თურქეთში უძველესი ქრისტიანული ტაძარი მნახველებისთვის გაიხსნება
12.09.2016
თურქეთში, ბურსას პროვინციის იზნიკის ტბის ნაპირიდან 20 მეტრში, 2014 წელს აღმოჩენილი მე-4 საუკუნის ბაზილიკა სულ მალე მნახველებისთვის გაიხსნება.
ბოლო თვეების განმავლობაში მისი რესტავრაცია მიმდინარეობდა.
ბურსას უნივერსიტეტის არქეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მუსტაფა შაჰინი აცხადებს, რომ მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ თვის პირველ და ბოლო შაბათს მოინახულონ რომის პერიოდის ამ უძველესი ქრისტიანული ტაძრის ნაშთები. ტაძარი აგებული იყო წმინდა ნეოფიტეს სახელზე, რომელიც 303 წელს ლეგიონერებმა მოკლეს ზუსტად ამ ადგილას.
თურქი არქეოლოგები და ისტორიკოსები ამბობენ, რომ ტაძარი 740 წელს დანგრეულა ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ხოლო შემდგომში ნანგრევები ტბას დაუფარავს.