ათონზე, ბერძნულ მონასტერში, თითქმის 76-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართველი ბერი დიდ სქემაში მღვდელმონაზვნად აკურთხეს
ათონზე, ბერძნულ მონასტერში, თითქმის 76-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართველი ბერი დიდ სქემაში მღვდელმონაზვნად აკურთხეს
ათონის მთაზე, გრიგორიუსის მონასტერში ქართველი ბერები აღავლენენ მსახურებას

ცნობილი გახდა, რომ ათონის წმინდა მთაზე, გრიგორიუსის ბერძნულ მონასტერში თითქმის 76-წლიანი პაუზის შემდეგ, 14 იანვარს, ქართველი ბერი ილარიონი, ერისკაცობაში კახა მეგრელიშვილი დიდ სქემაში მღვდელმონაზვნად აკურთხეს. 
- ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, დასაფასებელი და საყურადღებო ფაქტი საქართველოსთვის, თითოეული ქართველისთვის. ვულოცავ მამა ილარიონს ამ საპასუხისმგებლო და ისტორიული მნიშვნელობის ჯვრის აღებას საკუთარ მხრებზე და ვუსურვებ უდრტვინველად და პირნათლად ეტარებინოს ეს ჯვარი, - გვესაუბრება ბერი ილარიონის მეგობარი, ათონის მთის წმინდა პავლეს სავანის სქემმონაზონი იერონიმე (ქათამაძე).

KARIBCHE

ბერი იერონიმე, ფოტო გადაღებულია გრიგორიუსის მონასტრის აივანზე

როგორც მამა იერონიმემ საუბრისას აღნიშნა, ათონის მთაზე მოღვაწე ჩვენი თანამემამულე, წმინდა ილარიონ ქართველის სახელზე გრიგორიუსის მონასტრის აწ გარდაცვლილმა წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა გიორგიმ აღკვეცა ბერად. ბერი ილარიონი გრიგორიუსის მონასტერში სატრაპეზოს მორჩილებას ხელმძღვანელობდა. წმინდა მთაზე დაახლოებით 15 წელია მსახურობს. ამჟამინდელი გრიგორიუსის მონასტრის წინამძღვარი და მამა ილარიონის მოძღვარი არქიმანდრიტი ქრისტეფორე გახლავთ.

KARIBCHE

შუაში - გრიგორიუსის მონასტრის აწგარდაცვლილი გერონდა გიორგი, მარჯვნიდან მესამე არის ბერი ილარიონი, ჟღალწვერა - ბერი ალექსი.


გრიგორიუსის მონასტერში ამჟამად ხუთი ქართველი ბერი მოღვაწეობს. ესენი არიან: მამა ილარიონი, მამა ალექსი, მამა კორნელი, მამა ანთიმოზი, მამა მოსე.
- ძალიან ხშირად ვსტუმრობთ გრიგორიუსის მონასტერს და იქ სხვა სითბო იგრძობა, სხვა სიყვარული, ნამდვილი ქართული დახვედრა იციან იქაურმა ქართველმა მამებმა, ძალიან კარგი ურთიერთობა და მეგობრობა გვაქვს მათთან. თანაც ჩვენი მონასტრიდან გემით სულ რაღაც 2 გაჩერებაშია და ჩვენ ერთმანეთს მეზობელ ბერებს ვეძახით. მონასტერში ყოველ სტუმრობაზე, ლიტურგიის დროს "მამაო ჩვენოს" და "მრწამსს" ქართულად ვამბობ. ამით გამოხატავენ ქართველების მიმართ დიდ სიყვარულს,- დასძინა საუბრისას მამა იერონიმემ.

KARIBCHE

მარჯვნივ - ბერი ილარიონი, დიაკვნობის დროს


***
შეგახსენებთ, რომ ათონის მონასტრების იერარქიაში 1574 წლიდან მონასტერი მე-17 ადგილზეა. წმინდა გრიგორიუსის მონასტერი მდებარეობს ნახევარკუნძულის სანაპიროზე. აქ მოხვედრა შეიძლება მხოლოდ გემით დაფნიდან. სავანე XIV საუკუნეში დააარსა გრიგოლ განდეგილმა. მონასტერი დიონისიატისა და პანტოკრატორის თანამედროვეა. გრიგორიუსის დამაარსებლის შესახებ მხოლოდ ის ვიცით, რომ იგი გრიგოლ სინელის მოწაფე იყო. KARIBCHEინფორმაციის ნაკლებობის მიზეზი გახდა 1500 და 1762 წლების ხანძრები, გარდა ამისა, მონასტერი არაერთხელ გამხდარა მსხვერპლი მეკობრეების თავდასხმისა. სავანეს აღადგენდნენ მართლმადიდებელი ხელმწიფეების დახმარებებით, მათ შორისაა მოლდავეთის მმართველი იოანე სტეფანე დიდი. მან უდიდესი როლი ითამაშა სავანის აღორძინებაში და ამიტომაც ითვლება მის მეორე დამაარსებლად. 1762 წელს ხანძრით განადგურებული გრიგორიუსი აღდგა იღუმენ იოაკიმეს ხელმძღვანელობით. 1851 წელს აშენდა წმინდა გიორგის ეკლესია, 1851 წელს - წმინდა ნიკოლოზისა. მონასტერში დაცულია 279 ხელნაწერი, მათ შორის 11 პერგამენტია. გარდა ამისა, ინახება დაახლოებით 6000-მდე ნაბეჭდი წიგნი. მონასტრის სიწმინდეებიდან აღსანიშნავია ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი, წმინდანთა ნაწილები, წმინდა ჭურჭელი და სამოსი. გრიგორიუსს აქვს 7 ტაძარი თავის ტერიტორიაზე და 6 - ტერიტორიის გარეთ. მონასტრის დაქვემდებარებაშია სამი კაფიზმა და ექვსი კელია. კელია - პატარა უდაბნოა, აქ არის 1-2 ბერის საცხოვრებელი და პატარა ტაძარი. კელიის მცხოვრებნი თვითონ ირჩენენ თავს. კაფიზმა, კელიისგან განსხვავებით, მონასტრის სრულ უზრუნველყოფაზეა.

KARIBCHE

მარჯვნივ - ბერი ილარიონი და ბერი ალექსი

ფოტოები მოგვაწოდა ათონის მთის წმინდა პავლეს სავანის სქემმონაზონმა იერონიმემ (ქათამაძე).


















ბეჭდვაელფოსტა
19.01. 2018
ირაკლიუსი
აქსიოს, ტკბილად და მსუბუქად ეტარებინოს ქრისტეს ჯვარი, ამინ.
სხვა სიახლეები
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
27.02.2022
ვგულშემატკივრობთ ჩვენს დებსა და ძმებს უკრაინაში, უკრაინელ ხალხს - ვლოცულობთ მათთვის და მშვიდობისთვის, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე,
24.02.2022
საქართველოს მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler