მესტიის საკათედრო ტაძარში აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები 15 ივლისამდე იქნება დაბრძანებული
მესტიის საკათედრო ტაძარში აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები 15 ივლისამდე იქნება დაბრძანებული
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 9 ივლისს, მესტიის საკათედრო ტაძარში ჩაბრძანდა აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები.
მესტიის საკათედრო ტაძარში ხატები ერთი კვირის განმავლობაში იქნება დაბრძანებული. რაიონის სხვადასხვა სოფლებიდან თავმოყრილი სამღვდელოებისა და მრევლის მიერ შესრულდება ერთობლივი წირვები და პარაკლისები, ამის შემდეგ, წინასწარ გამოყოფილ დარბაზში მოეწყობა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები და გაიმართება ფილმის ჩვენება.
აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები მოსალოცად საქართველოს რეგიონებში 28 მაისიდან ერთი წელი და 4-თვე იმოგზაურებს. ეს მსვლელობა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საიუბილეო თარიღს - ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლისა და დაბადებიდან 80 წლისთავს უკავშირდება.
გაგაცნოთ წირვების გრაფიკს:
10 ივლისი - მამა ეგნატე;
11 ივლისი - მამა ლუკა, მამა შიო;
12 ივლისი - მამა ლუკა, მამა დემეტრე;
13 ივლისი - მამა ბასილი, მამა არჩილი;
14 ივლისი - მამა პეტრე, მამა იონა;
15 ივლისი - მამა იოსები, მამა კვირიკე, მამა ლაზარე.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.07.2017
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დღეს თბილისში შეიქმნა საშიშროება საზოგადოების წევრებს შორის დაპირისპირებისა.
23.07.2017
ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, ვინ დაგვეხმარება, ვინ რას მოგვცემს. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, ჩვენ რას მივცემთ სამშობლოს, რას გავაკეთებთ,
13.07.2017
2017 წლის 15 ივლისს ახალი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობა იწყება.
09.07.2017
ყველა ადამიანი დგას საშიშროების წინაშე, გახდეს ბოროტი სულის მატარებელი, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
09.07.2017
საქართველოს პატრიარქის კურთხევით, პეტრე-პავლობის დღესასწაული, რომელიც ოთხშაბათ დღეს ემთხვევა, თევზით ხსნილი იქნება. ამის შესახებ ილია მეორემ დღეს საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
06.07.2017
უკვე მეორე წელია, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე კონსტანტინოლოპის პატრიარქს არ აძლევენ უფლებას, ჩაატაროს საღმრთო ლიტურღია პანაღია სუმელას მონასტერში.
29.06.2017
ა.წ. 2 ივლისს სრულიად საქართვველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II სამების საკათადრო ტაძარში წირვის შემდეგ დალოცავს აბიტურიენტებს.
27.06.2017
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია ძალზედ ნეგატიურად აფასებს ქალაქ მარნეულში, ცენტრალური მოედნიდან თეთრიწყაროსკენ მიმავალ გზასთან სიახლოვეს, მაღლობზე მდებარე ახლად რესტავრირებულ წმ.გიორის სახელობის ტაძრის რამდენჯერმე დაზიანებისა და შელახვის ვანდალურ და ბარბაროსულ აქტს,
25.06.2017
ჩვენს მიერ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერი, რომელიც სრულად ასახავდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების საპატრიარქოში შეხვედრას, გაურკვეველი მიზეზების გამო მოულოდნელად დაიბლოკა
25.06.2017
კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, გავაძლიეროთ ლოცვა, რათა ბოროტმა ძალამ საქართველოს დაპყრობა ვერ შეძლოს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი

საკუთარი თავის უნდობლობა, საყვარელო ძმაო, ისეთი აუცილებელია ჩევნს ბრძოლაში, რომ მის გარეშე, მერწმუნე, არათუ სასურველ გამარჯვებას მოიპოვებ, მტრის ყველაზე უმნიშვნელო თავდასხმასაც ვერ გაუძლებ.
საიტის პარტნიორები