გარდაიცვალა წმინდა მამა გაბრიელის და - ემა ურგებაძე
27.03.2016
დღეს, 27 მარტს, გარდაიცვალა წმინდა მამა გაბრიელის და - ემა ურგებაძე. უფალმა დაუმკვიდროს მას სასუფეველი.
გთავაზობთ ემა ურგებაძის ერთ მოგონებას მამა გაბრიელზე:
"ჩვენ მას ვერ ვუგებდით. ის ბავშვობიდან სხვანაირად ფაქიზი სულის კაცი იყო. როდესაც მღვდლად აკურთხეს, ხალხი თავისებურ პატივს სცემდა. გაბრიელი სახლში რომ მოვიდოდა, თავის ეკლესიაში შესული ხშირად გულსაკლავად ტიროდა. ერთხელ ეკლესიის კარი ღიად ჰქონდა და ტირილის ხმა რომ გავიგე, შევედი და შეწუხებულმა ვკითხე – ვასიკო, ძმაო, რად სტირი ასე, რამე ცუდი ხომ არ არის შენს თავს? - დაო, ქრისტე ბაგაში იშვა, მე კი ხალხი პატივს მომაგებს და ხელებზედ მკოცნის."
აქვე გთავაზობთ ფილმს, რომელშიც ქალბატონი ემა იგონებს მამა გაბრიელს:
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.