ანტიოქიის ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილება მსოფლიო კრების შესახებ
ანტიოქიის ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილება მსოფლიო კრების შესახებ
ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 2016 წლის 27 ივნისს, კრეტაზე გამართული კრების დასრულების შემდეგ, მორიგი მე-7 რიგგარეშე სესია მოიწვია უნეტარესი პატრიარქის იოანე X-ს ხელმძღვანელობით და ამ პრობლემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღო:

"მამებმა განიხილეს მართლმადიდებელთა კრებასთან დაკავშირებული პრობლემა. ამ კრებისთვის მზადება 50 წელია მიმდინარეობს. ანტიოქიის ეკლესიამ მოითხოვა კრების გადადება საერთომართლმადიდებლური ერთობისა და სადაო საკითხებზე კონსენსუსის მისაღწევად, აგრეთვე ყველა ადგილობრივი ეკლესიის მონაწილეობისათვის ეკლესიოლოგიური პირობების შესაქმნელად."

იმის გათვალისწინებით, რომ:
- ანტიოქიის ეკლესიის თხოვნა კრების გადადების შესახებ, ისევე როგორც საქართველოს, ბულგარეთისა და რუსეთის ეკლესიების თხოვნები, არ იქნა მოსმენილი;
- იგეგმებოდა, რომ კრება უნდა ყოფილიყო საერთომართლმადიდებლური, მაგრამ ჩატარდა ოთხი ავტოკეფალური ეკლესიის გარეშე, რომლებიც მსოფლიო მართლმადიდებელთა ნახევარზე მეტს წარმოადგენენ.
- იგნორირებული იქნა ევქარისტიული ერთობის საფუძველზე ეკლესიათა შორის მართლმადიდებლური ერთობის დამყარების აუცილებლობა, კრების დაწყებამდე არ იქნა მოძებნილი გამოსავალი კრიზისიდან, რაც გამოწვეულია იერუსალიმის პატრიარქის მიერ ანტიოქიის საპატრიარქოს იურისდიქციის საზღვრების დარღვევით და კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მოლაპარაკებები ამ საკითხზე კრების დასრულების შემდეგ განსახილველად გადადო.
- კრების არაერთმა მონაწილემ თავიანთ განცხადებებში უსამართლოდ დაგმეს ის ეკლესიები, რომლებიც კრებაზე არ ჩავიდნენ და არ დაუგმიათ ის, ვინც მოსამზადებელი სამუშაოები ჩაატარა.
კრეტის კრებაზე გამოთქმული პოზიციებისა და განცხადებების, აგრეთვე ბოლოდროინდელი შეცდომების გათვალისწინებით, მამებმა დაადგინეს შემდეგი:

პირველი: საერთომართლმადიდებლური თანამშრომლობა შეიძლება დაფუძნებული იყოს მხოლოდ ყველა ადგილობრივი ეკლესიის მონაწილეობასა და კონსენსუსზე. მამები აღნიშნავენ, რომ ეს პრინციპი არის არა ანტიოქიის ეკლესიის ახალი შემოთავაზება, არამედ უცვლელი მართლმადიდებლური პრინციპი, რომელიც კრების მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებისას დაადგინა კონსტანტინოპოლის უნეტარესმა პატრიარქმა ათენაგორამ. მისი საქმე გააგრძელა უნეტარესმა პატრიარქმა დიმიტრიმ, რომლის დროსაც ფორმულირებული იქნა კრებისწინა მოსამზადებელი შეხვედრების წესები. ეს წესები აშკარას ხდის, რომ კრების ნებისმიერი სამუშაო, თუნდაც მოსამზადებელი შეხვედრა, უნდა განხორციელდეს კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ მხოლოდ ყველა ეკლესიის თანხმობის შემდეგ, ასევე ყველა გადაწყვეტილება მიიღება ერთსულოვნად ყველა ადგილობრივი ეკლესიის მიერ და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მათი წარდგენა დიდ კრებაზე.

მეორე: მამები აღნიშნავენ, რომ მისი უწმინდესობა კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე ხაზს უსვამდა ამ პრინციპს წინასაკრებო მოსამზადებელ შეხვედრებზე. კერძოდ, მან 1999 წელს შეაჩერა კომისიის მუშაობა იმის გამო, რომ შეხვედრიდან წავიდა ერთ-ერთი ეკლესია. ამის გამო დიდი კრების მოსამზადებელი სამუშაო 10 წლით გადაიდო. მამებისთვის გაუგებარია, თუკი ერთი ეკლესიის არყოფნა გახდა კრების მოსამზადებელი შეხვედრის გადადების მიზეზი, ოთხი ეკლესიის არყოფნა რატომ არ იყო თვით "დიდი კრების" ჩატარებისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორი.

მესამე: მამები აღნიშნავენ, რომ კონსენსუსის პრინციპი მაშინ დადასტურდა, როცა კრებისთვის მზადება განახლდა - 2009 წელს. მეოთხე მოსამზადებელ კონფერენციაზე 2009 წელს ანტიოქიის დელეგაციის კონსულტანტმა, დოქტორმა ალბერტ ლახამმა ხაზი გაუსვა ამ პრინციპის მნიშვნელობას გადაწყვეტილებების მიღებისას, მან აღნიშნა, რომ როცა ერთსულოვნება არ არის რაიმე საკითხზე, ეს საკითხი ეგზავნება მოსამზადებელ კომისიას შემდგომი შესწავლისათვის - ასეთია საერთომართლმადიდებლური შეხვედრების პროცედურის წესები. მაშინ ეს შეთავაზება დაამტკიცა ყველა მონაწილე ეკლესიამ, მათ შორის შეხვედრის თავმჯდომარემაც. ამ წინადადების მეშვეობით იქნა მიღებული გადაწყვეტილება დიასპორის საკითხებზე და საეპისკოპოსო კონფერენციებზე.

მეოთხე: მამები ადასტურებენ, რომ ანტიოქიის პატრიარქის პოზიცია, რომელიც შეიცავს ერთსულოვნების მიღწევის მოწოდებას ავტოკეფალური ეკლესიების კონსენსუსის უზრუნველყოფის გზით დღის წესრიგის საკითხებში, მიზნად ისახავს მართლმადიდებლური ტრადიციის შესაბამისად, კრების მოსამზადებელ პერიოდში მართლმადიდებლური ერთობის დამყარებას. ანტიოქიის ეკლესია არ მოელოდა, რომ ეს მყარი პრინციპი სადავო გახდებოდა და მასზე უარს იტყოდნენ ისინი, ვინც თავად დაადგინა იგი და იცავდა, როგორც მართლმადიდებლური ერთობის გარანტიას. ამ ერთობის მიღწევა შეუძლებელია, თუკი თუნდაც ერთი ეკლესია არის გამორიცხული პროცესიდან ანდა მისი წინადადება უარყოფილია. უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესიის მეთაურთა შეკრებაზე 2014 წელს ეს პრინციპი დამტკიცდა, როცა დადასტურდა, რომ კრებისა და მოსამზადებელი პერიოდის ყველა გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას კონსენსუსის გზით. მამაები სვამენ კითხვას: როგორ უნდა მივაღწიოთ კონსესნუსს, როცა ანტიოქიის ეკლესიამ ხელი არ მოაწერა ეკლესიის მეთაურთა 2014 წლის და შამბეზის 2016 წლის შეკრებებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს? როგორ იქნა მიღწეული კონსენსუსი კრეტაზე, როცა 4 ეკლესია კრებას არ ესწრებოდა?

მეხუთე: მამები კვლავ აღნიშნავენ, რომ ანტიოქიის ეკლესიის წინადადება კრების გადადების თაობაზე ამა თუ იმ საკითხზე ერთსულოვნების არქონის შემთხვევაში არ არის რაიმე სიახლე.

ანტიოქიის ეკლესია გამოხატავდა თავის ნათელ პოზიციას მთელი მოსამზადებელი ეტაპის განმავლობაში, ბოლო 2 წლის მანძილზე. ანტიოქიის ეკლესია არასოდეს უარყოფდა რომელიმე ადგილობრივ ეკლესიას საერთომართლმადიდებლური თანამშრომლობის საქმეში. შედეგად, ყველაფერი, რაც მედიაში დაიწერა კრებაში ანტიოქიის ეკლესიის უპირობო თანხმობის შესახებ, იყო ტყუილი, ხოლო მსჯელობებს იმის შესახებ, რომ ანტიოქიის პატრიარქის დაესწრებლობას კრებაზე აქვს პოლიტიკური მიზეზები, არ გააჩნია არანაირი საფუძველი. ანტიოქიის ეკლესიის თანხმობა მოსამზადებელ სამუშაოებში მონაწილეობაზე იკონომიის გამო, სულაც არ ნიშნავს, რომ იგი დათმობებზე მიდის და უარს ამბობს თავის პოზიციებზე. პირიქით, მისი მონაწილეობა ნიშნავდა მცდელობას, გამოგვერიცხა ყველა წინააღმდეგობა, რომლებიც არ გვაძლევდა საშუალებას (და დღემდე არ გვაძლევს შესაძლებლობას), ჩაგვეტარებინა კრება.

მეექვსე: ანტიოქიის ეკლესიის სინოდი გაკვირვებულია ზოგიერთი ეკლესიის პოზიციით, რომლებმაც ცოტა ხნის წინ მოუწოდეს, გვერდი აევლოთ კონსენსუსის პრინციპისთვის ანდა დაემახინჯებინათ იგი გარკვეული ინტერპრეტაციებით, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთომართლმადიდებლური კრებების პროცედურის წესებს, რომლებიც მიღებული იქნა 1986 წელს, მას ხელი მოაწერეს ყველა ეკლესიის მეთაურებმა და შემდგომ 2015 წლის ოქტომბრის მოსამზადებელ შეხვედრაზეც მიიღეს. სინდოის წევრები ასევე გაკვირვებულნი არიან ასეთი მიდგომით, რომ კრების ჩატარება დაგეგმილ დროს უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე ეკლესიის ერთობა და კათოლიკეობა. ამათან დაკავშირებით ანტიოქიის ეკლესია მადლობას უხდის ყველა ეკლესიას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მის სწორ დამოკიდებულებასკრების მიმართ, განსაკუთრებით რუსეთის, საქართველოს, ბულგარეთისა და სერბეთის ეკლესიებს.

მეშვიდე: მამებს სურთ, შეახსენონ კრეტაზე შეკრებილ ძმებს, რომ 1986 წელს დამტკიცებული წინასაკრებო კონფერენციების პროცედურათა წესების მე-17 პუნქტში წერია, რომ თუ წინასაკრებო შეხვედრაზე განხილულ რომელიმე საკითხზე ვერ იქნა მიღწეული ერთსულოვნება, მაშინ ამ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიიღება და იგი იგიზავნება წინასაკრებო შეხვედრების მოსამზადებელ კომისიაში შემდგომი შესწავლისა და მომზადებისათვის. ამავე წესების მე-4 პუნქტში წერია, რომ არ შეიძლება რომელიმე საკითხის მოხსნა ან დამატება იმ საკითხთა სიაში, რომლებიც მომზადდა და შეთანხმდა საერთომართლმადიდებლურ დონეზე, მის სათანადო შესწავლამდე მაინც - ამის შემდეგ ხდება წმინდა და დიდი კრების მოწვევა. მამებისთვის გაუგებარია, როგორ მოიწვიეს დიდი კრება, როცა არ იყო დასრულებული მოსამზადებელი სამუშაოები დღის წესრიგის საკითხებზე: ორ ეკლესიას ჰქონდა შენიშვნები დოკუმენტზე: "ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები", ანტიოქიის ეკლესიამ კი უარი თქვა დღის წესრიგიდან სამი მნიშვნელოვანი საკითხის (საეკლესიო კალენდრის, დიპტიქისა და ავტოკეფალიის და მისი გამოცხადების საკითხი) ამოღებაზე.

მერვე:
მამები ხაზს უსვამენ, რომ ახალი რეალობა, რომელიც კრეტის კონფერენციამ შექმნა მართლმადიდებლური სამყაროსათვის, გვიჩვენებს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიების კონსენსუსი არის ოქროს წესი მართლმადიდებელთა ერთობის უზრუნველსაყოფად. მამების აზრით, ეს წესი არის მყარი საფუძველი იმ შედეგების გადასალახავად, რაც კრეტის ეპისკოპოსთა კონფერენციას მოყვა.

მეცხრე: ამტკიცებენ, რომ კრეტაზე ჩატარებული კრება თითქოს იყო მსოფლიო კრება და გამოდიან მსოფლიო კრების მოწვევის პრინციპებიდან, ამასთან დაკავშირებით მამები აცხადებენ, XX საუკუნის დასაწყისიდან მართლმადიდებელმა ეკლესიებმა გადაწყვიტეს, შეეცვალათ მსოფლიო კრების მოწვევა საერთომართლმადიდებლური კრებით. მისი დღის წესრიგი და რეგლამენტი დადგინდა მართლმადიდებელთა შეკრებაზე, რომელიც როდოსზე 1961 წელს ჩატარდა. მოსამზადებელი სამუშაო გრძელდებოდა 55 წელი. ამ საერთომართლმადიდებლური კრების საგანგებო ხასიათის გამო შეთანხმდნენ იმაზე, რომ კრებას არ დაესწრება მსოფლიოს ყველა მართლმადიდებელი ეპისკოპოსი, როგორც ამას ითხოვს მართლმადიდებლური ტრადიცია და რომ ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება ყველა ავტოკეფალური ეკლესიის კონსენსუსის გზით და თითოეულ ადგილობრივ ეკლეისია ექნება მხოლოდ ერთი ხმა. ასე, რომ ნებისმიერი მტკიცება, თითქოს კრეტაზე ჩატარებული კრება არის მსოფლიო კრება, რომელზეც ვრცელდება მსოფლიო კრების წესები, უსაფუძვლოა. ის ასევე ავალდებულებს მონაწილეებს პატივი სცენ პროცედურის შესაბამის წესებს იმ შემთხვევაში, თუკი კრებას საერთომართლმადიდებლურად მიიჩნევენ.

ამრიგად, ანტიოქიის ეკლესიის წმინდა სინოდის მამები აცხადებენ, რომ კრეტის შეხვედრა ვერ აკმაყოფილებს დიდი კრების წინასაკრებო კონფერენციის იმ პროცედურის წესების მოთხოვნებსაც კი, რომელიც 1986 წლის წინასაკრებო შეხვედრაზე დამტკიცდა და დღემდე მოქმედებს. პროცედურის წესებში ნათქვამია, რომ ამ კონფერენციის მოსაწვევად ყველა ადგილობრივი ეკლესიის თანხმობაა საჭირო (პუნქტი 2) და რომ გადაწყვეტილების მიღება ყველა ადგილობრივი ეკლესიის თანხმობით ხდება (პუნქტი 16) - ეს მოთხოვნები არ დაიცვა კრეტის ასამბლეამ.

წმინდა სინოდი ერთხმად ადგენს:

1. კრეტის შეხვედრა ჩაითვალოს დიდი საერთომართლმადიდებლური კრების წინასაკრებო შეხვედრად და მისი ყველა დოკუმენტი მიჩნეულ იქნას არა საბოლოო, არამედ ღია სამსჯელო, განსახილველ დოკუმენტად ცვლილებების შესატანად იმ დროისათვის, როცა მოწვეული იქნება საერთომართლმადიდებლური კრება ყველა ეკლესიის მონაწილეობით.
2. არ იქნას მიჩნეული კრებად ნებისმიერი მართლმადიდებლური შეხვედრა, რომელშიც არ მონაწილეობს ყველა ადგილობრივი ეკლესია და ხაზი გაესვას საერთო თანხმობის პრინციპი რჩება მთავარ პრინციპად მართლმადიდბელთა შორის ურთიერთობებში. ამგვარად, ანტიოქიის ეკლესია უარს ამბობს აღიაროს, რომ კრეტაზე ჩატარებულ შეხვედრას შეიძლება ეწოდოს "მართლმადიდებელთა დიდი კრება" ან "დიდი წმინდა კრება".

3. ვადასტურებთ, რომ კრეტის კრებაზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება არავითარ შემთხვევაში არ არის სავალდებულო ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის ეკლესიისთვის.

4. დაევალოს კრეტის კრების შედეგების მონიტორინგზე პასუხისმგებელ კომისიას, წარმოადგინოს დაწვრილებითი დასკვნა წმინდა სინოდის მომდევნო სხდომაზე კრეტის ფორუმის მოსალოდნელი შედგების შესახებ.

5. ყველა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიას, აგრეთვე სამოქალაქო ხელისუფლებებსა და სასულიერო იერარქებს უცხოეთში გაეგზავნოს წერილები, რომლებშიც ეცნობებათ ანტიოქიის ეკლესიის გადაწყვეტილების შესახებ.

6. მოვუწოდებთ მორწმუნე მრევლს, ანტიოქიის წმინდა სინოდის მამებთან ერთად ილოცონ მართლმადიდებელთა ერთიანობის შენარჩუნებისა და გამოვლენისათვის თანამედროვე მსოფლიოში."

 

წყარო: http://antiochpatriarchate.org/

ბეჭდვაელფოსტა
09.07. 2016
sos
10 წელი თუ მზადდებოდა კრება ახლა გახდა ვაიუშველებელი? რა, აქამდე არ იცოდნენ რა უნდა ყოფილიყო იქ საკითხებად? მაგრამ ხალხს როგორც უნდათ ისე აყრიან თვალში ნაცარს, მარა რად გინდა რა , ხალხიც წარმატებით არის გახვეული ამ ნაცრის ბურუსში , არ უნდა ხალხს ჭეშმარიტება ... მოკლედ რა.. ვეღარაფერს ვამბობ ... ღმერთმა გვიშველოს ვისაც ხსნა უნდა სულის.
09.07. 2016
თემა
ყველას თავისი გასაჭირი აწუხებს!!! ჯერ უკანონო ტიტულები მოიშორეთ და მერე ვილაპარაკოთ და გავაკრიტიკოთ სხვები!!!
სხვა სიახლეები
04.05.2024
იე­რუ­სა­ლიმ­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე, წმინ­და ცე­ცხლი გად­მო­ვი­და.
04.05.2024
გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გამო, 6 მა­ისს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლავ­ზე გას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს.
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat