"ციანიდის საქმე" - საქმე ეკლესიის წინააღმდეგ
"ციანიდის საქმე" - საქმე ეკლესიის წინააღმდეგ
დასრულდა ყბადაღებული "ციანიდის საქმე", საქმე ეკლესიის წინააღმდეგ. იმის მიუხედავად, გამართლდებოდა თუ გამტყუნდებოდა მამა გიორგი მამალაძე, ამ საქმის დამგეგმავნი და განმახორციელებლები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ამით აუცილებლად შელახავდნენ ეკლესიისა და პატრიარქის ავტორიტეტს და ბოლო წლებში, ყველა გამოკითხვის მიხედვით, ნებისმიერ რეიტინგში პირველ ადგილას მდგომი მართლმადიდებლი ეკლესია და საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი ბოლოს და ბოლოს ჩამოქვეითდებოდნენ და ხალხის სიყვარულს დაკარგავდნენ.

დღეს "ციანიდის საქმისადმი" მიძღვნილ სიუჟეტში 9 საათიანმა "კურიერმა" შეაჯამა საქმის შედეგები: ამ სიუჟეტზე მომუშავე ჟურნალისტს  ყველა რესპონდენტისადმი ერთადერთი მთავარი კითხვა ჰქონდა - შეცვალა თუ არა "ციანიდის საქმემ" მრევლის დამოკიდებულება მღვდლებისადმი, ეკლესიისადმი, საპატრიარქოსადმი? ხომ ადასტურებთ, რომ ხალხის თვალში ეკლესიას აღარ აქვს ის ავტორიტეტი, რაც აქამდე ჰქონდაო? ბოლოს კი დაასკვნა, რომ ამ საქმემ ბევრი ადამიანისთვის დაამსხვრია მითები, რაც ეკლესიისადმი გააჩნდაო. 

ეკლესია არც მხოლოდ მღვდელია, არც საპატრიარქო და არც მრევლი. ეკლესია ქრისტეს სხეულია, მისი განმაცხოველებელი - სულიწმინდაა, ეკლესიის თავი კი თვით უფალია.

ის, ვისაც თქვენ ებრძვით, "ციანიდის საქმის" შემოქმედნო, ეკლესიის მხოლოდ ხილული ნაწილია, მაგრამ ვაი, რომ არაფერი გსმენიათ ზეციური ეკლესიის შესახებ, ან იქნებ გსმენიათ, მაგრამ დახშულია თქვენი გულები და სულიერი თვალები. ვის ებრძვით? უფალს? უფალია ის "ავტორიტეტი", ქართველი ხალხი რომ ერთხმად სცემს თაყვანს. ამის მოშლა გსურთ? არაფერი გამოგივათ. ძალიან მალე კიდევ უფრო დიდი რწმენითა და სიყვარულით გაერთიანდება ქართველი ხალხი ეკლესიის წიაღში და ჩემი, შენი, სხვისი ცოდვებისათვის პატიებას ითხოვს უფლის წინაშე.

ამ ხნის განმავლობაში "კარიბჭე" შეგნებულად არიდებდა თავს ამ საქმის შესახებ საუბარს, რადგან ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის საქმე, მოფიქრებული და განხორციელებული  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციისათვის. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენს მკითხველს ეყოფა სულიერი ძალა და გონიერება, რათა ცოდვით დამძიმებულმა ყოფიერებამ არ შებღალოს მათი ჭეშმარიტი რწმენა. ამაზე მძიმე განსაცდელები ყოფილა, მაგრამ ვერაფერმა შეარყია ის საფუძველი, რასაც ქრისტიანობისადმი ერთგულება ჰქვია. უფალი შეგვეწიოს! ამინ!



ბეჭდვაელფოსტა
24.09. 2017
ლევანი
სასულიერო პირების მტრები, თქვენ იესო ქრისტეს მტრობთ, არ გესმით მაგრამ ყველა თუნდაც ცოდვილი მღვდლის მეშვეობით უფალი აღსარებას იბარებს და პურსა და ღვინოს, თავის სისხლად და ხორცად გარდაქცევს,,,,რაო სატანამ თავი აისრულა? რამდენი მოძულე ყოფილა დედა ეკლესიის....ვაი თქვენ საცოდავებო....თუ არ შეინანებთ, უშრეტი ცეცხლი გელოდებათ, მეცოდებით!
20.09. 2017
პავლე
ანუ რახან ზეციური ეკლესია არსებობს, ესეიგი მღვდლებმა უნდა იპარონ, იმრუშონ, იცრუონ, მოკლან, თავიანთი საქმეებით გახრწნან ერი, ღმერთის სახელი შეურაცყონ თავიანთი საქმეებით და იძახით გარედან გვებრძვიანო? იმის მაგივრად რომ აღიაროთ ცოდვები, მოინანიოთ, იხტიბარს არ იტეხთ. უფალმა მოგცათ შანსი გამოსწორების, მაგრამ თქვენ უარესი ქენით. ხე, რომელიც ნაყოფს არ გამოიღებს, მოჭრება და ცეცხლს მიეცემა.
18.09. 2017
ხევსური
შეიძლება უკეთესიცაა თუ ვინმემ ბოლო მოვლენების გამო მიატოვა ეკლესია. ჩემი აზრით დარჩება ის ხალხი ვინც ბოლომდე უერთგულებს ეკლესიას. როგორც ჩვენი უფალი იესო გვასწავლის - "ზოგი ემსგავსება იმ მარცვალს, რომელიც გზის პირას ჩავარდა, მოვიდნენ ფრინველები და აკენკეს. ზოგი კლდოვანზე დაცვივდა და მზემ მოაშთო. ზოგი ეკლებში ჩაცვივდა, გაიზარდა ეკლები და გააჩანაგა ისინი.ზოგი კი კარგ მიწაზე დავარდა და ნაყოფი გამოიღო: ზოგმა ასი, ზოგმა სამოცი და ზოგმა ოცდაათი. ვისაც ყური აქვს, ისმინოს!" რაღაც პრობლემები ყოველთვის იყო, მაგ. შეგახსენებთ წმ. გრ. ხანძთელის ცხოვრებიდან, როგორ ცდილობდა ურჯულო და მწვალებელი ცქირი, რომელიც ანჩის მონასტერს ძალადობით დაეპატრონა, წმ. გრიგოლის მოკვლას. ამ გარე ძალებიდან მხრდაჭერილ მწვალებელს თავისი მომხრეებიც ყოლია და არაერთხელ უცდია დაქირავებული ხალხის ხელით წმინდანის მოკვლას. რა ამ ცქირის გამო ნამდვილ მორწმუნეს ეკლესია უნდა მიეტოვებინა?
10.09. 2017
Elena
Ar tkvat, rcmena davkargeo! Rcmenas hkargavs is, visac arasodes hkonia! Morcmunes msgavsi sisulelebi ver searjevs!
07.09. 2017
მაია კ
საქართველოს ეკლესიას და საპატრიარქოს ჩვენი დაცვა არ სჭირდება, სათქმელი უნდა ითქვას, მაგრამ, "რუსთავი 2", ლამის რუის-ურბნისის კრების მემკვიდრე რომ ჰგონია თავი, ეკლესიის სიკეთისა და ძლიერებისთვის კი არ იბრძვის, არამედ მისი ავტორიტეტისა და უშუალოდ პატრიარქის სახელის შელახვისათვის. ეს კარგად ჩანს და სრულიად გეთანხმებით.
სხვა სიახლეები
04.05.2024
იე­რუ­სა­ლიმ­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე, წმინ­და ცე­ცხლი გად­მო­ვი­და.
04.05.2024
გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გამო, 6 მა­ისს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლავ­ზე გას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს.
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat