დღის ლოცვა
მოციქულთა: იროდიონ, აგაბო, ასინკრიტე, რუფოსი, ფლეგონტი, ერმისა და სხვათა კონდაკი:
გამოსჩნდით თქუენ მოწაფედ ქრისტესა და მოციქულად, ყოვლადპატიოსანნო იროდიონ დიდებულო, აგაბო, რუფე, ასინკრიტე, ფილიმონ, ერმი ეპაფროსითურთ, და მარადის ევედრებით უფალსა მოცემად ჩუენდა ცოდვათა მოტევებასა, რომელნი გიგალობთ თქუენ.
ღირსისა მარიამ მეგვიპტელი
ტროპარი: შენ შორის, საკვირველო დედაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯვარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ხორცთასა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღვწასა სულისასა - ვითარცა უკვდავისა არსებისასა, რომლისათვისცა ანგელოზთა თანა იხარებს სული შენი ნეტარო მარიამ.
კონდაკი: მეძავობათა მიერ პირველ აღსავსე მრავალ სახეთა, სძლად წმიდად ქრისტესა დღეს სინანულითა შეწყნარებულ იქმნა, ანგელოზთა მოქალაქობითა მიმსგავსებული, ეშმაკთა ჯვრისა საჭურველითა უჩინო ჰყოფს, ამისთვისცა მეუფისა გამოსჩნდა სძლად მარიამ დიდებული.