ჟურნალ "კარიბჭის" კონსულტანტს, ყოვლადუსამღვდელოეს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანს) ვულოცავთ დაბადების დღეს.
დიდხანს სიცოცხლესა და მხნეობას ვუსურვებთ ერისა და ეკლესიის საკეთილდღეოდ.
გმადლობთ, მეუფეო, იმისათვის, რომ ჩვენი ჟურნალისთვის ყველაზე კრიტიკულ დროს ასე გულმხურვალედ დაიცავით ჩვენი რედაქცია და თქვენი ლოცვითა თუ ფიზიკური თანადგომით, ფაქტობრივად, ჟურნალი დახურვას გადაურჩა. ასევე გმადლობთ იმისათვის, რომ ურთულესი პროექტის "ბიბლია განმარტებებით" საწყის ეტაპზე ასე გჯეროდათ უფლის ნებით ჩვენ მიერ წამოწყებული საქმისა და ამ საქმეშიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო თქვენი დახმარება. გმადლობთ იმისთვისაც, რომ პანდემიის მძიმე დღეებში, როცა ადამიანები საკუთარი თავის გადასარჩენად აკეთებდნენ ყველაფერს, თქვენ ჩვენზე ფიქრობდით და არა მხოლოდ ფიქრობდით, ფინანსურადაც გვეხმარებოდით.
უფალს ვთხოვთ, ასწილად დაგიბრუნოთ თქვენ მიერ გაცემული ყოველი სიკეთე.
კარიბჭელები