2 საათის წინ გარდაიცვალა საგურამოს წმინდა ილია მართლის მონასტრის მღვდელმონაზონი შიო (ჯოხაძე). რამდენიმე თვის წინ "კარიბჭის" გვერდზე გავავრცელეთ მისი სულისშემძვრელი გალობა,
რომელსაც ცრემლების გარეშე ვერავინ უსმენდა და დიდი გამოხმაურებაც მოყვა. მამა შიო წიწამურის მშენებარე მონასტერში გულის შეტევით გარდაიცვალა და ამ წუთებში იქ არის დასვენებული. საღამოს კი წმინდა ილია მართლის მონასტერში გადაასვენებენ.
უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი. გთხოვთ თქვენს ლოცვებში მოიხსენიოთ ახალშესვენებული მღვდელმონაზონი შიო.
მამა შიოს ეს სავედრებელი ღვთისმშობლისადმი ნუგეშად დარჩება ყველას, ვინც მას იცნობდა. შეისმინოს დედა ღვთისმშობელმა თქვენი გულიდან ამოსული ლოცვა, მამაო! გადაგირჩინოთ განსაცდელში მყოფი საქართველო! ნათელში იყავით!
ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი.ძალიან კარგი ადამიანი იყო.სურამში მართალი იობის დედათა მონასტერში როცა მოღვაწეობდა დიდი სიყვარული და პატივისემა დაიმსახურა მრევლში.
ძალიან გული დაგვწყვიტა.
05.08. 2017
სოსო
ნათელში ამყოფოს ღმერთმა.
04.08. 2017
ananobanano
gmertma natelshi amuofos mama shios wminda suli!
30.07. 2017
ნინო
საუკუნო იყოს ხსენება მისი :(.
29.07. 2017
მე
ძალიან თბილი კეთილუ და გულიანი მამაო ძალიან დამწყდა გული უფალმა ნათელში ამყოფოს
2007 წელს კუმისის ტბის სანაპიროზე, სოფელ კუმისში შევიძინე სახლი. სოფელში იყო გაყვანილი სასმელი და ტექნიკური წყლები, იყო შუქი, დადიოდა ავტობუსი და მატარებელი.