იტალიურმა გაზეთმა La Repubblica დღეს მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელიც ძირითადად ცოტა ხნის წინ კრეტაზე ჩატარებულ კრებას მიეძღვნა.
"წმინდა კრებამ მის მიერ რედაქტირებულ და დამტკიცებულ დოკუმენტებში განიხილა და გადაჭრა თანამედროვე მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის მნიშვნელოვანი საკითხები, ყოველდღიური სამოძღვრო პრობლემები, ისეთი, როგორიც არის ქორწინება, მართლმადიდებელთა დამოკიდებულება დანაჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან და ქრისტიანთა შორის და კონფესიათა შორის დიალოგის აუცილებლობა", - განაცხადა პატრიარქმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ "არამართლმადიდებელი ეკლესიებიდან და ქრისტიანული ორგანიზაციებიდან დამკვირვებლების ყოფნა კრებაზე კონკრეტული მაგალითია იმისა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სხვა ქრისტიანებთან თანამშრომლობას." მსოფლიო პატრიარქი იღებს პასუხისმგებლობას ქრისტიანთაშორისი და რელიაგიათაშორისი დიალოგისა და კოორდინაციის უზრუნველყოფაზე და ამ კურსის გაძლიერებაზე სახარების სწავლების შესაბამისად."
მსოფლიო პატრიარქი ასევე დარწმუნებულია, რომ გარდა ორმხრივი დიალოგისა კათოლიკურ ეკლესიასთან, შესაძლებელია ერთობლივი ქმედებებისა და ინიციატივების განხორციელება, ასეთი იყო მაგალითად პაპი ფრანცისკეს ვიზიტი კუნძულ ლესბოსზე დევნილთა ბანაკის მოსანახულებლად."
დაბოლოს, La Repubblica-ს კითხვაზე, როგორ განვითარდება ეკუმენისტური დიალოგი 2025 წლისათვის, როდესაც პირველი მსოფლიო კრებიდან 17 საუკუნე სრულდება, მისმა უწმინდესობა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა უპასუხა:
"მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს რწმენა უფლისა და ოპტიმიზმი, რომ გაგრძელდება საღვთისმეტყველო დიალოგები, განსაკუთრებით რომაულ-კათოლიკურ და-ეკლესიასთან და უახლოეს წლებში გვექნება მნიშვნელოვანი პროგრესი. არ იქნებოდა გონივრული კონკრეტული წლების ლიმიტის განსაზღვრა ჩვენი დიალოგისათვის... მიგვაჩნია, რომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ გულწრფელად, სიყვარულით, ლოცვით და უფლის დიდებით. თუ მისი ნება იქნება, ჩვენი მოქმედება შედეგს გამოიღებს, გადავწყვეტთ ჩვენს უთანხმოებებს და გავერთიანდებით".
წყარო:
http://www.romfea.gr