მიმდინარე წლის 28 მაისს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო რეზიდენციაში შედგა შეხვედრა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის(ჯამდელიანი),
საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მარნეულის მუფტს - ჰაფის პოლოხოვს და ადგილობრივი აზერბაიჯანელი ინტელიგენციის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრამ ჩაიარა ძალზედ ნაყოფიერ და კეთილმეგობრულ გარემოში, სადაც საუბარი შეეხო ქართველთა და აზერბაიჯანელთა მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთთანაცხოვრების და მარნეულის მუნიციპალიტეტში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებულ საკითხებს. საუბარი შეეხო ასევე ქალაქ მარნეულის ცენტრალურ ქუჩაზე არსებული ყოფილი საბჭოთა სახელისუფლო წარმომადგენლის ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის საკითხს. გამართული დისკუსიის შედეგად შეხვედრის მონაწილეების მხრიდან ერთხმად იქნა დადასტურებული ის უტყუარი ფაქტი, რომ ამ პიროვნებამ, როგორც საბჭოთა რეჟიმის ცნობილმა მესვეურმა განახორციელა ანტირელიგიური და ანტიეროვნული ნეგატიური საქმიანობა თავისი პროლეტარული მოღვაწეობის პერიოდში. მსგავსი შეხვედრები ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლობასთან მიიღებს ინტენსიურ ხასიათს.