მამა დიმიტრი სასულიერო მოღვაწეობის პარალელურად, თავისუფალ დროს უკვე თითქმის 14 წელია მუშაობს ნიჟარების მოზაიკაზე. გამოფენაზე წარმოდგენილია დაუმუშავებელი ნიჟარებისგან შექმნილი, როგორც ბიბლიური და სასულიერო, ისე ბუნებისა და სხვა თემატიკის 60-მდე კომპოზიცია.
ნიჟარები დაუმუშავებელია, ავტორი საერთოდ არ იყენებს ფერებს, თუმცა მისი ნამუშევრები მაინც სხვადასხვა ტონალობით გამოირჩევა. მისი შექმნილი ნამუშევრები ორიგინალურობით, დახვეწილი ტექნიკითა და უნიკალურობით გამოიჩევა და შეიძლება თქვას, რომ მსოფლიო ხელოვნებაში ანალოგი არც აქვს.
აღსანიშნავია, რომ დეკანოზი დიმიტრი სუხიტაშვილი იყო საინგილოში ამოქმედებული პირველი ტაძრის - კახის წმინდა გიორგის ეკლესიის პირველი წინამძღვარი (1989-1990 წწ), რომელიც ამ ისტორიულ მხარეში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ გააგზავნა მსახურებისთვის. ამჟამად მამა დიმიტრი მსახურობს ქვაშვეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში.
გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში 4 თებერვლამდე გაგრძელდება (მის. სიონის ქ. 8).