დიდი კრების მიმართვა მართლმადიდებლებისა და ყველა კეთილი ნების ადამიანისადმი
დიდი კრების მიმართვა მართლმადიდებლებისა და ყველა კეთილი ნების ადამიანისადმი
გაეცანის დიდი კრების დასკვნით მიმართვას მართლმადიდებლებისა და ყველა კეთილი ნების ადამიანისადმი:
დიდება და მადლობა უფალს რომლის "მადლითა და წყალობით" შევიკრიბეთ სულთმოფენობის კვირაში (18-26 ივნისს) კუნძულ კრეტაზე, სადაც მოციქული პავლე და მისი მოწაფე მოციქული ტიტე სახარებას ქადაგებდნენ ეკლესიის დაარსების ადრეულ წლებში. ჩვენ ვმადლობთ უფალს, ყოვლადწმინდა სამებას, რომ თანხმობით დავასრულეთ მართლმადიდებელთა წმინდა სინოდის კრება, რომელიც მსოფლიო პატრაირქმა ბართლომეოსმა მოიწვია ადგილობრივი ავტოკეფალური ეკლესიების მეთაურებთან შეთანხმებით.

მოციქულთა და წმინდა მამათა მაგალითზე მივყვებით სახარების სწავლებას თავისუფლებაზე : "თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ" (გალ. 5,1). თეოლოგიური სწავლების ძიებისას ვრწმუნდებით, რომ ეკლესია თავისთვის კი არ ცოცხლობს, არამედ წმინდა სახარების მადლისა და ჭეშმარიტების დამოწმებით ქადაგებს მთელს მსოფლიოში საღვთო ნიჭებს: სიყვარულს, მშვიდობას, სამართლიანობას, შერიგებას, ქადაგებს ჯვრის ძალას, აღდგომასა და მარადიულ სიცოცხლეს.

1) დიდი და წმინდა კრების მთავარი პრიორიტეტი იყო მართლმადიდებელი ეკლესიის ევქარისტიული ერთობა, განმტკიცებული მოციქულთა მემკვიდრე ეპისკოპოსთა ერთობით, რომელიც უნდა გაძლიერდეს და ახალი ნაყოფი გამოიღოს. ერთი წმინდა და კათოლიკე ეკლესია ადამიანთა ევქარისტიული ერთობაა ქრისტეში. როგორც მარადიული სულთმოფენობის წყარო, იგია უწყვეტი ხმა ჭვრეტისა, მეუფება და მოწმობა ღვთიური სიყვარულისა.

მოციქულთა ტრადიციებისა და საიდუმლო გამოცდილების ერთგული მართლმადიდებელი ეკლესია ჭეშმარიტი მემკვიდრეა იმ ერთი წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისა, რომელსაც აღიარებს მრწამსი და ადასტურებს წმინდა მამათა სწავლება. ჩვენი ეკლესია ინახავს საღმრთო იკონომიის საიდუმლოს იმ საიდუმლო სიცოცხლისა, რომელიც ევქარისტიითაა განმტკიცებული.

მართლმადიდებელი ეკლესია თავის ერთობას და კათოლიკეობას (კრებითობას) კრებაში გამოხატავს. კრებითობა განსაზღვრავს ორგანიზებულობას, მიღებულ გადაწყვეტილებებს და საკუთარი გზის არჩევას. ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები ეკლესიათა კონფედერაცია კი არ არის, არამედ ეს არის ერთი წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ელესია. თითოეული ადგილობრივი ეკლესია, რომელშიც ევქარისტია სრულდება, არის ერთობაში წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიაში.

სხვადასხვა ქვეყნების მართლმადიდებლურ დიასპორებში კვლავ გაგრძელდება ეპისკოპოსთა ერთობების მუშაობა მანამდე, ვიდრე კანონიკური აკრივიის (სჯულის ზედმიწევნით შესრულება) მიღწევა შესაძლებელი არ იქნება. ეს ერთობები კანონიკურად ხელდასხმული ეპისკოპოსებისაგან შედგება, რომლებიც ადგილობრივი ეკლესიების მიერ არიან ხელდასხმულნი და მათ დაქვემდებარებაში იმყოფებიან. ეპისკოპოსთა ერთობის - სინოდის - კოორდინირებული მოქმედება განსაზღვრავს მართლმადიდებლური კრებითობის (ერთიანობის) პრინციპს.

დიდი და წმინდა კრების მუშაობისას ხაზი გაესვა ეკლესიის წინამძღოლთა ერთობის საკითხს და დადგინდა, რომ დიდი წმინდა კრება იქნება მუდმივმოქმედი ინსტიტუტი.

2. საღმრთო ევქარისტიაში მონაწილეობით და სამყაროზე ლოცვით უნდა მივიღოთ მონაწილეობა საღმრთო ლიტურგიაში, და ლიტურგიის შემდეგაც ვაჩვენოთ რწმენა ახლობლებსა და შორებელთ უფლის იმ სიტყვების თანახმად, რომელიც მან ამაღლების წინ წარმოთქვა: "მოიღოთ ძალი მოსლვასა სულისა წმიდისასა თქუენ ზედა, და იყვნეთ ჩემდა მოწამე იერუსალჱმს და ყოველსა ჰურიასტანსა და სამარიასა და ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა" (საქმე. 1.8). თანამედროვე სეკულარულ საზოგადოებაში მორწმუნე ადამიანთა რეევანგელიზაცია (სახარების ღრმად შესწავლა) და სახარების ქადაგება (ევანგელიზაცია) მათთვის, ვისაც ჯერ ქრისტე არ შეუცნია, არის ეკელსიის მუდმივი მოვალეობა.


3. ჩვენი ეკლესია ჭეშმარიტი აღმსარებლობისა და მოციქულებრივი რწმენის შესაბამისად, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დიალოგს არამართლმადიდბელ ქრისტიანებთან. ამის შედეგად დანარჩენი ქრისტიანული სამყარო უფრო ღრმად გაეცნობა მართლმადიდებლური გადმოცემის ჭეშმარიტებას, წმინდა მამათა სწავლების ფასს, ლიტურგიკულ გამოცდილებას და მართლმადიდებელთა რწმენას. დიალოგები, რომელსაც აწარმოებს მართლმადიდებელი ეკლესია, არასოდეს გულისხმობს კომპრომისებს რწმენის საკითხებში.

4. ფუნდამენტალიზმის გამოვლინება სხვადასხვა რელიგიებში ავადმყოფური რელიგიურობის გამოხატულებაა. ფხიზელი რელიგიათაშორისი დიალოგი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ურთიერთნდობის, მშვიდობისა და შერიგების განვითარების საქმეში. რელიგიური გამოცდილების საწვავი ჭრილობათა საკურნებლად უნდა გამოვიყენოთ და არა სამხედრო კონფლიქტების ცეცხლის გასაღვივებლად. მართლმადიდებელი ეკლესია მკაცრად გმობს სამხედრო ძალადობას, რელიგიურ უმცირესობათა დევნას, მკვლელობას, იძულებით რწმენის შეცვლას, ლტოლვილებით ვაჭრობას, ადამიანთა გატაცებას, წამებას და საზარელი სიკვდილით დასჯას. იგი გმობს ეკლესიების, რელიგიური სიმბოლოებისა და კულტურის ძეგლების ნგრევას. ეკლესია შეშფოთებულია ქრისტიანთა და სხვა ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების მდგომარეობის გამო ახლო აღმოსავლეთსა და სხვა რეგიონებში. იგი მიმართავს მსოფლიო საზოგადოებას, დაიცვას ადგილობრივი მართლმადიდებლები და სხვა ქრისტიანები, აგრეთვე ადამიანთა ის ჯგუფები ამ რეგიონში, რომელთაც უფლება აქვთ დარჩნენ თავიანთ სამშობლოში სრულუფლებიან მოქალაქეებად. ჩვენი კრება მოუწოდებს ყველა მხარეს დაუყოვნებლივ მიმართონ ყველა ზომას, რათა შეწყდეს სამხედრო კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, სადაც კვლავაც გრძელდება სამხედრო შეტაკებები და ხელი უნდა შევუწყოთ დევნილთა დაბრუნებას თავიანთ სამშობლოში.

