წმინდა გრიგოლი VIII-IX საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და ყრმობიდანვე ძლიერ შეიტკბო რა ქრისტე, ცდილობდა, სული თვისი სათნოებებით გაემშვენებინა.
ალექსანდრიის პატრიარქის გარდაცვალების შემდგომ გრიგოლი, ღვთის ნებითა და მღვდელმთავართა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ამ ქალაქის პატრიარქად აირჩიეს.
მდაბალი, მშვიდი, ბრძენი და მოწყალე, ქვრივთა და ობოლთა ქომაგი, გზაარეულთა დამრიგებელი, სნეულთა მკურნალი და მწუხარეთა უებრო ნუგეშინისმცემელი თვისი ცხოვრებით ანგელოზთ თანაეხატა.
813 წელს, იმპერატორ ლეონ სომეხმა წმინდა ხატთა თაყვანისმცემელთა უმოწყალო დევნა იწყო და უწყოდა რა, რომ გრიგოლის სიმტკიცეს ვერაფრით მოსდრეკდა, შეიპყრო და მძიმე ბორკილებასხმულს კონსტანტონოპოლი შემოატარა.
ლეონისა და სენატის წინაშე ნეტარმა მამამ ტირანს პირში მიახალა, - ერეტიკოსი და ბილწი ხარო!
გამხეცებულმა ლეონმა მისი ხარის ძარღვებით გვემა ბრძანა. წმინდა გრიგოლი მადლობდა უფალს და იტყოდა:
- მხსნელის წმინდა ხატებისთვის მზად ვარ, ნაწილ-ნაწილ ამკუწონო!
უბადრუკმა ლეონმა ნეტარი გადაასახლა, სადაც სამი წლის შემდგომ სული უფალს შეჰვედრა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი