მოწამეთა გალაქტიონისა და ეპისტიმიასი (III);
მოციქულთა: პატრობისა, ერმისა, ლინესი, გაიოზისა, ფილოლოგისა, 70-თაგანთა (I);
გრიგოლისა, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსისა (IX);
იონასი, ნოვგოროდელი მთავარეპისკოპოსისა (1470);
წმინდა პავლე ტობოლელი (+1770); აღსაყდრების დღე წმინდისა ტიხონისა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქისა; ხსენება მღვდელმოწამისა გაბრიელისა (მასლენიკოვი), პრესვიტერისა (+1937);
ხსენება წმინდა დომნინესი, რომელი იწამა კესარიას პალესტინისასა და მისთანა წამებულთა (+დაახლ. 308); ხსენება წმინდათა მოწამეთა: კასტორისა და აღათანგელოზისა; ხსენება ღირსისა კანონიკასი, კონსტანტინოპოლელი თავადის ასულისა, იორდანიის უდაბნოში მოღვაწისა.
დღის ლოცვა
მოწამეთა გალაქტიონისა და ეპისტიმიას კონდაკი:
მოწამეთა ქრისტესთა ახოვანთა კეთილთა მათ ბანაკთა აღირაცხენით და ბრწყინვალედ იღუაწეთ, გალაქტიონ დიდებულო, პატიოსნისა მის მოყუარისა და თანა მოღუაწისა შენისა ეპისტიმიას თანა, დაუცხრომელად ევედრენით მხოლოსა ღმერთსა ჩუენ ყოველთათვის.