მონასტერი ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში მოღვაწე სასულიერო პირებმა დააფუძნეს. ვინ იფიქრებდა, თუ ამ გაუდაბურებულ ადგილას ოდესმე ღვთის სახლი დაფუძნდებოდა და ღვთის სადიდებელი წირვა-ლოცვა აღევლინებოდა. მონასტრის წინამძღვრია, არქიმანდრიტი ფოკა (მარკოზია).
უწმინდესის ლოცვა-კურთხევით და არქიმანდრიტ ფოკას (მარკოზია) ძალისხმევით, მონასტერთან ტაძრის მშენებლობა ორი წლის წინ დაიწყო. ტაძრის ქტიტორების, ძმების - იოსებ, დავით და ზაზა თოდრიების შეწევნით აშენებული და დამშვენებული ტაძარი მიტროპოლიტმა სერაფიმემ (ჯოჯუა) აკურთხა. წირვის შემდეგ მეუფემ ქადაგებისას განსაკურებით დალოცა ტაძრის აღმშენებლები და მადლიერება გამოხატა მათ მიმართ: