2016 წლის 21 სექტემბერს იტალიის ქალაქ კიეტში მუშაობა დაასრულა მართლმადიდებლურ-კათოლიკური დიალოგის საერთაშორისო კომისიის XIV პლენარულმა სხდომამ.
საჭირო ცვლილებებისა და დამატეტების შეტანის შემდეგ პლენარულ სხდომაზე ხელი მოეწერა საერთო დოკუმენტს სინოდალურობისა და პრიმატის შესახებ პირველი ათასწლეულის ეკლესიაში, ეს დოკუმენტი ერთიანობასა და ურთიერთგაგებას ემსახურება.
საქართველოს ეკლესიის დელეგაციამ გააკეთა განცხადება და არ დაეთანხმა დოკუმენტის კონკრეტულ პუნქტებს. ეს განცხადება ჩათული იქნა პლენარულ სხდომაზე მიღებულ კომუნიკეში და შეტანილი იქნება დანართის სახით დოკუმენტში, რომელიც უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება კომისიის სახელით.
სხდომის მონაწილეებმა განიხილეს თემა, რომელიც შერჩეული იქნა, როგორც დიალოგის მორიგი განსახილველი საკითხი. რუსეთის ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა დასვა საკითხი იმის შესახებ, რომ განხილული იქნას სინოდალურობისა და პრიმატის თემა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიებში მეორე ათასწლეულში. მან ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია განვიხილოთ უნიის საკითხი, რომელიც 1054 წლის განხეთქილების შემდეგ წამოიჭრა და რომელიც მართლმადიდებლურ-კათოლიკურ ურთიერთობებში მთავარ დამაბრკოლებელ ქვაკუთხედს წარმოადგენს.
მიტროპოლიტმა ილარიონმა დამსწრეთ შეახსენა, რომ ერთობლივ კომისიას წინა შეკრებაზეც (2000 წელს ბალტიმორში) უნდა განეხილა ეს საკითხი, მაგრამ მართლმადიდებლურ და კათოლიკურ მხარეებს შორის აზრთა სხვადასხვაობის გამო ბალტიმორში სხდომამ მუშაობა დაასრულა.
მას შემდეგ, რაც კომისიამ განაახლა მუშაობა - განაგრძო მეუფე ილარიონმა, - შემოთავაზებული იქნა პირველობისა და სინოდალურობის საკითხის განხილვა. ჩვენი ეკლესია დათანხმდა ამ წინადადებას იმ პირობით, თუკი განიხილებოდა უნიატობის კანონიკური და ეკლესიოლოგიური შედეგები. მაგრამ 10 წლის განმავლობაში კომისია არცერთხელ არ შეხებია ამ თემას. ჩვენი დიალოგის ლოგიკა მოითხოვს, რომ მას შემდეგ რაც მივიღეთ დოკუმენტი სინოდალურობისა და პრიმატის შესახებ პირველ ათასწლეულში, უნდა გადავიდეთ სინოდალურობისა და პრიმატის განხილვაზე აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიებში მეორე ათასწლეულებში. და აქ ჩვენ გვექნება 1054 წლის განხეთქილების პრობლემა, მეორე ათასწლეულის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი - უნიატობა. სავარაუდოდ გვექნება ბევრი სადავო საკითხი და ჩვენ ბევრ მათგანზე ვერ შევთანხმდებით. ამის მიუხედავად, ჩვენი დიალოგის მიზანი არა მხოლოდ იმ საკითხებზე საუბარია, რომლებშიც ასე თუ ისე ვეთანხმებით ერთმანეთს, არამედ ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ უთანხმოების მიზეზებიც. და უნიატობის საკითხი ერთ-ერთი ასეთი მწვავე საკითხია.
სიტყვით გამოვიდა რუსეთის ეკლესიის დელეგაციის წარმომადგენელი არქიმანდრიტი ირინეოსი (სტინბერგი), რომელმაც აღნიშნა, რომ მეორე ატასწლეულში პრიმატისა და სინოდალურობის თემის განხილვისას კომისიაში მართლაც იქნება სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა. ამის მიუხედავად უნიის თემა უნდა განვიხილოთ. მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ეკლესიას გაუჭირდება დიალოგში მონაწილეობა, თუ უნიის საკითხის ეკლესიოლოგიური და კანონიკური შედეგები არ იქნება განხილული.
მსჯელობის შემდეგ საკითხი განსახილველად გადაეცა ერთობლივი კომისიის საკოორდინაციო კომიტეტს, რომელიც 2017 წლის განმავლობაში უნდა შეიკრიბოს.
სხდომაზე მიღებულ კომუნიკეში სხდომის მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს კიეტის არქიეპისკოპოსს ბრუნო ფორტეს გულითადი მასპინძლობისთვის.
ერთობლივმა კომისიამ სოლიდარობა გამოუცხადა ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის მოსახლეობას, დოკუმნეტში მოხსენიებულია ტერორისტების მიერ მოტაცებული ალეპოს მიტროპოლიტი პავლე (ანტიოქიის საპატრიარქო), რომელიც გაერთიანებული კომისიის წევრია, აგრეთვე გრიგორი ჯონ იბრაჰიმი (ასირიულ-იაკობიტური ეკლესია).
წყარო:
https://mospat.ru/