ძველი სტილი
9 მარტი
ოთხშაბათი
ახალი სტილი
22 მარტი
განზოგება დიდი მარხვისა. დიდმარხვის მეოთხე კვირის ოთხშაბათი. ხმა 7.
მარხვა მარხვა
ორმოცთა მოწამეთა, სებასტიას ტბასა შინა წამებულთა: კირიონისა, კანდიდესი, დომნესი, ისიხისა, ირაკლისა, სმარაგდესი, ევნოიკესი, უალენტისა (ვალენტისა), ვივიანესი, კლავდისა, პრისკესი, თეოდულესი, ევტიქისა, იოანესი, ქსანთისა, ილიანესი, სისინისა, ანგიასი, აეტისა, ფლაბისა, აკაკისა, ეკდიკისა (ეკდიტისა), ლისიმაქესი, ალექსანდრესი, ელიანესი, გორგონისა, თეოფილესი, დომეტიანესი, გაიოზისა, ლეონტისა, ათანასესი, კირილესი, საკერდონისა, ნიკოლოზისა, უალერისა (ვალერისა), ფილოქტიმონესი, სევერიანესი, ქუდიონისა, მელიტონისა და აგლაისა (დაახლ. 320); მოწამისა ურპასიანესი (დაახლ. 295); წმიდისა კესარი მკურნალისა, გრიგოლ ღმრთისმეტყველის ძმისა (368/369); წმიდათა მოწამეთა: ბაბუასი, ბებიასი, მამისა და დედისა, და ორთა შვილთა მათთა; წმინდა მოწამენი ქრისტოსი და პანაღია პელოპონესელნი (XVIII); წმინდა პაკიანე, ბარსელონის ეპისკოპოსი (+390); მართალი ტარასი ლიკაონიელი; ხსენება ღირსმოწამეთა მიქაელ მასლოვისა, ალექსი სმირნოვისა, დიმიტრი გლივენკოსი, სერგი ლებედევისა, სერგი ცვეტკოვისა, დიაკონ ნიკოლოზ გორიუნოვისა, ღირსმოწამე იოსებ შახოვისა, ალექსანდრა სამოილოვასი, ნატალია ულიანოვასი (1938 წელი); ღირსმოწამე აბდ-ალ მასიჰი, სინაის მთის იღუმენი (VIII); ღირსი მოსე, იღუმენი ღვთისმშობლის სახელობის მონასტრისა სირიაში, სოფელ არ-რასაში.
დღის ლოცვა
ორმოცთა მოწამეთა, სებასტიას ტბასა შინა წამებულთა: კირიონისა, კანდიდესი, დომნესი, ისიხისა, ირაკლისა, სმარაგდესი, ევნოიკესი, უალენტისა (ვალენტისა), ვივიანესი, კლავდისა, პრისკესი, თეოდულესი, ევტიქისა, იოანესი, ქსანთისა, ილიანესი, სისინისა, ანგიასი, აეტისა, ფლაბისა, აკაკისა, ეკდიკისა (ეკდიტისა), ლისიმაქესი, ალექსანდრესი, ელიანესი, გორგონისა, თეოფილესი, დომეტიანესი, გაიოზისა, ლეონტისა, ათანასესი, კირილესი, საკერდონისა, ნიკოლოზისა, უალერისა (ვალერისა), ფილოქტიმონესი, სევერიანესი, ქუდიონისა, მელიტონისა და აგლაიოსის


ტროპარი: წყლულებანი იგი, უფალო, წმიდათა შენთანი, რომელნი შენთვის თავს ისხნეს, მიიხვენ აწ მეოხებად ჩუენთვის, და ყოველნივე სენნი ჩუენნი განკურნე, კაცთმოყუარე, გევედრებით.

კონდაკი: ყოველივე მხედრობაი ქუეყანისა დაუტევეთ და ზეცათა მეუფესა შეუდეგით, ღუაწლით შემოსილნო უფლისანო ორმეოცნო, ცეცხლი და წყალი განვლეთ თქუენ, სანატრელნო, და ღირსებით მოიგეთ დიდებაი იგი ზეცათა და სიმრავლე გვირგვინთა.
დღის საკითხავი სახარება
ლიტურგია პირველშეწირულისა.

VI ჟამზე: ეს. 26: 21-27: 9.
მწუხრზე: დაბ. 9: 18-10: 1. იგავ. 12: 23-13: 9.



შენიშვნა 1: ვინაიდან 40 მოწამის ხსენება დაემთხვა დიდი მარხვის მე-4 შვიდეულს, დიდი მარხვის განზოგებას, ამიტომ მათი განგება გადაიტანება სამშაბათს, 8 მარტს (იხ. მარხვანი, 1901 წ. მარკოზის თავები, გვ. 11, წინა).

შენიშვნა 2: I ჟამზე ჯვრის თაყვანისცემა.

შენიშვნა 3: ამ დღიდან დიდი ოთხშაბათის ჩათვლით , შაბათ-კვირიაკის გარდა, პირველშეწირულის ყველა ლიტურგიაზე, კათაკმეველთა კვერექსის შემდგომ, ჩაერთვის კვერექსი: "რაოდენნი ნათლისღებად განმზადებულნი ხართ" (იხ. მარხვანი, 1901 წ. გვ. 300).
ეს. 26,21 - 27,9
21. რადგან, აჰა, უფალი გამოდის თავისი ადგილიდან ქვეყნის მკვიდრთა დასასჯელად მათი ცოდვისთვის; მიწა გამოაჩენს თავის სისხლს და აღარ დაფარავს თავის დახოცილებს.

1. იმ დღეს დასჯის უფალი სასტიკი, დიდი და ძლიერი მახვილით ლევიათანს, გველს მოსრიალეს, და ლევიათანს, გველს დაკლაკნილს, და მოკლავს გველეშაპს, ზღვაში მყოფელს.
2. იმ დღეს იმღერეთ სანატრელ ვენახზე:
3. მე, უფალი, მცველი ვარ მისი, ყოველწამს ვარწყულებ და ვიცავ დღითა და ღამით, რათა არავინ დააზიანოს.
4. რისხვა არ არის ჩემში; მაგრამ დამიყარონ ბრძოლაში ნარ-ეკალი! გადავთელავ მათ და ერთიანად გადავწვავ.
5. ან მოეჭიდოს ჩემს სიმტკიცეს, ზავი დამიდოს, დამიდოს ზავი!
6. დადგება ჟამი და ფესვს გაიდგამს იაკობი, გაიხარებს და ყლორტებს გამოყრის ისრაელი და მთელს ქვეყნიერებას აავსებს ნაყოფით.
7. თუ უგვემია იგი მისთა მგვემელთა გვემით, თუ უხოცია იგი მისთა მხოცელთა ხოცვით?
8. უკიდურეს რისხვაში შენ სჯი მას გადახვეწით. აიტაცებდა თავისი ძლიერი ქროლვით აღმოსავლეთის ქარიან დღეს.
9. ამიტომ წარიხოცება ამით: იაკობის დანაშაული და, აჰა, ეს იქნება მისი ცოდვის მიტევების ნაყოფი; როცა კირის ნაფშხვენებივით აქცევს სამსხვერპლოს ლოდებს, როცა აღარ იდგებიან აშერები და მზის კერპები.


