პატივს არ მიაგებ ჩემი ძის ვნებას. ამით შეურაცხმყოფ მეც
16.08.2012
არქიმანდრიტი კრონიდი ყვებოდა: "ერთხელ მოსკოვის გავლით შინ მივდიოდი.
გზად ბიძაჩემთან შევჩერდი, რომელიც ნიკოლაევის სადგურის უფროსი იყო. ის ერისკაცულად ცხოვრობდა და ოთხშაბათ-პარასკევის მარხვას არ იცავდა. მასთან სტუმრობისას, აღარ მახსოვს, ოთხშაბათს თუ პარასკევს, კვერცხით თუ რძით ვისადილე. ვფიქრობდი, - მე ვინა ვარ, რომ სამარხვო საჭმელი მოამზადონ-მეთქი. ამიტომაც ყველაფერს ვჭამდი, რასაც შემომთავაზებდნენ. ბერად აღკვეცამდე ერთი წლით ადრე მესიზმრა, თითქოს უჩვეულოდ ლამაზ ტაძარში ვიდექი. მარჯვენა კლიროსთან ღვთისმშობლის ხატი ადამიანის სიმაღლისა იყო და ჩერნიგოვის ღვთისმშობელს ჰგავდა. გაოცებული ვიყავი მისი სილამაზით, მის წინ მუხლნი მოვიდრიკე და ღვთის წინაშე შუამდგომლობას ვთხოვდი. დავინახე, რომ ღვთისმშობელმა თავისი უწმინდესი სახე მიიბრუნა ჩემგან. შეძრწუნებულმა წამოვიძახე: "დედაო ღვთისავ, რითი შეურაცხგყავი, რომ მიიბრუნებ შენს ღვთაებრივ სახეს ჩემგან, უღირსისაგან". პასუხად მომესმა: "მარხვის დარღვევით. შენ ოთხშაბათსა და პარასკევს თავს ნებას აძლევ, სახსნილო შეჭამო და პატივს არ მიაგებ ჩემი ძის ვნებას. ამით შეურაცხმყოფ მეც". ხილვა დასრულდა და ჩემი სულისთვის გაკვეთილად იქცა მთელი დარჩენილი ცხოვრება.