წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში დღეს, 23:30 საათზე ჩამოიტანენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში დღეს, 23:30 საათზე ჩამოიტანენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში ჩარტერული რეისით დღეს, 23:30 საათზე, ჩამოიტანენ. ამის შესახებ "პილიგრიმ ტურსის" დამფუძნებელმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მათი ტურისტული ჯგუფის წევრებს ისრაელის საზღვარზე შესვლისას პრობლემები არ შექმნიათ. ჯგუფის რამდენიმე წევრი უფლის აღდგომის ტაძარში უკვე იმყოფება და სხვა მორწმუნეებთან ერთად წმინდა ცეცხლის გადმოსვლას დაელოდება.

ლაშა ჟვანიამ აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის გადმოსვლისას ტრადიციულად სხვადასხვა ქრისტიანული რელიგიის წარმომადგენლების სიმრავლეს გაუსვა ხაზი.

"ტაძარში დაახლოებით 3-4 ათასი მომლოცველი ეტევა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მართმადიდებლებთან ერთად იერუსალიმში სხვა ქრისტიანული სარწმუნეობის მომლოცველებიც ჩადიან. მაგალითად, კოპტები, რომლებიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. პრაქტიკულად დევნასა და შევიწროებაში იმყოფებიან. ბევრი მოწამებრივი სიკვდილით კვდება. პილიგრიმობაზე იერუსალიმში ძალიან ბევრი კოპტი ჩადის. მაგალითად, წელს 10 ათასამდე კოპტია ჩასული. საქართველოდან ტაძარში 100 მომლოცველი რომ მოხვდეს, ეს ძალიან ბევრია. რამდენიმე ქართველს ვესაუბრე და ისინი უკვე ტაძარში იმყოფებიან", - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.05.2017
ლადო ასათიანისა და მირზა გელოვანის 100 წლისადმი მიძღვნილი კონფერენცია

- ვინ თქვა სოფელში პატარა სკოლა, ვინ მოიგონა სიმცირე მისი? მაპატიოს სიმონ ჩიქოვანის სულმა სამშობლოზე ნათქვამი რომ გადავაკეთეთ, მაგრამ სოფელი და სოფლის სკოლაც ხომ სამშობლოა, სამშობლოსავით მოსაფერებელი, დასაცავი და საპატრონო.
21.05.2017
21 მაისს, წმინდა მოციქულის იოანე ღმრთისმეტყველისა და ღირსი არსენი დიდის ხსენების დღეს, ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი - სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრით დააჯილდოვა.
18.05.2017
სურამისა და ხაშურის ეპარქიის მღვდელმთავრის - მეუფე სვიმეონის კურთხევით, ხაშურში, მე-7 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე შენდება 12 მოციქულის სახელობის ტაძარი. მშენებლობას ხელძღვანელობს მამა ლევან ახვლედიანი.
17.05.2017
გელათის სასულიერო აკადემია და სემინარია აცხადებს აბიტურიენტთა მიღებას 2017-2018 ს/წ შემდეგ ფაკულტეტებზე:
11.05.2017
ათონელმა ბერებმა, რომელთაც მსოფლიო პატრიარქის მოხსენიება შეწყვიტეს, მიიღეს შეტყობინება, რომ უნდა დატოვონ თავიანთი სენაკები.
10.05.2017
ა.წ 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, აწყურის და ივერიის ღვთისმშობლის ხატები თბილისში შემობრძანდება.
09.05.2017
გთავაზობთ ფრაგმენტებს კვიპროსის ეკლესიის იერარქის, მორფის მიტროპოლიტის - ნეოფიტეს ვრცელი ინტერვიუდან. მეუფე ნეოფიტე პირადად იცნობდა ჩვენი თანამედროვეობის უდიდეს მოსაგრე მამებს:
06.05.2017
წმინდა გიორგი სწრაფად შემწე და დამხმარეა ყველა გაჭირვებული ადამიანის, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ქაშუეთის ეკლესიაში წმინდა გიორგის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.
25.04.2017
მოგეხსენებათ, 1121 წლის 12 აგვისტოს ქართველთა ლაშქარმა წმიდა კეთილმსახური მეფის - დავით აღმაშენებლის სარდლობით, ეპოქალური გამარჯვება მოიპოვა თურქ-სელჩუკთა ლაშქარზე, რომელიც ისტორიაში მოიხსენიება, როგორც "ძლევაჲ საკვირველი".
21.04.2017
ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერის საინფორმაციო გამოშვებიდან გავიგეთ, რომ თუ წვევამდელებს ჯარში წასვლა არ სურთ ან არ უხერხდებათ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
აღდგომიდან მე-7 კვირა მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას ხსენების დღეა

შვიდი წლის იყო სპარსთა მეფის ქასრე ანუშარვან სასანიანის ძე მიჰრანი, როდესაც ქართლში, მცხეთას ჩამოიყვანა მამამ და ცოლად შერთო ასფაგურ ქართლის მეფის ასული აბეშურა.
საიტის პარტნიორები