ყოველთა ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა, ათონის წმიდა მთაზე და რუსეთს განბრწყინვებულთა (გარდამავალია, მოიხსენიება სულთმოფენობიდან მე-2 კვირიაკეს); მღვდელმოწამისა დოროთესი, ტვირელი ეპისკოპოსისა (დაახლ. 362);
მოწამეთა: მარკიანესი, ნიკანდროსი, იპერიქესი, აპოლონისა, ლეონიდესი, არიოსისა, გორგისი, სელინისა, ერინისა და პამბოსი (305-311);
ღირსისა თეოდორე სასწაულმოქმედისა (დაახლ. VI);
ღირსისა ანუბისა, ეგვიპტელი მეუდაბნოისა (IV);
წმინდა კეთილმსახური მთავრის, იგორ ჩერნიგოველისა და კიეველის (+1147) წმინდა ნაწილთა გადასვენება 1150 წელს;
ღირსი კონსტანტინე, მიტროპოლიტი კიევისა და სრულიად რუსეთისა (+1159);
კეთილმსახური თავადი თეოდორე იაროსლავის ძე, ნოვგოროდელი (+1233); ხსენება ღირსთა ბასიანასა და იონასი, სოლოვეცელ საკვირველმოქმედთა (+1561);
ღირსი აბბა დოროთე ღაზელი (+620);
ღირსი დოროთე თებაიდელი (+395); მღვდელმოწამეთა: მიქაელისა (ვიტიაკოვი, +1931) და ნიკოლოზისა (რიურიკოვისა, +1943);
ღირსი დოროთე ხილიოკომელი (XI);
მოწამე მარკოზ სმირნელი (+1801); მოწამისა ქრისტეფორე რომაელისა; მოწამისა კონონ რომაელისა;
ღირსი პეტრე კორიშელი (XIII);
წმინდა ბონიფაციუსი, განმანათლებელი გერმანიისა (+754).
დღის ლოცვა
მღვდელმოწამე დოროთეს, ტვირელი ეპისკოპოსის კონდაკი:
სათნოებითა და საღმრთოთა მოძღურებითა განბრწყინდი უფროის მზისა, და წამებითა ელვარე იქმენ, ნეტარო, და განანათლე ქუეყანაი, დოროთე, და განსდევნე ნისლი მრავალ ღმრთაებისა, და სიბოროტე მწვალებელთა; ამისთვისცა ხსენებასა შენსა ბრწყინვალედ ვდღესასწაულობთ.