დღის ლოცვა
ყოვლადქებულისა მოციქულისა ანდრია პირველწოდებულისა, საქართველოში ქრისტეს პირველმქადაგებლის
ტროპარი: ანდრია მოციქული ვადიდოთ, რომელმან მოგვისვენა ხატი ყოვლადწმიდისა და მით მოგვაქცივნა წარმართნი თაყვანისცემად მამისა და ძისა და სულისა წმიდისა.
ტროპარი: ვითარცა მოციქულთა უპირატეს წოდებული და ძმა უაღრესისა მათისა, მეუფესა ყოველთასა ევედრე, ანდრია, რათა სოფელსა მშვიდობაი მოანიჭოს, და სულთა ჩვენთა დიდი წყალობაი.
კონდაკი: სიმხნისა სეხნასა ღვთისმეტყველსა, და შემდგომობით ეკლესიისა მწვერვალსა პეტრესთანა შობილსა შევასხმიდეთ, რამეთუ ვითარ იგი ძველად მას, აწ ჩვენცა გვიღაღადა: მოვედით, გვიპოვნიეს სასურველი.
წმიდა კეთილმსახური მეფე ვახტანგ გორგასალი (+502)
ტროპარი: ძლევანი ყოვლადდიდებულნი საჭურველითა ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა წარმართენ, საწუთოჲ სამეფოჲ სიბრძნით განაგე და ეკლესიაჲ ქართლისაჲ ღვაწლითა შენითა განაშუენე და აწ იხარებ წინაშე უკუდავისა მეუფისა, წმიდაო დიდო კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ, მეოხ გუეყავნ ჩუენ ცოდვილთა.
კონდაკი: ზესთამბრძოლო უძლეველო, კეთილმსახურო მეფეო ვახტანგ, რომელმან სადიდებლად ღმრთისა იღუაწე და ერსა შენსა ქრისტეს-მოყუარესა ანდერძად მიეც: მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა სდექით და ეძიებდით ქრისტესთვის სიკუდილსა, რაჲთა წარუვალი დიდებაჲ მოიგოთ, სიხარულით აღვასრულებთ ხსენებასა შენსა და გიგალობთ: გიხაროდენ, ვახტანგ მეფეო წმიდაო, სიმტკიცეო და ძალო სარწმუნოებით შენდამი მოლტოლვილთაო.