ჩვენ მივმართავთ ძლიერთ ამა სოფლისა, რომ მათ ხელი შეუწყონ მშვიდობისა და სამართლიანობის აღდგენას ლტოლვილთა სამშობლოში. ჩვენ მივმართავთ იმ ქვეყნის პოლიტიკურ ხელისუფლებებს, მოქალაქეებს და მართლმადიდებელ მორწმუნეებს, სადაც ლტოლვილებმა შეაფარეს თავი, რომ გააგრძელონ ლტოლვილებისათვის დახმარების გაწევა, რითიც შეუძლიათ.

5. თანამედროვე სეკულარიზაცია მიზნად ისახავს, ჩამოაშოროს ადამიანი ქრისტეს და ეკლესიის სულიერ გავლენას, გაუმართლებლად გააიგივოს იგი კონსერვატიზმთან. თუმცაღა დასავლური ცივილიზაცია ქრისტიანობის წარუშლელ კვალს ატარებს და უფრო მეტიც, ეკლესია, როგორც სფერო და ცხოვრების წესი თავისუფლებაში, ხაზს უსვამს ღმერთკაცისა და მისი სხეულის გადამრჩენელ მნიშვნელობას.

6. თავისი თანამედროვე მიდგომით ქორწინებისადმი მართლმადიდებელი ეკლესია ურღვევად მიიჩნევს ქალისა და მამაკცის კავშირს სიყვარულში, "საიდუმლო ესე დიდ არს: ხოლო მე გეტყვით ქრისტესა და ეკლესიისათვის" (ეფეს. 5,32). ამგვარად იგი ოჯახს "მცირე ეკლესიას" უწოდებს. ქორწინებით შექმნილი ოჯახი არის ბავშვების აღზრდის ერთადერთი გარანტია.

ეკლესია მუდმივად უსვამს ხაზს თავშეკავებას. ქრისტიანული ასკეზა კარდინალურად განსხვავდება ყოველგვარი დუალისტური ასკეტიზმისაგან, რომელიც განაშორებს ადამიანს საზოგადოებასა და ახლობლებს. ქრისტიანული ასკეზა კი პირიქით, აკავშირებს მას ეკლესიის საიდუმლო ცხოვრებით. თვაშეკავება ეხება არა მხოლოდ მონაზვნურ ცხოვრებას. ასკეტური სული მახასიათებელია ქრისტიანული ცხოვრებისათვის მის ყველა გამოვლინებაში.

**

წმინდა და დიდი კრება იმ კონკრეტული თემების გარდა, რომლებზეც გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, თავის მოკლე შენიშვნებს გამოთქვამს შემდეგ ონტოლოგიურ და აქტუალურ თანამედროვე პრობლემებზე:

7. რაც შეეხება ქრისტიანული რწმენის დამოკიდებულებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან, მართლმადიდებელი ეკლესია არ ისწრაფვის, რომ აკონტროლოს სამეცნიერო კვლევები და არ განსჯის თითოეულ სამეცნიერო პრობლემას. ეკლესია მადლობს უფალს, რომ რომელმაც მიჰმადლა მეცნიერებს ნიჭი, რათა შეეცნოთ უფლის ქმნილების შეუცნობელი ჰორიზონტები. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ტექნოლოგიების თანამედროვე განვითარებამ ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. მათ დიდი სარგებელი მოგვიტანეს, გააიოლეს ჩვენი ყოველდღიური ყოფა, გვეხმარებიან მძიმე დაავადებების განკურნებაში, გაიოლდა ადამიანთა შორის კომუნიკაცია, შესაძლებელი გახდა კოსმოსის კვლევა და ა.შ. ამის მიუხედავად, მათ უარყოფითი შედეგებიც აქვს, როგორიცაა, თვაისუფლებით მანიპულირება, ღირებული ტრადიციების თანდათანობით უარყოფა, გარემოს განადგურება, მორალური ღირებულებების დაკნინება. მეცნიერება როგორ სწრაფადაც არ უნდა განვითარდეს, ის ვერ ასტიმულირებს ადამიანის ნებას და ვერ გვაძლევს პასუხს სერიოზულ ეთიკურ და ცხოვრებისეულ კითხვებზე, არ გვიმსუბუქებს ცხოვრებისა და სამყაროს აზრის ძიებას. ამას სულიერი მიდგომა სჭირდება, რომელსაც ქრისტიანულ ეთიკასა და წმინდა მამათა სწავლებაზე დაყრდნობით გვთავაზობს ეკლესია ბიოეთიკის სახით.

მართლმადიდებელი ეკლესია პატივს სცემს სამეცნიერო კვლევების თავისუფლებას, თუმცა ხაზს უსვამს საფრთხეებს, რომლებიც იმალება იმ ზოგიერთ სამეცნიერო აღმოჩენაში, ადამიანის ღირსებასა და მის ღვთაებრივ დანიშნულებაზე რომ აკეთებენ აქცენტს.

8. თანამედროვე ეკოლოგიური კრიზისი სულიერი8 და ათიკური მიზეზების გამო წარმოიშვა. მისი ფესვები უკავშირდება გაუმაძღრობას, სიხარბეს და ეგოიზმს, რაც ბუნებრივი რესურსების არარაციონალურ გამოყენებას, აგრეთვე ატმოსფეროს მავნე ნივთიერებებით დაბინძურებას და სათბურის ეფექტს იწვევს. ამ პრობლემის მოგვარების ქრისტიანული მიდგომა ადამიანისგან მოითხოვს სინანულს ბუნების ბოროტად გამოყენების გამო, თავშეკავებას და ასკეტურ სულს, რომელიც ჭარბი მომთხოვნელობის საწინააღმდეგო საშუალებაა და ამავდროულად ადამიანში აღვივებს ცნობიერებას, რომ იგი მხოლოდ "ორგანიზატორია" და არა შექმნილის მბრძანებელი. ეკლესია გამუდმებით უსვამს ხაზს, მომავალ თაობას აქვს უფლება ისარგებლოს ბუნების იმ სიკეთეებით, რაც უფალმა მოგვანდო. ამიტომ, მართლმადიდებელი ეკლესია აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო მოძრაობებში ეკოლოგიის სფეროში და 1 სექტემბერი ბუნებრივი გარეემოს დასაცავად ლოცვის დღედ გამოაცხადა.

9. სხვადასხვა გზებით მიმდინარეობს პიროვნულობის უარყოფისა და ნიველირების პროცესები, რაც ჰომოგენიზაციას ემსახურება. ამის საპირისპიროდ, მართლმადიდებელი ეკლესია პატივს სცემს ადამიანთა და ხალხთა თვითმყოფადობას. ის წინააღმდეგია, რომ ეკონომიკა იყოს მოწყვეტილი ადამიანის ძირითად მოთხოვნილებებს და ადამიანი თვითმიზნად აქციოს. ადამიანის პროგრესი არ უკავშირდება მხოლოდ ცხოვრების დონის ზრდას და ეკონომიკურ განვითარებას სულიერი ღირებულებების ხარჯზე.

10. მართლმადიდებელი ეკლესია არ ერევა პოლიტიკაში. მისი სიტყვა არის გონივრული და წინასწარმეტყველური, როგორც საჭირო ჩარევა ადამიანის საკეთილდღეოდ. დღეს პოლიტიკის ყურადღების ცენტრშია ადამიანის უფლებები, როგორც პასუხი თანამედროვე პოლიტიკურ და სოციალურ კრიზისებზე და რყევებზე. მისი მიზანია ადამიანის დაცვა სახელმწიფოს ზეწოლისაგან. ჩვენი ეკლესია ხაზს უსვამს მოქალაქეთა ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას, აგრეთვე პოლიტიკოსთა და მოქალაქეთა მუდმივი თვითკრიტიკის აუცილებლობას საზოგადოების არსებითი გაუმჯობესებისათვის. ეკლესია ხაზს უსვამს, რომ ადამიანის მართლმადიდებლური იდეალი სცდება ადამინის უფლებების ჩარჩოებს და რომ "უპირატესი ყოველთა" არის სიყვარული, როგორიც ის ქრისტემ გვასწავლა და როგორი სიყვარულითაც ცხოვრობდნენ მისი ერთგული მიმდევრები. გარდა ამისა, ეკლესია ამტკიცებს, რომ ადამიანის უმთავრესი უფლება არის რელიგიური თავისუფლების დაცვა, რაც გულისხმობს სინდისის, რწმენის, თაყვანისცემის თავოსუფლებას და რელიგიურ თავისუფლების სხვა გამოხატულებებს, როგორც პიროვნებისა, ისე მთელი საზოგადოების. აგრეთვე გულისხმობს თითოეული ადამინის უფლებას, თავისუფლად, სახელმწიფოსგან ჩარევის გარეშე აღასრულოს თავისი რელიგიური მოვალეობები, შეძლოს რელიგიაზე საჯაროდ საუბარი. უნდა არსებობდეს პირობები რელიგიური გაერთიანებების ფუნქციონირებისათვის.

11.მართლმადიდებელი ელესია მიმართავს ახალგაზრდობას, რომელიც ეძებს სრულფასოვან ცხოვრებას, სავსეს თავისუფლებით, სამართლიანობით, შემოქმედებით, სიყვარულით და მოუწოდებს მას, შეგნებით შეუერთდეს ეკლესიას ქრისტე მაცხოვრისა, რომელიც არის ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ეკლესიაში მოსვლით ისინი შეძლებენ საკუთარი თავის პოვნას, თავისი საზრუნავის, შფოთვისა და მოლოდინის გაზიარებას. ახალგაზრდობა არის არა მხოლოდ ეკლესიის მომავალი, არამედ მისი ენერგიული და შემოქმედებითი დღევანდელობაც.

12. წმინდა და დიდმა კრებამ თანამედროვე მრავალფეროვანი სამყაროს ახალი ჰორიზონტები გახსნა. მან ხაზი გაუსვა ჩვენს პასუხისმგებლობას დროსა და სივრცეში მარადისობის პერსპექტივაში. მართლმადიდებელი ეკლესია უცვლელად ინარჩუნებს თავის საიდუმლო და სოტერიოლოგიურ ხასიათს, განიცდის ადამიანთა ტკივილს, შფოთვას და მოწოდებას სამართლიანობისა და მშვიდობის შესანარჩუნებლად. იგი ქადაგებს: "უგალობდით უფალსა, აკურთხევდით სახელსა მისსა, ახარებდით დღითი დღე მაცხოვარებასა მისსა" (ფს. 95).

ვილოცოთ, რომ " ღმერთმან ყოვლისა მადლისამან, რომელმან გიჩინნა თქუენ საუკუნესა მას დიდებასა მისსა ქრისტე იესუჲს მიერ, მცირედ-ღა თუ გევნო, მანვე განგამტკიცენინ თქუენ, დაგამტკიცენინ, განგაძლიერენინ და დაგამყარენინ. 11. მისა დიდებაჲ და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე, ამენ" (1პეტრე 5.10-11).


მიმართვას ხელს აწერენ კრებაზე დამსწრე 10 ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურები და დელეგაციის წევრები

წყარო: holycouncil.org

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.05.2024
იე­რუ­სა­ლიმ­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე, წმინ­და ცე­ცხლი გად­მო­ვი­და.
04.05.2024
გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გამო, 6 მა­ისს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლავ­ზე გას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს.
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat