი მთავარანგელოზი მთიები (ასე ერქვა სატანას დაცემამდე), ანგელოზებს შორის გაიმართა ბრძოლა, რომელშიც ღვთის განგებულებითა და ნებით გაიმარჯვა ნათელი ანგელოზების დასმა მთავარანგელოზ მიქაელის წინამძღოლობით. ამბოხებული ანგელოზები გადმოყარეს ზეციდან, ამის შემდეგ მათი შერკინება მხოლოდ ადამიანთა გონებასა და გულში ხდება, როცა ისინი კეთილ და ბოროტ აზრებს მოუვლენენ მათ. სად არის ადამიანის თავისუფალი ნება? ადამიანის თავისუფალი ნება არჩევანშია. თუმცა ვხედავთ, რომ უფლისაგან მინიჭებულმა თავისუფალმა ნებამ გამოიწვია უამრავი სისხლისღვრა, დაპირისპირება და უბედურება. ეს ადამის დაცემის გამო მოხდა. თავის მხრივ, მისი დაცემაც თავისუფლებამ გამოიწვია, მაგრამ რომ არ ჰქონოდა თავისუფალი ნება, მაშინ ღვთის ხატი არ იქნებოდა. ღმერთი თვითონ არის არსში თავისუფალი. ხოლო ჩვენ თუ ეს ვერ გამოვიყენეთ სწორად, არ ნიშნავს, რომ მას თავისუფლება არ უნდა მოენიჭებინა ჩვენთვის. დააკვირდით ბიბლიურ თხრობას - ღმერთი ყოველდღე ეცხადებოდა და ესაუბრებოდა ადამს. განა არ შეეძლო, როდესაც მიიღო ევამ აკრძალული ხილი და მიართვა ადამს, გამოსცხადებოდა მას და არ დაერთო ნება მისი მიღებისა? მაგრამ მაშინ ადამიანი გახდებოდა მონა, რადგან დაკარგავდა თავისუფალ არჩევანს, მას აღარ ექნებოდა მთავარი - ღვთის ხატება და მსგავსება.

დაცემით მან დაკარგა სამოთხე, მაგრამ საბოლოოდ არ დაუკარგავს თავისუფალი ნება, რითაც დღესაც ირჩევს სამოთხეს ან ჯოჯოხეთს.

როგორც სახარებაში წერია, სადაც არის შენი საუნჯე, იქვეა შენი გული. ხშირად ადამიანებს აინტერესებთ, სულიერად რა მდგომარეობაში იმყოფებიან. ამის მაგალითად, კარგი იქნება, გვეთქვა ასეთი რამ: როდესაც ლოცვაზე ვდგავართ, დავაკვირდეთ, სად იმყოფება ჩვენი გონება. ხშირად ის იქ დადის, სადაც ჩვენი ინტერესებია. სადაც ჩვენი ინტერესებია, იქაა ჩვენი საუნჯეც. სადღაც გარეთ ეძებს ადამიანი ხსნას, ჰგონია, რომ მფარველი ანგელოზი, რომელიც გვერდით უდგას, მის ნაცვლად შეებრძოლება ბოროტს, თვითონ კი მონაწილეობაც აღარ უნდა ამ პროცესში. სინამდვილეში თვით არის ამ ბრძოლის არეალი.

ადამიანზე ზემოქმედება მხოლოდ აზრებით შეიძლება. ბოროტი ანგელოზი მასზე გავლენას ახდენს ბოროტი აზრების მეშვეობით, ცრუ აზრებია მისი ისრები, მისი მახე და ყოველგვარი საშუალება. კეთილი აზრების მეშვეობით კი ადამიანზე კეთილი ანგელოზი მოქმედებს. ადამიანს შეუძლია მიიღოს ან არ მიიღოს ესა თუ ის აზრი. დოსტოევსკის აქვს ნათქვამი - ღმერთი და ეშმაკი იბრძვიან და მათი ბრძოლის ველი ადამიანის გულიაო. ვისაც უთმობს ადამიანი, ის იმარჯვებს.

- როგორ უნდა გავმიჯნოთ, რა არის ბოროტისაგან და რა - კეთილისაგან?

- ეს უნდა მოხდეს სახარების მეშვეობით. ჩვენს გონებაში უნდა ვამოწმებდეთ, იესო ქრისტეს სწავლებით რა არის კეთილი და რა - ბოროტი.

- ხომ შეიძლება მფარველმა ანგელოზმა სიზმრითაც გვამხილოს ან გაგვაფრთხილოს?

- შეიძლება. ცნობილია, რომ სიზმარი სამი სახისაა: კეთილისაგან, ბოროტისაგან და პირადული. უკანასკნელზე ორიოდე სიტყვით ვიტყვი, რომ იგი ძირითადად უკავშირდება იმ საქმეს, რასაც ადამიანი ხშირად აკეთებს. სხვანაირად მას ანატომიურ სიზმარსაც უწოდებენ. სიზმართან მიმართებაში მთავარია მას არ ვენდოთ, არ ვენდოთ მის ახსნას, რადგანაც ადვილი შესაძლებელია, სიზმარში ბოროტი კეთილად მოგვეჩვენოს და შევცდეთ, ხოლო მისი ჩვენეული ახსნით დავიმახინჯოთ ცნობიერება.

- გარდა კეთილი აზრების მოწოდებისა, როგორია მფარველი ანგელოზის შემწეობა?

- მფარველი ანგელოზი ადამიანს ყოველთვის ეხმარება. მახსენდება ილია მართლის "ყოველდღე შენს თავს ჰკითხო: აბა დღეს მე ვის რა ვარგე?" ანგელოზს გააჩნია ცხოვრების წიგნი, რომელშიც იწერს იმ კეთილ საქმეებს, რომლებიც ადამიანს აღუსრულებია. აღსარების დროს ვამბობთ - განხეთქენ ცოდვათა ჩემთა ხელითწერილნი. ამ ლოცვით ვევედრებით ღმერთს, რომ თავისი კაცთმოყვარებით, ჩვენი აღსარებით, ჩვენი სინანულით მოგვიტევოს, რაც ეშმაკმა ჩაიწერა ცოდვით ხელითწერილში - თავის წიგნში. ანგელოზს აქვს ის, რასაც ადამიანი უფლის ნებითა და დაშვებით თავისი კეთილი არჩევანით აკეთებს ღვთის სადიდებლად. ასე რომ, ანგელოზი ადამიანს ყოველთვის თან ახლავს.

დიდი ღვთივგანბრძნობილი მამები ხედავდნენ კიდეც ანგელოზებს, გვინახავს დავით გარეჯელის ხატი, სადაც დავითის გვერდით მასთან მოსაუბრე ანგელოზია გამოსახული. თურმე ადამიანებს უკვირდათ, რას აკეთებს ეს კაცი, ვის ესაუბრებაო, ის კი ანგელოზს ხედავდა. მაგრამ ამის ძიება ჩვენ არ გვჭიდება, რადგანაც ადამიანი ხილულში არ უნდა ეძებდეს არც უფალს, არც ანგელოზს, რადგან მას აქვს სახარება და მასში გარკვევით, სწორი ცნობიერებით ადამიანი აგნებს და პოულობს არათუ ანგელოზს, არამედ თვით უფალ იესო ქრისტეს.

- რატომაა აუცილებელი ლოცვა მფარველი ანგელოზისადმი, მას ხომ უფლისგან ისედაც აქვს დაკისრებული ჩვენი მფარველობა?

- ამით ადამიანი საკუთარ ნებას აჩვენებს, რომ სურს დაცული იყოს. თუ ყურადღებას მივაქცევთ, ნებისმიერი ლოცვა, ვისაც არ უნდა მივმართოთ, უფლის დიდებით მთავრდება, რადგან ყველა, ვისაც ხელმწიფება აქვს ჩვენი დაცვისა და განსაცდელისაგან არიდებისა, ემორჩილება, აკურთხებს და ადიდებს შემოქმედს, რომლისგანაც შეიქმნა.

ეკლესიის წესის შესრულება ჩვენი კეთილგანწყობიდან გამომდინარეობს. ადამიანს სიამოვნებს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა, დედა იქნება, მამა, ოჯახის წევრი თუ მეგობარი. ლოცვა სხვა არაფერია, თუ არა მასთან საუბარი, ვინც გიყვარს - შენი მფარველი ანგელოზი, მფარველი წმინდანი, ის წმინდანები, რომლებისგანაც შემწეობას ითხოვ, რომელთაც გინდა დაემსგავსო. ლოცვის ერთ-ერთი მომენტი სწორედ ესაა. როგორ შეეწევა ადამიანს მფარველი ანგელოზი, თუკი ადამიანი არაწმინდებისკენ მიისწრაფვის?

- ვიცით, რომ ეშმაკს არ ძალუძს ადამიანის ფიქრების წაკითხვა, მხოლოდ ლოგიკით თუ მიხვდება რაიმეს, ან ადამიანს თვითონ აწვდის ბოროტ აზრებს. არიან თუ არა ფიქრთამხილავი ანგელოზები?

- ადამიანი არის ჩაკეტილი სივრცე, სადაც ვერავინ შედის, გარდა ღვთისა, ისიც, თუ თვითონ შემოუშვა. ადამიანის შინაგან სამყაროს ხედავს უფალი და ის ანგელოზი, რომელსაც ღმერთი განუცხადებს ადამიანის ზრახვას, როგორც ეს მართალი იოსების შემთხვევაში მოხდა, როდესაც ის სულიწმინდისაგან მიდგომილი მარიამის ფარულად განტევებას ფიქრობდა. რატომ დაიჯერა იოსებმა, რომ ეს სიზმარი ღვთისაგან იყო? იოანე ოქროპირის განმარტებით, იმიტომ, რომ მას თავისი განზრახვა არავისთვის გაუმხელია, განზრახვას კი მხოლოდ ღმერთი ხედავს. უფლის დანაბარები იოსებს მთავარანგელოზმა მოუტანა. ანგელოზი განზრახვას ვერ ხედავს, მას ღმერთი განუცხადებს.

- ზოგჯერ რატომ სრულდება ბოროტის მიერ ნაწინასწარმეტყველევი, მათ ხომ არ უწყიან მომავალი?

- მომავალი არ იციან არც ღვთის ანგელოზებმა, არც ეშმაკებმა. თუმცა წინასწარმეტყველებენ კი ანგელოზები, როდესაც ღმერთი გამოუცხადებს მათ და წინასწარმეტყველებას უბრძანებს, და ეშმაკებიც, რადგან ზოგჯერ იმას ხედავენ, რაც შორს ხდება, ზოგჯერ კი ვარაუდობენ, ამიტომაც ბევრს ტყუიან, რისი რწმუნებაც არ გვმართებს, თუმცა კი მრავალგზის ჭეშმარიტებენ კიდეც ზემოთქმული ხერხის გამოყენებით.

- ხშირად გავიგონებთ, ბოროტმა დამაბრკოლაო..

- ერთ ამბავს მოგიყვებით: მარხვისას ერთი ბერი იჯდა და ცალ ხელში კვერცხი ეკავა, მეორეში - ანთებული სანთელი. სანთლით მოუთბო კვერცხს, მოაბრუნა, მეორე მხრიდან მოუთბო. გაცხელდა. დაინტერესდა - ასეთი ცხელი რომაა, ხომ არ შეიწვაო. გატეხა. კვერცხი მართლაც შემწვარიყო. ამას ხომ არ გადავაგდებო - ცთუნდა, შეჭამა. უფლის ანგელოზმა შერისხა დემონს - ეს რა უქენი ამ კაცსო. დემონმა კი უთხრა, - ამას მე ნამდვილად ვერ მოვიფიქრებდი, თვითონ მოიფიქრაო.

ხშირად ადამიანი ცუდს რომ გააკეთებს, ან წირვაზე წასვლა ეზარება, ან სხვა რამ სიკეთის ქმნა, ბოროტს აბრალებს - დამაბრკოლაო. ბოროტმა კი არ დააბრკოლა, თვითონ გააკეთა არჩევანი, მხართეძოზე გადაბრუნებულიყო და ძილი შუადღემდე გაეგრძელებინა. ასე რომ, ამ შერკინებაში ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ვართ მთავარნი და ჩვენი გადარჩენით ხარობს ჩვენთვის ჯვარცმული ქრისტე.

- მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი აღსარებას საუბრით ან წერილობით აბარებს, აღსარების თემა დაფარულია ბოროტისაგან. როგორ ხდება ეს?

- გავიხსენოთ დაცემის მომენტი: როდესაც ადამმა და ევამ დაინახეს, რომ შიშვლები იყვნენ, შერცხვათ და ჩვეულებრივი ხრწნადი სამოსელი შეიმოსეს. ისმის კითხვა: რითი იყვნენ ისინი მანამდე შემოსილები? - უფლის მადლით, ანუ მათი სამოსელი იყო უხრწნელი. ჩვენთვის რომ უფრო თვალსაჩინო გახდეს, გავიხსენოთ წმინდანთა გამოსახულებები ხატებზე, რომლებსაც შარავანდად აქვთ უფლის მადლი ანუ ნიმბი, რაც მათ მადლმოსილებაზე მიუთითებს. აი, სწორედ ასეთი მადლით იყვნენ შემოსილები ადამი და ევა და ვერ ხედავდნენ საკუთარ სიშიშვლეს. რომ დაეცნენ, მოსცილდათ მადლი და დაინახეს. ამ მადლით იფარავს უფალი აღმსარებელ ადამიანსაც, რომ ბოროტმა ვერ გაიგოს მისი ნათქვამი და ვერ წაიკითხოს ნაწერი.

- გარდაცვალების შემდეგ თითოეული ჩვენგანი ვიხილავთ მფარველ ანგელოზსაც და ეშმაკებსაც...

- ეს ყველაფერი აღწერილი აქვს წმინდა დედა თეოდორა კონსტანტინოპოლელს: როგორ მიექანება დაცემული ადამიანის სული სიღრმეში და როგორ ადის მაღლა, როდესაც თავისუფალია სხვადასხვა ცოდვისაგან. მას წინ მიუძღვის თავისი მფარველი ანგელოზი. თუ ადამიანს შენანებული აქვს ესა თუ ის ცოდვა, მაშინ მისი სული თავისუფლად გადალახავს საზვერეს, თუ არ შეუნანებია - ან ვერ მოასწრო, ან ცოდვა ვერ დაინახა, მაშინ ანგელოზი ბოროტ სულებს ეკლესიისა და მოძღვრის ლოცვითა და მადლით იცილებს და ისე გაჰყავს საზვერეებში.

ასე რომ, უფლის დაშვებით ანგელოზი არასდროს გვტოვებს, ამავდროულად, ვხედავთ, რა დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რასაც ადამიანი ხილულად აკეთებს ეკლესიაში, მოძღვრის ლოცვას, აღსარებას, ზიარებას, სწორ აზროვნებას, ქრისტესთან სწორ დამოკიდებულებას.

- გამიგონია, ადამიანებს ნარკოზიდან გამოსვლისას საზარელი რამეები უხილავთ. რამდენადაა შესაძლებელი მსგავს მდგომარეობაში იგი ბოროტი ძალების ზეგავლენის ქვეშ აღმოჩნდეს ან ნათლის ანგელოზი იხილოს?

- ღმერთი არასდროს უშვებს იმას, რაც არ უნდა ადამიანს, ყოველთვის ითვალისწინებს მის თავისუფალ ნებას. ასე უმიზეზოდ არ აღმოჩნდება ბოროტის გავლენის ქვეშ. რაც შეეხება ანგელოზის გამოცხადებას, ეს დიდი მოვლენაა, არ შეიძლება იგი ბუნებრივად მივიჩნიოთ. ღმერთს არ შევუქმნივართ იმისთვის, რომ ყოველწუთს ანგელოზებს ვჭვრეტდეთ, ღმერთის ჭვრეტა კი ხდება სახარებით, სწორი აზროვნებით, მოყვასის ჭვრეტით.

ანგელოზის ჭვრეტით არ ცხონებულა ავაზაკი, როდესაც თვითონაც ჯვარზე გაკრულმა ჯვარცმულ, შეურაცხყოფილ განკაცებულ ღმერთს სთხოვა - მომიხსენე სასუფეველშიო. მან კაცში დაინახა ღმერთი. ის საშველად არ ეძიებდა ანგელოზს, ის ეძიებდა ღმერთს. ამიტომაც ცხონდა.

- ამბობენ, რომ ყველა ქვეყანას, ქალაქს თავისი ანგელოზი ჰყავს. რას ნიშნავს ადგილის ანგელოზი?

- მთავარანგელოზებს და ანგელოზებს აქვთ ლოცვა-კურთხევა, იფარავდნენ ქალაქებს, ისინი იცავენ დედამიწის მხარეებს, უწინამძღვრებენ ხალხებს, როგორც განაწესა ისინი დამბადებელმა, განაგებენ ჩვენეულ საქმეებს და შეგვეწევიან ჩვენ. გავიხსენოთ, როგორ ეხმარებოდა მიქაელ მთავარანგელოზი ებრაელ ერს, როდესაც უფლის ბრძანებით მოსემ გამოიყვანა ეგვიპტიდან. ჩვენი ერის უპირველესი მფარველი არის დედა ღვთისა, რადგანაც მისი წილხვედრია საქართველო, თუმცა ასევე მრავალი წმინდანი შეგვეწევა.

არსებობს გადმოცემა, რომ გარდაცვალების შემდეგ დიდი სიწმინდით გამორჩეული ადამიანები იკავებენ იმ ადგილს, რომელიც მანამდე დაცემულ ანგელოზებს ჰქონდათ სამოთხეში. ასე რომ, შეიძლება ადამიანი, რომელიც მოწამეობით აღესრულა, ერის მფარველი გახდეს, ისევე როგორც ჩვენი ერის მფარველია წმინდა დიდმოწამე გიორგი.

- ჩვენი ქვეყნის ზოგიერთ კუთხეში შემორჩენილია დღესასწაული - სახლთანგელოზობა, სახლის ანგელოზის დღე.

- სახლის ანგელოზი უფრო ხალხური ტრადიციაა. სამაგიეროდ, ძველ პატერიკებში მოთხრობილია, რომ წმინდა მამებს მიტოვებულ ტრაპეზთან უნახავთ მფარველი ანგელოზი, რომელიც იცავდა ამ ადგილის სიწმინდეს. ყოველ ტაძარს, ყოველ ტრაპეზს ჰყავს მფარველი ანგელოზი, რომელიც მის სიწმინდეს იცავს.

- ერთი წლის წინ ჩვენს ჟურნალში დავბეჭდეთ სტატია მთავარანგელოზების შესახებ, სადაც მოვიყვანეთ ერთ-ერთი აპოკრიფი, რომელიც მოგვითხრობს, თითქოს ყოველ 19 სექტემბერს მთავარანგელოზი მიქაელი უფლისაგან გამოითხოვს წყალობას, რომ თავისი ფრთით ჯოჯოხეთიდან ამოიყვანოს ცოდვილთა სულები. მკითხველისგან შენდობას ვითხოვთ ამ შეცდომის გამო, თქვენ კი გთხოვთ, განგვიმარტოთ, რას ნიშნავს აპოკრიფული ნაშრომი?

- აპოკრიფულია ნაშრომი, რომლის სამოციქულო წარმომავლობასა და საიმედოობაში წმინდა გარდამოცემის მხრივ არ ვართ დარწმუნებულნი. იგი შემოინახა ტრადიციამ. დამაჯერებლობის მიხედვით აპოკრიფების გარკვეულ ნაწილს იღებს ეკლესია, ზოგს კი ვერა.

შეიძლება ვივარაუდოთ, ამ აპოკრიფს საფუძვლად უდევს ის, რომ მიქაელ მთავარანგელოზი ადამიანებს მუდმივად ეხმარება გასაჭირში, ის არის ადამიანების დასახმარებლად მებრძოლი ანგელოზი. გაბრიელ მთავარანგელოზი კი მახარებელი, სიხარულის მომნიჭებელია. ეს ხატწერაშიც აისახება - მიქაელ მთავარანგელოზს ხელში უჭირავს შუბი, მთავარანგელოზი გაბრიელი კი ზეთისხილის რტოთი და მაკურთხეველი მარჯვენით გამოისახება, რაც კურთხევისა და სიხარულის მომნიჭებელს ნიშნავს. ზოგადად სიტყვა "ანგელოზი" ნიშნავს მაცნეს, მაუწყებელს, მახარებელს.

- რას გვეტყოდით საუბრის დასასრულს?

- ჩვენ ვიცით, რომ ერთადერთი ერი, რომელმაც დაუჯერა ღვთის სიტყვას, ღვთის ანგელოზს, რომელმაც მათ განუცხადა ღვთის ნება, იყო ებრაელი ერი. დანარჩენები ეძიებდნენ ღვთის სიტყვას. მათ შორის ყველაზე წარჩინებულნი იყვნენ ძველი ბერძნები, მათ ჰქონდათ საოცარი ფილოსოფია. პლატონი და მისი ბევრი წინამორბედი ფილოსოფოსი ეძიებდა სამყაროს შექმნის თეორიას - როგორ შეიქმნა სამყარო, რისგან შეიქმნა, რა იყო უპირველესად - მატერია, სული, გონი... მოვიდა არისტოტელე და თქვა, - გვეყოფა ფიქრი იმაზე, თუ რისგან შედგება სამყარო. დავუკვირდეთ სამყაროს ქმნილებათა გვირგვინს - ადამიანს და აქედან შევიმეცნოთ სამყარო. სწორედ ასეთი დამოკიდებულებით უნდა მივუდგეთ ჩვენს დღევანდელ საუბარს. როგორი უნდა იყოს ანგელოზებთან მიმართება? სწორედ ასეთი, რომ ადამიანია ამოსავალი წერტილი, სამყაროს ცენტრი, რომლისთვისაც განკაცდა ღმერთი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მან მოგვცა მფარველი ანგელოზი, რომელიც მის ნებას ასრულებს და მან დაგვიმორჩილა მთელი სამყარო, რადგან როდესაც ქრისტემ ადამიანური ბუნება აღამაღლა ზეცად და დაჯდა მარჯვენით ღვთისა და მამისა, ადამიანი ისევ დაუბრუნდა თავის ადგილს. აქვე დავძენთ, რომ მამები ხშირად მიგვითითებენ - ათასი კეთილი ანგელოზის ხილვას სჯობს, ადამიანმა თავისი ცოდვილი სული დაინახოს, შეინანოს და ანგელოზთა მსგავსი გახდეს.

მადლობა ღმერთს, რომ გვაქვს საშუალება, მრავალ საეკლესიო საკითხს გავეცნოთ. მათში გასარკვევად თქვენი ჟურნალი დიდად ეხმარება ჩვენს მრევლს. მინდა დაგლოცოთ, გადაგიხადოთ მადლობა და თქვენთვის იმ ანგელოზის შეწევნა გამოვითხოვო, რომელიც ღმერთს ამ ჟურნალის მფარველად დაუდგენია.

ესაუბრა
მარი აშუღაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
02.09. 2021
ეკა
საინტერესო ახსნა განმარტებაა
სხვა სიახლეები
25.07.2022
მთავარანგელოზი გაბრიელი ღვთის საიდუმლოს კეთილი მაცნეა, წმინდა გაბრიელი უდაბნოში გამოეცხადა ფარაონის ხელთაგან გაქცეულ მოსე წინასწარმეტყველს
07.04.2022
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარებიდან მეორე დღეს "წმინდა მთავარანგელოზ გაბრიელის კრებას" აღნიშნავს დედაეკლესია,
21.11.2021
შუაღამეა. ქალაქ სკოპელოსის გალავნის კარები ჩაკეტილია. ცუდი ამბები მოიტანეს - ხუთი თურქული ფრეგატა კუნძულის დასარბევად მოდისო.
21.11.2021
X საუკუნეა. ეგეოსის ზღვაში გაფანტულ კუნძულებს სარკინოზი მეკობრეები აწიოკებდნენ.
21.11.2021
დაახლოებით 490 წელს ადრიატიკის სანაპიროზე მდებარე ქალაქ სიპონტის ეპისკოპოსს, ლავრენტის, გამოეცხადა მთავარანგელოზი მიქაელი
21.11.2021
მთავარანგელოზ ვარაქიელის შესახებაც მხოლოდ წმინდა გარდამოცემითაა ცნობილი.
21.11.2021
მისი სახელი მხოლოდ გადმოცემითაა ცნობილი, წმინდა წერილში მას ვერ ნახავთ.
21.11.2021
მთავარანგელოზი სალათიელი (ლოცვა ღვთისადმი) ეზდრას III წიგნში იხსენიება.
21.11.2021
საეკლესიო გადმოცემით, წმინდა მთავარანგელოზი ურიელი ადამის დაცემის მერე ღმერთმა სამოთხის მცველად დაადგინა.
21.11.2021
წმინდა მაკარი რომაელი წარმოშობით მეფის დიდებულის ვაჟი იყო. მშობლებმა დაქორწინება აიძულეს და ქორწინების ღამეს შინიდან გაიქცა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat