მოძღვარი, რომელიც ამ თემით სპეკულირებს და რელიგიური მოტივაციით აცრის წინააღმდეგ გამოდის, სინოდის გადაწყვეტილების წინააღმდეგ მიდის
მოძღვარი, რომელიც ამ თემით სპეკულირებს და რელიგიური მოტივაციით აცრის წინააღმდეგ გამოდის, სინოდის გადაწყვეტილების წინააღმდეგ მიდის
სად მთავრდება რელიგია და სად იწყება მედიცინა. ცრურწმენა, რომლის გამოც ბევრი კოვიდის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას ვერ ბედავს... ინტერვიუ მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ ალექსანდრე გალდავასთან.

- დღითი დღე იზრდება კოვიდინფიცირებულების რიცხვი, საზოგადოებაშიც სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა, ახლა მაინც რატომ არ მოუწოდებს ეკლესია, როგორც საკმაოდ გავლენიანი ინსტიტუცია, ხალხს აცრისკენ?

- ეკლესიამ სინოდარული გადაწყვეტილებით მკაფიოდ დააფიქსირა, რომ კოვიდი და ვაქცინაცია არ არის რელიგიური თემა და ამით დაასრულა საუბარი. მოძღვარი, რომელიც ამ თემით სპეკულირებს და რელიგიური მოტივაციით აცრის წინააღმდეგ გამოდის, სინოდის გადაწყვეტილების წინააღმდეგ მიდის, რაც ძალიან ცუდია. ხალხმა ამას არ უნდა მოუსმინოს.

ამასთან, მართლმადიდებელი ეკლესია მხოლოდ საქართველოში ხომ არ არის? მთელ მსოფლიოში მაღალი იერარქები ვაქცინას განიხილავენ როგორც სიკეთეს. მაგალითად, ელადის (საბერძნეთის) ეკლესიის მეთაურმა ვაქცინა ღვთის საჩუქარს შეადარა. კონსტანტინოპოლის პატრიარქი და სინოდის წევრები ყველანი აიცრნენ.

ჩვენ პირდაპირ აცრისკენ არ მოვუწოდებთ, რადგან ეს ადამიანის სურვილზეა დამოკიდებული, მაგრამ მე ყოველთვის მივუთითებ საღი აზრისკენ, იმისკენ, რომ ქრისტიანობა სიფხიზლე და განსჯის უნარია. მთელი მსოფლიოს სამედიცინო სფერო თანხმდება ამ საკითხთან დაკავშირებით, ამიტომ მოძღვარმა ხალხს უნდა მოუხსნას ფსევდორელიგიური თუ ფსევდომედიცინური ილუზიები. ნდობა მორწმუნის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. მაცხოვარი თავისი დაბადებით ადამიანებს ენდო. ის სრულიად მოწყვლადი ჩვილი იყო და ადამიანებს მისცა საშუალება, აღეზარდათ. ღმერთი ადამიანს ენდობა და ჩვენც უნდა ვენდოთ ერთმანეთს. მით უმეტეს, უნდა ვენდოთ ადამიანებს, რომლებიც ამ საქმეში კომპეტენტურები არიან. ეს წამალი შეიძლება იდეალური არ არის, მაგრამ დღეს საუკეთესო ვარიანტია, ამას ციფრები, სტატისტიკა ადასტურებს.

ზღაპრებს, ბოდვებს, ფანტაზიებს უნდა მოვეშვათ და რეალურ საფრთხეს ჩავხედოთ თვალებში.

- ერთგვარ რელიგიურ დილეტანტიზმად მიიჩნევა, როცა მორწმუნე, თუნდაც რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით, ყველაფერს მოძღვარს ეკითხება. რაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ მსგავს არარელიგიურ საკითხებზეც კი საზოგადოებას ვიღაცისგან "ხელდასხმა" სჭირდება?

- ეს არის საზოგადოების უმწიფრობა, გადაწყვეტილების მიღების შიში. მაცხოვარი გვასწავლის, რომ შენ უნდა გადაწყვიტო, შენ უნდა გადადგა ნაბიჯი და ასეთ დროს შეცდომებიც დასაშვებია. მაცხოვარი გაუწყრა იმ ადამიანს, რომელსაც შეცდომის შეეშინდა და გამრავლების ნაცვლად ტალანტი უბრალოდ შეინახა. ზრდასრული ადამიანი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს ნიშნავს. ის ამ პასუხისმგებლობას მოძღვარს, დედას ან მამას კი არ გადააბარებს, არამედ თვითონ აიღებს საკუთარ თავზე.

- საიდან მოდის ის მითები, რომლებიც ვაქცინასთან დაკავშირებით ვრცელდება, ხშირად სასულიერო პირების მხრიდანაც?


- რელიგიური ფოლკლორი მხოლოდ საქართველოს ეკლესიის პრობლემა არ არის. საერო საზოგადოებაშიც რამხელა ანტივაქსერული მოძრაობებია სრულიად არარელიგიურ ნიადაგზე?! ეს ზოგადად ადამიანის ფობიაა. ამასთან, რელიგიური ადამიანი კიდევ სხვა თვალით უყურებს მოვლენებს, მეორედ მოსვლა ხომ არ არის, ანტიქრისტეს ბეჭედი ხომ არ დამედებაო, ფიქრობს. მეორედ მოსვლის შიში ყოველთვის იყო და იქნება. ვერც ერთ ეკლესიას ვერ დაასახელებთ მსოფლიოში, ეს არ ახასიათებდეს. აგერ, ორი საუკუნის წინ გერმანელები საქართველოში ჩამოსახლდნენ, ეგონათ, მეორედ მოსვლა იქნებოდა და იერუსალიმთან ახლოს უნდოდათ ცხოვრება. ანუ გერმანიაშიც კი, სადაც რაციო მძლავრობს, მეორედ მოსვლის ფობიები ბობოქრობდა.

თუ მოძღვარმა წმინდა წერილის განმარტებები ცუდად იცის, ეკლესიის ისტორია ცუდად იცის, ის ნახევრად მოგონილ ამბებს გადასცემს მრევლს და ხალხში ცრუმორწმუნეობა იზრდება. ფეისბუკზე ხანდახან ისეთ სისულელეებს წერენ ხოლმე: "დაწერე "ამინ" და გააზიარე მამა გაბრიელის ფოტო, რომ ყველა სურვილი შეგისრულდეს". ქრისტიანობა თურმე მამა გაბრიელის ფოტოს გაზიარება ყოფილა. ეს განათლების ნაკლებობის ბრალია.

- ომები, სტიქიური უბედურებები ბევრს მართლაც აფიქრებინებს, რომ აპოკალიფსურ ხანაში ვცხოვრობთ. მაგრამ თუნდაც თეოლოგიური თვალსაზრისით, აპოკალიფსის ნიშნებად მხოლოდ ომი და კატასტროფები მიიჩნევა?


- ვისაც სწამს ქრისტე, მას სწამს ისიც, რომ ის მეორედ მოვა და ეს გამოცხადების წიგნში წერია. მაგრამ თვითონ გამოცხადების წიგნი წმინდა წერილში მოგვიანებით შევიდა. ის იმდენად რთული განსამარტი იყო, რომ პირველად წიგნებში არ მოიხსენიებდნენ. ეს არის ძალიან სათუთი წიგნი. ნიშნები, რომელიც გამოცხადების წიგნში არის აღწერილი, ყველა საუკუნეს შეიძლება მიესადაგოს, განსაკუთრებით საბჭოთა ეპოქას, როდესაც პირველად მსოფლიოში ათეისტური სახელმწიფო შეიქმნა და ეკლესიების დარბევა დაიწყეს. რაც კი ნიშანია გამოცხადებაში, 1918-1920 წლებში ყველაფერი იყო, თავისი მავზოლეუმით და დაუმარხავი ლენინით. მაშინაც ყველას ეგონა, რომ აპოკალიფსი დადგა. ჩემს თავს წარმოვიდგენ ხოლმე და ალბათ, მეც ძალიან დავეჭვდებოდი. მაგრამ აპოკალიფსს თავისი მკაფიო ნიშნები აქვს, რომელიც უნდა მოხდეს. არ ხდება და რა გავაკეთოთ?! არავინ იცის, ის როდის იქნება, ვისაც კი წაუცდა ხელი და დაიწყო ამ დროის გამოთვლა (მათ შორის, წმინდანებიც), ყველა შეცდა!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.05.2024
იე­რუ­სა­ლიმ­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე, წმინ­და ცე­ცხლი გად­მო­ვი­და.
04.05.2024
გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გამო, 6 მა­ისს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლავ­ზე გას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს.
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat