2001 წლიდან რომ არ მუშაობს კომპანია იმის მეწილეობის გასაჯაროება დიდი სკანდალია ? ან მეფუტკრეობას ეწევა და დიდი ბიზნესი აქვსო, ამას რომ ამბობდა ის ახაგაზრდა ქალბატონი არასამთავრობოდან. მე მკითხეთ და ზუსტად მოგიყვებით.
გიორგი ლიპარტელიანი ბიზნესმენი იყო ძალიან დიდი ხნის წინ. ჩემს ერთობლივ საწარმოში დაიწყო მოღვაწეობა ჯერ კიდევ სსრკ-ს დროს. მერე ერთად წავედით რუსეთში. მერე იყო უკრაინა. კვლავ რუსეთი და ჩემი ახალგაზრდა და უსაყვარლესი მეგობარი უცბად, კარდინალურად შეიცვალა. დაბრუნდა საქართველოში. გახდა მორჩილი. ბერად აღიკვეცა და რუსეთში უკვე მღვდლად დაბრუნდა. რამდენი სიკეთე აკეთა მოსკოვის ქართულ ეკლესიაში იქნებ გაგეკითხათ.
ახლაც, თავისი ხელით შრომობს ყოველდღე მეურნეობაში. ფუტკრები მოაშენა ნელ ნელა. სწრაფად არ გამოსდის, დათვები იცის რაჭაში და უჭამენ ხოლმე. ერთი განახათ რა მეურნეობა გააკეთა. სულ ფერად ფერადი პომიდვრები და კარტოფილი აქვს. ღვინოსაც თვითონ წურავს და პორტვეინის კეთებაც დაიწყო. ცოტ ცოტა, ისე რომ ახლობლებისთვის ეყოს.
რაის ქონება ხალხო ??? ცოლი მას არ ჰყავს და არ ჰყოლია. დედამისიც მონაზონია და ერთი ძმა ჰყავს, რომელიც მას მეურნეობაში ეხმარება ხოლმე. ძველისძველი ტოიოტას ჯიპით დადის. ორხიდიანით. რაჭის სოფლებში სხვა მანქანით ვერ ახვალ. ქონება არა კვატა. დედმამის დატოვებული პატარა ბინა ვერაზე თუ ითვლება ქონებად, მაშინ კი.
იშვიათი წესიერების და პატიოსნების ადამიანია და რაღა ასეთ რარიტეტულ გამონაკლისს დაესხით თავს ?
"პორტელ" (აწ უკვე მეუფეო) ჩემი დაცვა არ გჭირდება. უბრალოდ ჩვენი მეგობრობა, სიყვარული, კარგი და ცუდი დღეები გამახსენდა და იმიტომ ვწერ.
მიყვარხარ და პატივს გცემ ძმაო !!!