დაბ. 9,18 - 10,1
18. ესენი იყვნენ ნოეს შვილები, კიდობნიდან რომ გამოვიდნენ: სემი, ქამი და იაფეთი. ქამი იყო ქანაანის მამამთავარი.
19. ეს სამნი იყვნენ ნოეს შვილები, მათგან მთელი დედამიწა იქნა დასახლებული.
20. დაიწყო ნოემ მიწისმუშაკობა და გააშენა ვენახი.
21. შესვა ღვინო, დათვრა და გაშიშვლდა თავის კარავში.
22. დაინახა ქამმა, ქანაანის მამამთავარმა, მამის სიშიშვლე და შეატყობინა გარეთ თავის ორ ძმას.
23. აიღეს სემმა და იაფეთმა სამოსელი, მოისხეს მხრებზე, უკუსვლით მივიდნენ და დაფარეს მამის სიშიშვლე. პირი უკან ჰქონდათ მიქცეული და მამის სიშიშვლე არ დაუნახავთ.
24. გამოფხიზლდა ნოე ღვინისაგან და შეიტყო, როგორ მოეპყრა მას უმცროსი ვაჟი.
25. თქვა: წყეულიმც იყოს ქანაანი! თავისი ძმების მორჩილთა მორჩილი იყოს!
26. თქვა: კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი სემისა! მორჩილად გაუხდეს მას ქანაანი!
27. განუფართოს ღმერთმა იაფეთს, სემის კარვებში დაემკვიდროს! დაემორჩილოს მას ქანაანი!
28. იცოცხლა ნოემ წარღვნის შემდეგ სამას ორმოცდაათი წელი.
29. სრული ხანი ნოესი იყო ცხრაას ორმოცდაათი წელი, და მოკვდა.

1. ეს არის ნოეს ძეთა მოდგმა - სემის, ქამისა და იაფეთისა. შეეძინათ მათ შვილები წარღვნის შემდეგ.


იგავ. 12,23 - 13,9
23. საზრიანი კაცი ცოდნას მალავს, უმეცართა გული კი სისულელეს როშავს.
24. გამრჯეთა ხელი იხელმწიფებს, უდები კი მოხარკედ იქცევა.
25. სადარდებელი კაცის გულს აღონებს, კეთილი სიტყვა კი ახალისებს.
26. მართალი გადაურჩება თავის გასაჭირს, ხოლო ბოროტეულთ მათივე გზა დაღუპავს.
27. უდები კაცი საგზალს არ იმზადებს, კაცის სიბეჯითე კი ძვირფასი განძია.
28. სიმართლის გზაზე სიცოცხლეა და მისი სავალი უკვდავებაა.

1. ბრძენს შეგონება უყვარს, ღვთისმგმობელი კი მხილებას ყურს არ უგდებს.
2. კაცი თავის ნათქვამისამებრ იგემებს სიკეთეს, მოღალატეთა სული კი - ბოროტებას.
3. პირმარხული კაცი თავს გადაირჩენს, ბაგემორღვეულს კი დაღუპვა მოელის.
4. ზარმაცის სული მოწყურებულია, მაგრამ არაფერი აქვს; მუყაითნი კი დანაყრდებიან.
5. მართალს ფუჭი სიტყვა ეჯავრება, ბოროტეული კი უნამუსოდ იქცევა და თავს ირცხვენს.
6. სიმართლე იფარავს უმწიკვლო გზით მავალს, ცოდვილს კი სიბოროტე ღუპავს.
7. ზოგიერთს თავი მდიდრად მოაქვს, მაგრამ არაფერი აბადია; სხვას ღარიბად მოაქვს თავი, მაგრამ დიდძალი დოვლათი აქვს.
8. კაცი თავის სიცოცხლეს თავისი ქონებით გამოისყიდის, უპოვარს კი არ ესმის შეგონება.
9. მართალთა ნათელი მხიარულობს, ბოროტეულთა ლამპარი კი ქრება.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა და ღმერთშემოსილი მამა შიო ასურეთიდან იყო, საღმრთო ქალაქ ანტიოქიიდან, რომელმაც მრავალი მისნაირი წმინდანი აღმოაცენა. იგი შვილი გახლდათ ღვთისმსახური და კეთილშობილი მშობლებისა,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler