ძველი სტილი
6 მარტი
კვირა
ახალი სტილი
19 მარტი
დიდმარხვის მესამე კვირიაკე. ჯვრის თაყვანისცემა. ხმა 7.
მარხვა მარხვა
მღვდელმოწამისა დოსითეოზისა, ქუთათელი მიტროპოლიტისა (წერეთელი, 1820); 42-თა ამორეველ მოწამეთა: კონსტანტინესი, აეტისა, თეოფილესი, თეოდორესი, კალისტესი, ბასოსი, პატრიკისა, თეოდორე კრატერისა, მელისენესი და სხვათა მათთანა (დაახლ. 842); პოვნა პატიოსნისა ჯვარისა და პატიოსანთა სამსჭვალთა (ძელისა ცხორებისა) წმიდისა ელენე დედოფლის მიერ იერუსალიმში (326); ღირსმოწამეთა: კონონისა და ძისა მისისა კონონისა (270-275); ღირსისა ევსუქი (ისიქი) სასწაულმოქმედისა, გალატიელისა (781); მოწამისა ევფროსინესი; ღირსმოწამისა მაქსიმესი; ღირსი იობი, სქემაში - ისუ, ანზერელი (+1720); ღირსი არკადი, კვიპრელი (IV); მოწამეთა იულიანესი და ევბულესი, მახვილით განგმირულთა (+დაახლ. 361); ღირსი ფრიდოლინ ზეკინგენელი (+538).
დღის ლოცვა
42-თა ამორეველთა მოწამეთა
კონდაკი:
ქუეყანასა ზედა ქრისტესთვის იღუაწეთ და მიიღეთ ზეგარდამო დიდებისა იგი გვირგვინი, და უფლისა მიერ მადლი, განმაძლიერებელი თქუენი, და ყოველნივე ზახებანი მტერთანი განაბნიეთ, და ქრისტე ღმრთისათვის ტკივილთა დათმენა და სისხლთა დათხევა მიითვალეთ, ხოლო მაქებელთა თქუენთა მარადის იხსნით განსაცდელთაგან.

სხვა კონდაკი: ახალ გამოჩინებულნი ვარსკულავნი სარწმუნოებისანი, გულსმოდგინედ ქრისტესთვის ვნებულნი, საქებელითა გვირგვინითა ღირსებით ყოველთა გვირგვინოსანვყვნეთ მვედრებელნი ჩუენთვის ქრისტეს მიმართ, ვითარცა სუეტნი და ზღუდენი ქრისტიანობილისა მთავრობისანი.
ჯვრის თაყვანისცემა
ტროპარი:
აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევაჲ ჯუარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაჲთა ვიტყოდეთ: უფალო, დიდებაჲ შენდა.

კონდაკი:
არღარა სცავს ედემისა ბჭეთა მახვილი მოტყინარე, არამედ მიჰრიდა ჯუარსა შენსა, ხოლო ძელმან ჯუარისა შენისამან, მხსნელო, სიკუდილი მოკლა და ჯოჯოხეთი შეფქვა, რომლითა მიხვედ მათდა და ეტყოდი: მკვიდრნო ქუესკნელისანო, აღმოგვალედ კუალად სასუფეველად.
დღის საკითხავი სახარება
ლიტურგია წმ. ბასილი დიდისა.

ცისკ.: სახ. მე-7, ინ. 20: 1-10 (დას. 63).
ლიტ.: ებრ. 4: 14-5: 6 (დას. 311). მკ. 8: 34-9: 1 (დას. 37). 40

ინ. 20,1-10

1. ხოლო კვირის პირველ დღეს მარიამ მაგდალელი დილაუთენია მივიდა სამარხთან, როცა ჯერ ისევ ბნელოდა, და დაინახა, რომ სამარხიდან აეღოთ ლოდი.
2. გაიქცა და მივიდა სიმონ-პეტრესა და მეორე მოწაფესთან, რომელიც უყვარდა იესოს, და უთხრა მათ: სამარხიდან წაუღიათ უფალი და არ ვიცით, სად დაასვენეს.
3. გამოვიდნენ პეტრე და მეორე მოწაფე და სამარხს მიაშურეს.
4. ორივენი ერთად მირბოდნენ, მაგრამ მეორე მოწაფემ გაუსწრო პეტრეს და პირველი მივიდა სამარხთან.
5. დაიხარა და დაინახა ძირს დაყრილი ტილოები, მაგრამ შიგ კი არ შესულა.
6. მას კვალდაკვალ მოჰყვა სიმონ-პეტრეც, სამარხში შევიდა და ძირს დაყრილი ტილოები დაინახა.
7. ხოლო სუდარა, თავზე რომ ჰქონდა შემოხვეული, ტილოებთან კი არ იდო, არამედ დაეკეცათ და ცალკე დაედოთ.
8. მაშინ შევიდა მეორე მოწაფეც, პირველად რომ მივიდა სამარხთან, და იხილა და იწამა.
9. რადგან ჯერ კიდევ არ იცოდნენ წერილი, რომ მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო.
10. და მოწაფეები კვლავ შინ დაბრუნდნენ.


ებრ. 4,14 - 5,6
14. და რაკი გვყავს დიდი მღვდელმთავარი, რომელმაც გამოვლო ცანი, იესო, ძე ღვთისა, მტკიცედ მივსდიოთ ჩვენს აღსარებას.
15. რადგან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ არ შეეძლოს თანაგვიგრძნოს ჩვენს უძლურებაში, არამედ - ჩვენსავით გამოცდილი ყველაფერში, გარდა ცოდვისა.
16. მაშ, თამამად მივეახლთთ მადლის ტახტს, რათა მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შეწევნისათვის.

1. რადგანაც ყოველი მღვდემლთავარი კაცთაგან არჩეულია და კაცთათვისვე დადგენილი ღვთისმსახურად, რათა სწირავდეს მსხვერპლსა და შესაწირავს ცოდვებისათვის.
2. მას შეუძლია შეიწყნაროს უმეცარნი და შეცთომილნი, ვინაიდან თვითონაც გარშემორტყმულია უმწეობით.
3. ამიტომაც მართებს როგორც ხალხისთვის, ისე თავისი თავისთვისაც სწირავდეს მსხვერპლს ცოდვათა მისატევებლად.
4. თავისთავად ვერავინ მიიღებს ამ პატივს, არამედ მხოლოდ ის, ვინც ღვთის მიერაა ხმობილი, აარონის მსგავსად.
5. ასე ქრისტემაც თვითონვე კი არ მიიკუთვნა მღვდელმთავრობის დიდება, არამედ მისი წყალობით, ვინც უთხრა მას: "ძე ხარ შენ ჩემი, დღეს გშობე შენ".
6. ხოლო სხვა ადგილას ამბობს: "შენა ხარ მღვდელი უკუნისამდე, წესისამებრ მელქისედეკისა",


მკ. 8,34 - 9,1
34. მოუხმო ხალხს თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა მათ: ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე.
35. რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი და სახარების გულისთვის დაჰკარგავს სულს, ის ჰპოვებს მას.
36. რას არგებს კაცს, თუ მოიგებს მთელ ქვეყანას და სულს კი წააგებს?
37. ანდა რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?
38. რადგან ვისაც ვერცხვინები მეცა და ჩემი სიტყვებიც ამ მემრუშე და ცოდვილ მოდგმაში, ძეც კაცისა სამარცხვინოდ მიიჩნევს მას, როდესაც მოვა მამის თვისის დიდებითა და წმიდა ანგელოზთა თანხლებით.

1. და უთხრა მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ღმრთის სასუფეველს, მომავალს ძალმოსილებით.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler