ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე: "რომელ ერთიანობაზე ვსაუბრობთ? ყველა, ვინც ეკლესიიდან გავიდა, მწვალებელი და ერეტიკოსია!"
ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე: "რომელ ერთიანობაზე ვსაუბრობთ? ყველა, ვინც ეკლესიიდან გავიდა, მწვალებელი და ერეტიკოსია!"
ქ. ლიმასოლი, 15 თებერვალი 2016 წელი.

ლიმასოლის მიტროპოლიტმა ათანასემ კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდს მიმართა წერილით , რომელშიც საუბარია მართლმადიდებელთა საყოველთაო შეკრების დოკუმენტის პროექტში საღვთისმეტყველო და კანონიკურ საკითხებში დაშვებული სერიოზული ხარვეზების შესახებ. ამ დოკუმენტის სახელწოდებაა: "მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ მსოფლიოსთან".
"ტექსტში საუბარი არ არის იმაზე, რომ ეკლესიის ერთიანობის ერთადერთი გზა არის გზა ერეტიკოსთა და განხეთქილებაში მყოფთა სინანულით დაბრუნებისა ერთიან, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიაში" - ნათქვამია მეუფე ათანასეს მიმართვაში.

წერილში, რომლის ფრაგმენტებიც ბერძნულმა საინფორმაციო სააგენტო რომფეამ გამოაქვეყნა, ცნობილი საეკლესიო მოღვაწე შეგვახსენებს: "არ არსებობს ქრისტიანული ერთობის აღდგენის აუცილებლობა, რადგან ის არ დაკარგულა, უბრალოდ ზოგიერთმა ქრისტიანმა აირჩია სხვა, მართლმადიდებლური ჭეშმარიტებისაგან განსხვავებული გზა.

არ არსებობს ეკლესიები და კონფესიები, არიან მხოლოდ ისინი, ვინც ეკლესიას განუდგნენ და მათ უნდა ვუწოდოთ ერეტიკოსები და განხეთქილებაში მყოფნი - წერს მიტროპოლიტი ათანასე და გამოხატავს გაკვირვებას იმის გამო, რომ მსოფლიო მართლმადიდებელთა კრების დოკუმენტის პროექტში უგულებელყოფილია ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები.

არ არსებობს სხვა ეკლესიები, არსებობენ მხოლოდ ერეტიკოსები და განდგომილები, თუკი გვსურს დავიცვათ ტერმინთა სიზუსტე.

მიტროპოლიტი ათანასე წერს: "მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი და წმინდა კრების
სამუშაო რეგლამენტში, კერძოდ კი მე-12 სტატიის მე-2 და მე-3 პუნქტებშიწერია, რომ ჩვენ შეგვიძლია გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრება ჯერ საკუთარ ადგილობრივ კრებაზე და მეც ჩემი სინდისის კარნახით თავმდაბლად შემაქვს განსახილველად ჩვენი ადგილობრივი ეკლესიის წმინდა სინოდზე ჩემი მოსაზრებები და მტკიცებულებანი"
მიტროპოლიტი ათანასე განიხილავს რა 2015 წლის 10-17 ოქტომბერს შამბეზში მართლმადიდებელთა საყოველთაო შეკრებაზე მიღებულ დოკუმენტს "მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ მსოფლიოსთან", წერს: "აბსოლუტურად ვეთანხმები ტექსტის პირველ სამ პუნქტს. მეოთხე პუნქტთან მაქვს ასეთი შენიშვნა: მე მჯერა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია გაერთიანებისათვის ლოცვისას გულისხმობს ეკლესიიდან წასულთა - ერეტიკოსთა და მწვალებელთა დაბრუნებას სინანულით."

შემდეგ მიტროპოლიტი განაგრძობს: "ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესია არასდროს არღვევს "ერთობასა სარწმუნოებისასა და ზიარებასა სულისა წმიდისა" და არ იღებს "ქრისტეს მორწმუნეთა" ერთიანობის აღდგენის თეორიას, რადგან სჯერა, რომ მორწმუნეთა ერთობა ქრისტეში უკვე არსებობს, ყველა მონათლული ერთობაშია ერთმანეთთან და ქრისტესთან ჩვენს ჭეშმარიტ სარწმუნოებაში. ეს ერთობა არ აქვთ ერეტიკოსებსა და განდგომილებს. სწორედ ამიტომ ეკლესია ლოცულობს მათ სინანულით დაბრუნებაზე მართლმადიდებლობაში".

"მე მჯერა, რომ მე-5 პუნქტში ნახსენები ფრაზა "ქრისტიანთა ერთობის აღდგენა" არის შეცდომა, რადგანაც ეკლესიას - ქრისტეს მორწმუნეებს ერთმანეთთან და ეკლესიის თავთან - ქრისტესთან ერთობა არასოდეს დაუკარგავთ. აქედან გამომდინარე, არ არსებობს იმის საჭიროება, რომ ხელახლა შევიძინოთ ან ვეძებოთ ეს ერთობა, რადგან ის ყოველთვის იყო, არის და იქნება. ქრისტეს ეკლესიას არასდროს შეუწყვეტია არსებობა და არც არასდროს შეწყვეტს.

თუ მოხდა ისე, რომ ადამიანები ან ადამიანთა ჯგუფები მოწყდნენ ეკლესიის სხეულს, მაშინ ეკლესია ლოცულობს და ცდილობს მისიონერული გზით დააბრუნოს ყველა სინანულით საკუთარ წიაღში ანუ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ არსებობს სხვა ეკლესიები, მაგრამ არსებობს ერესები და განხეთქილებაში მყოფნი - აი, ეს არის ზუსტი ტერმინები.
მე ვსვამ კითხვას: რატომ არის ტექსტში არაერთხელ ნახსენები "ეკლესიები" და "კონფესიები"? რა განსხვავებას გულისხმობდნენ ტექსტის ავტორები, როცა ზოგს ეკლესიად მოიხსენიებდნენ და ზოგს კონფესიებად? ნუთუ ერთი ერესი ეკლესიაა და მეორე ერეტიკული დაჯგუფება კონფესია?

ჩვენ ვაღიარებთ ერთ ეკლესიას, ყველა დანარჩენი კი ერესი და მწვალებლობაა. ვფიქრობ, რომ ერეტიკოსებისა და მწვალებლების "ეკლესიად" მოხსენიება აბსოლუტურად არასწორია საღვთისმეტყველო, დოგმატიკური, კანონიკური თვალსაზრისით, რადგან არსებობს ქრისტეს ერთი ეკლესია, რომელიც მოხსენიებულია პირველ პუნქტში.

ტექსტში საუბარი არ არის იმაზე, რომ ეკლესიის ერთიანობის ერთადერთი გზა არის გზა ერეტიკოსთა და განხეთქილებაში მყოფთა სინანულით დაბრუნებისა ერთიან, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიაში, რომელსაც წარმოადგენს ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია. "ძველი ეკლესიის გარდამოცემათა სრულ გაგებაზე" როცა ვსაუბრობთ, რჩება შთაბეჭდილება, რომ თითქოს არსებობს ონტოლოგიური განსხვავება შვიდი საეკლესიო კრების ძველ ეკლესიასა და ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის, რომელიც ძველი ეკლესიის ჭეშმარიტ გაგრძელებას წარმოადგენს. ჩვენ გვჯერა, რომ არ არსებობს არანაირი განსხვავება 21-ე საუკუნის ეკლესიასა და პირველი საუკუნის ეკლესიას შორის.

შემდეგ მიტროპოლიტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მე-12 პუნქტში იქმნება შთაბეჭდილება, რომ თითქოს მართლმადიდებლები ეძიებენ ერთობის აღდგენას სწორ სარწმუნოებაში, რაც მიუღებელი თეორიის შესახებ მსჯელობის საფუძველს იძლევა.

"მე-12 პუნქტში ნათქვამია, რომ საღვთისმეტყველო დიალოგების მიზანია "ერთობის საბოლოოდ აღდგენა სწორ სარწმუნოებასა და სიყვარულში". რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ მართლმადიდებლები ვცდილობთ ერთობის აღდგენას სწორ სარწმუნოებასა და სიყვარულში, თითქოს დაგვეკარგოს ჭეშმარიტი რწმენა და ვცდილობთ, ვიპოვოთ იგი ურწმუნოებთან დიალოგის გზით. ვფიქრობ, რომ ეს თეორია საღვთისმეტყველო თვალსაზრისით მიუღებელია ჩვენთვის".

მიტროპოლიტი პროტესტს გამოთქვამს იმის შესახებ, რომ დოკუმენტის ტექსტში ნახსენებია "ეკლესიათა მსოფლიო საბჭო", რომელიც მას ახსენებს მასში მიმდინარე არაერთ არაკანონიკურ მოვლენას. "არ ვეთანხმები თვით დასახელებასაც, რადგან მასში მართლმადიდებელი ეკლესია მიიჩნევა "ერთ-ერთ ეკლესიად", ანუ განშტოებად ერთიანი ეკლესიისა, რომელსაც გულმოდგინედ ეძიებს მსოფლიო ეკლესიათა საბჭოში. მაგრამ ჩვენთვის ხომ ერთადერთი და ერთიანი ქრისტეს ეკლესიაა, რომელსაც მრწამსში ვაღიარებთ, ერთი ეკლესია და არა მრავალი.

მიმაჩნია, რომ ჭეშმარიტი მართლმადიდელური სარწმუნოების შენარჩუნებას უზრუნველყოფს არა მხოლოდ "კრებები, რომლებიც უძველესი დროიდან წარმოადგენდნენ ეკლესიის კომპეტენტურ და უმაღლეს კრიტერიუმებს რწმენის საკითხებში". ასეთი განსაზღვრება გადაჭარბებულია და ჭეშმარიტებისგან შორს დგას, რადგან ეკლესიის ისტორიაში ცნობილი არაერთი კრება, რომლებიც მცდარ და ერეტიკულ დოგმატებს ადგენდა, მორწმუნენი კი ამ დადგენილებებს უარყოფდნენ და მართლმდადიდებლურ სარწმუნოებას ინარჩუნებდნენ, შედეგად კი მართლმადიდებლური აღმსარებლობა იმარჯვებდა. ვერც მხოლოდ კრება - ეკლესიის შემადაგენელი ხალხის გარეშე და ვერც მხოლოდ ხალხი - ეპისკოპოსთა კრების გარეშე, ვერ ჩაითვლება ქრისტეს სხეულად, ქრისტეს ეკლესიად და ვერ გამოხატავს ეკლესიის ჭეშმარიტ სწავლებას.

ლიმასოლის მიტროპოლიტი მიმართავს კვიპროსის არქიეპისკოპოსს და წმინდა სინოდის წევრებს. იგი აღნიშნავს "ასეთი სახის თანამედროვე საეკლესიო ტექსტებში მიუღებელია მკვეთრი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჭეშმარიტება მკაფიოდ და გასაგებად, ამავე დროს დელიკატურად უნდა იყოს ჩამოყალიბებული. ჩვენ ვალდებულნი ვართ, ვიყოთ გულწრფელნი ჩვენი ერეტიკოსი და მწვალებელი ძმებისადმი, სიყვარულით და ტკვილით ვილოცოთ მათთვის და გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ისინი დაბრუნდნენ ქრისტეს ეკლესიაში".

"თავმდაბლად მივიჩნევ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი და ავტორიტეტული ტექსტები დიდი წმინდა მართლმადიდებლური კრებისა ფორმულირებული უნდა იყოს სიფრთხილით და ზუსტად შეესაბამებოდეს საღვთისმეტყველო და კანონიკურ წესებს, რათა მათში არ იყოს გაუგებარი და არასწორი საღვთისმეტყველო ტერმინები, რომლებიც დაამახინჯებენ მართლმადიდებელი ეკლესიის ჭეშმარიტ აღმსარებლობას. იმისათვის, რომ კრება ავტორიტეტული იყოს, საჭიროა რომ მან შეინარჩუნოს წინა მსოფლიო წმინდა კრებების სული და სწავლებანი, წმინდა მამათა და წმინდა წერილის სწავლება და აგრეთვე არ ქმნიდეს ჩრდილოვან მომენტებს ჭეშმარიტ სარწმუნოებაში.

ლიმასოლის მიტროპოლიტმა პროტესტი გამოთქვა კრებაზე ხმის მიცემის სისტემის წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ ყველა, ვინც მონაწილეობს კრებაში და არ აქვს ხმის მიცემის უფლება, უსარგებლოა.

"თავმდაბლად გამოვხატავ ჩემს უკმაყოფილებას იმ ფაქტით, რომ უარყოფილია ყველა წმინდა კრების პრაქტიკა, სადაც ყველა ეპისკოპოსს აქვს ხმის უფლება. არასოდეს ყოფილა ისეთი სქემა, როცა ერთ ადგილობრივ ეკლესიას ერთი ხმა აქვს, ხოლო დიდი წმინდა კრების წევრები, ადგილობრივი ეკლესიების წარმომადგენლების გარდა, უსარგებლო და ხმის უფლების არ მქონე ელემენტები არიან".

წერილის დასასრულს კვიპროსის ეკლესიის იერარქი წერს: "არ მინდა ვინმე გავანაწყენო იმით, რაც დავწერე, არ მინდა ვიფიქრო, რომ ვასწავლი ან განვიკითხავ ჩემს ძმებს და მამებს ქრისტეში. მე უბრალოდ ვგრძნობ, რომ უნდა გამოვხატო ის, რასაც სინდისი მკარნახობს".


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.05.2024
იე­რუ­სა­ლიმ­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე, წმინ­და ცე­ცხლი გად­მო­ვი­და.
04.05.2024
გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გამო, 6 მა­ისს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლავ­ზე გას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს.
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat