სასამართლო საქმე პატრიარქის "აღმატებულობისა" და ეკლესია-მონასტრების მშენებლობებისას არსებული შეღავათების წინააღმდეგ
სასამართლო საქმე პატრიარქის "აღმატებულობისა" და ეკლესია-მონასტრების მშენებლობებისას არსებული შეღავათების წინააღმდეგ
როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ საკონსტიტუციო სასამართლომ ეკლესია-ტაძრების მშენებლობისას დღგ-სგან მხოლოდ საპატრიარქოს გათავისუფლების მუხლი არაკონსტიტუციურად სცნო. "კარიბჭე" დაინტერესდა სასამართლო აქტით, რომელშიც აღწერილია ყველა დეტალი, თუ რატომ მოხდა ამ მუხლის გადახედვა და რატომ განიხილა ეს საკითხი საკონსტიტუციო სასამართლომ.

მომჩივანები არიან:
"საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია",
ააიპ "საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია",
სსიპ "ქრისტეს ეკლესია",
სსიპ "საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია",
ააიპ "მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი",
სსიპ "ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია",
ააიპ "ქართველ მუსლიმთა კავშირი",
სსიპ "წმინდა სამების ეკლესია".

მათ გააპროტესტეს მართლმადიდებელი ეკლესიის უპირატესობა ტაძრების მშენებლობისას დღგ-ს გადასახადებთან დაკავშირებული შეღავათების გამო და შეიტანეს სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ. მოითხოვეს, რომ პატრიარქის კურთხევით მშენებლობების დროს არსებული შეღავათები მოიხსნას.
საკონსტიტუციო სასამართლომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ამ ლინკზე გაეცნობით სასამართლო აქტს და შეგიძლიათ გადმოწეროს სრული ვერსიაც:
ბეჭდვაელფოსტა
13.07. 2018
კობა
თქენ ბატონო მოსამართლეებო დიდი დანაშაული ჩაიდინეთ და ღმერთმა შეგინდოთ გაპატიოთ.. მეე მეცოდებით... თქვენ აზრზეარ ხახთრადანაშაული ჩაიდინეთ!!
10.07. 2018
კობა
ოცნების დეპუტატების დაპირება იყო რომ ეს კანონი არაფერს არ შეცვლისო და გაგვცენ ეხლა პსუხი დაგვიფარონ დღგ-ეს გადასახედი იმ ხელფას დანამატებიდან!მაგათ ეს დაავიწყდათ მაგრამ ღმერთს არაფერი არ ავიწყდება არც კარგი და არც ცუდი.. ღმერთმა შეუნდოთ აზრზემოიყვანოს მაგრამ მე ამის არ მჯერა ამათფული ისე უყვართ ყველაფერს გაყიდიან დაყიდიან კიდეც
07.07. 2018
მარიამი
ეს "მამულიშვილი" მოსამართლეები უკან გერბი რომ უკიდიათ წმინდა გიორგის გამოსახულებით, მალე იმასაც უკანონოდ სცნობენ, არაბები რომ იჩივლებენ.
06.07. 2018
ზვიად სეხნიაშვილი
როგორც იმ ფილმშია : „Все это, конечно, так, все это верно, да, бумага написана правильно, Только с одной стороны, да. Но есть и другая сторона медали..." ახლა მორალურ მხარესაც გადახედეთ „ძვირფასო" მოსამართლეებო : თქვენც მშვენივრად იცით, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ამ შეღავათებს იღებს იმიტომ, რომ მან განიცადა უსასტიკესი დევნა და ჩაგვრა წარსულში, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში და ეს შეღავათები წარმოადგენს არა პრივილეგიას, არამედ მცირეოდენ კომპენსაციას იმ აუწონავი ზარალისთვის, რაც მიადგა წინათ. ერთი მაგალითი მოიყვანეთ მოსარჩელეების ისტორიიდან, როდესაც ისინი საქართველოში ისევე დევნეს და გააწამეს, როგორც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია. ან იმას გადახედეთ, ევროპის ქვეყნებში რამხელა შეღავათებით სარგებლობენ ადგილობრივი, ტრადიციული ეკლესიები. რატომ მათ წინააღმდეგ არ შფოთავენ ე.წ. ევროსტრუქტურები?.. რატომ ცდილობთ, თქვენი გაგებით სანიმუშო დემოკრატია დაამყაროთ ამ ქვეყანაში და რომის პაპზე დიდი კათოლიკეები იყოთ და რატომ ხდება, რომ ამ დემოკრატიის დამყარების პროცესში თქვენი, თითქმის ყველა, გადაწყვეტილება ძირეულად ეწინააღმდეგება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სახელმწიფოს ინტერესებს? რაში ეკუთვნით იმ კონფესიებს შეღავათები, რომლებმაც სარჩელი შეიტანეს - უომიათ ამ ქვეყნისთვის, სისხლი დაუღვრიათ, სიცოცხლე გაუწირიათ თუ რაიმე ღირებული ისტორიულ-კულტურული შედევრი შეუქმნიათ?!!!... ვიმეორებ - მორალურ მხარეზე ვსაუბრობ და მედლის იმ მეორე მხარეზე, რომელშიც სამარცხვინოდ წააგეთ, რადგან ქაღალდის გარდა არსებობს სინდისი, სიყვარული, პასუხისმგებლობა დედა-ეკლესიისა და სამშობლოს წინაშე, რომლებიც მაგ მანტიებში ისე ჩამალეთ, რომ თავადაც ვეღარ მიგიგნიათ. P.S. ისე, თქვენც ძალიან მაგარი შეღავათებით სარგებლობთ - საკონსტიტუციოს მოსამართლეები და მინდა გკითხოთ, რა დამსახურებისთვის იღებთ ამოდენა ხელფასებს თუნდაც იმ უბრალო გლეხთან შედარებით, რომელიც შიმშილით სულს ღაფავს და ხვალ საომარი რომ იყოს ამ ქვეყნისთვის, პირველი გასწირავს თავს საქართველოსთვის. ხოლო თქვენგან შეღავათდაწესებული, საქართველოს წინაშე „ისტორიული ღვაწლის და ღირებულებების" მქონე კონფესიების წარმომადგენლები მართლმადიდებლების სისხლის და თავგანწირვის ფასად გადარჩენილ ქვეყანაში კიდევ მოგთხოვენ პრივილეგიების დაწესებას, რადგან მშვენივრად იციან - საქართველო ერთადერთი ქვეყანაა დედამიწის ზურგზე, სადაც ქართველი, უცხოსთვის ზედგადაგებული, ყველაფრის გამღები და დამხარჯავი, ბოლოს, რატომღაც, თითქმის სულ ნაღალატევი რჩება სტუმართაგან და ამის მერე, კიდევ საკითხავია, ვინ სარგებლობს ამ ქვეყანაში შეღავათებით...
05.07. 2018
სიმართლე
"საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია", ააიპ "საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია", სსიპ "ქრისტეს ეკლესია", სსიპ "საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია", ააიპ "მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი", სსიპ "ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია", ააიპ "ქართველ მუსლიმთა კავშირი", სსიპ "წმინდა სამების ეკლესია". ესენი ყველანი ერთად არიან მაქსიმუმ 3 პროცენტი და ამათაზრს ითვალისწინებთ და 97 ის არ?!!!!
სხვა სიახლეები
28.11.2019
"კარიბჭის" მკითხველმა უკვე იცის, რომ ჩვენი ჟურნალის სარედაქციო ჯგუფი გამომცემლობა "პალიტრა ლ"-თან ერთად ამზადებს წიგნების სერიას "ბიბლია განმარტებებით".
19.11.2019
9 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტრესმა ილია II-მ
12.11.2019
ბოლო დროს ზოგიერთი საინფორმაციო საშუალების მიერ მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი) გარშემო ატეხილ
08.11.2019
უნეტარესმა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპმა და პატრიარქმა თეოდორე მეორემ
08.11.2019
ღვთის სადიდებლად, საქართველოს ერთიანობისთვის სალოცავად, სოფლის ეკლესიურად მოსაქცევად,
06.11.2019
ხატმწერი ირაკლი ლიჩელი სოციალურ ქსელში ასეთ პოსტს აქვეყნებს:

"7 წელი გავატარე სასულიერო აკადემიის კედლებში,
04.11.2019
იწყება 61-ე ეტაპი ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ მონათვლისა.
31.10.2019
მისმა უწმინდესობამ ისაუბრა წმინდა სინოდის მღვდელმთავართა პასუხისმგებლობის შესახებ, ღვთისა და მამულის წინაშე. მან ბრძანა:
31.10.2019
წმინდა სინოდის სხდომა ჩატარდა თბილისის საპატრიარქო რეზიდენციაში.
29.10.2019
31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართევბა. სინოდის სხდომა 12:00 საათზე ჩაინიშნა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მრავალი ხატი იწერება დღეს საქართველოში, მრავალი სასწაულმოქმედი ხატის ასლიც ჩამობრძანდა დედა ღვთისას წილხვედრ მიწაზე, მაგრამ რატომღაც მივივიწყეთ ჩვენს წინაპართა მიერ განდიდებული ხატები.
ასეთია აწყურის ღვთისმშობლის ხატიც - ყოვლადწმინდა ქალწულის პირველი გამოსახულება, რომელიც შემობრძანდა და დაემკვიდრა საქართველოში, რომლის მეშვეობითაც ივერიელებმა პირველად ვიხილეთ მფარველი და პატრონი ჩვენი ქვეყნისა.