იოანე მოწყალისა, ალექსანდრიელი პატრიარქისა (616-620);
ღირსისა ნილოს მმარხველისა (V);
წინასწარმეტყველისა აქიასი (960 წ. ქრისტეს შობამდე);
ღირსისა ნილოს მირონმდინარისა, ათონელისა (1651);
ნეტარი იოანე თმიანი, როსტოველი სასწაულთმოქმედი (+1580);
წმინდა ლეონი, რომის პაპი (+461); წმინდა ლეონი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი (+1143);
ღირსი ემილიანე კუკულატუსი (+574); წმინდა მოწამე საბა ნიგდეელი (+1726);
წმინდა მოწამე არსაკი;
წმინდა მახარი, აბერდინელი ეპისკოპოსი (VI);
წმინდა კუნიბერტი, კიოლნის ეპისკოპოსი (+663);
წმინდა კადვალადრ კურთხეული, ვალიის მეფე (+664); ღირსმოწამე წმინდა პატერნ კუტანელი; წმინდა მღვდელმოწამენი: კონსტანტინე უსპენსკი, ვლადიმერ კრასნოვსკი, ალექსანდრე არხანგელსკი, მათე ალიონი, დიმიტრი როზანოვი (+1937); მოწამე ბორისი (+1942);
კიკოსის ღვთისმშობლის ხატი "მოწყალე".
დღის ლოცვა
იოანე მოწყალის, ალექსანდრიელი პატრიარქის
ტროპარი: მოთმინებითა შენითა მოიგე სასყიდელი შენი, ღირსო მამაო, და ლოცვათა შინა სამარადისოდ მღვიძარე იყავ, გლახაკნი შეიყუარენ და ესენი პოვნიერ-ჰყუენ, მამაო წმიდაო იოანე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: სიმდიდრე შენი განუყავ დავრდომილთა და ზეციერი სიმდიდრე მიიღე აწ, იოანე ყოვლადბრძენო; ამისთვისცა ყოველნი აღმასრულებელნი ხსენებისა შენისანი გევედრებით, მოწყალებისა თანა მოსახელეო.