მეგობრებო, "კარიბჭის" მკითხველმა უკვე იცის, რომ სურამისა და ხაშურის ეპარქიის მღვდელმთავრის - მეუფე სვიმეონის კურთხევით, ხაშურში,
მე-7 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე შენდება 12 მოციქულის სახელობის ტაძარი. მშენებლობას ხელძღვანელობს მამა ლევან ახვლედიანი.
ჩვენი საიტის და ფეისბუქ-გვერდის მომხმარებელი არაერთხელ შეეწია მშენებლობას და სწორედ თქვენი დახმარებით აშენდა ეს დიდებული ტაძარი. გვინდა უღრმესი მადლობა გითხრათ ამ დახმარებისთვის და კიდევ ერთელ მოგმართოთ:
მშენებლობის დასრულებამდე სულ ცოტაღა დარჩა - ტაძარი გასალესია შიგნიდან და გარედან მოსაპირკეთებელია, ასევე საჭიროა კანკელი, იატაკი. ამ ყველაფრის მერე კი წირვა-ლოცვა დაიწყება, რასაც დიდი მოთმინებით ელის ხაშურის მრევლი.
საყოველთაო განსაცდელის დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დავდგეთ იქ, სადაც ყველაზე მეტად არის საჭირო ჩვენი ყოფნა.
ვისაც სურვილი გაქვთ, შეეწიოთ ტაძრის აღმშენებლობის მადლიან საქმეს, შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ ამ ანგარიშზე:
GE50BG0000000550190700
მიმღები მალხაზ ნოზაძე
ტელ.: 598 61 45 66 - მამა ლევანი.
წმინდა თორმეტი მოციქულის მადლი გეწეოდეთ!