დიდუბობა. გელათობა. შუამთობა. ბეთანიობა. წმიდათა აღმსარებელთა იოანესი (მაისურაძე, 1957) და გიორგი-იოანესი (მხეიძე, 1962); ღირსი ლუკიანე ალექსანდროვსკი (+1655); წმინდა მოწამეთა: რუთისა და რუფიანესი, მახვილით განგმირულთა; ხსენება წმინდისა მოწამისა სევირესი, მახვილით განგმირულისა; ხსენება წმინდისა მოწამისა არტემიდორესი, რომელმან სიკვდილი ცეცხლში მიიღო; წმინდა სოფრონი, ახტალელი ეპისკოპოსი (+1803); წმინდა მოწამე ათანასე კოლიაკიიდან (+1774); ღირსი მამა ამფილოქე მდუმარე, პინგერატელი (+1570). ხსენება
ნოვგოროდის სოფიას ხატის; ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატების:
გლინის;
იზიასლავის;
ლუკიანეს;
ხოლმის;
ლესნეს;
ისააკოვ-პოშეხონის;
დომნიცის;
პოჩაევის;
სიამის;
კურსკი-კორენის "ზეციური ნიშანის"; არაკიოტისის; სკიადის და სხვათა.
დღის ლოცვა
შობა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა
ტროპარი: შობამან შენმან, ღმრთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა, რამეთუ შენგან აღმოგვიბრწყინდა მზე სიმართლისა, ქრისტე ღმერთი ჩუენი, დახსნა წყევაი, და მოგვმადლა კურთხევაი და განაქარვა სიკუდილი, და მოგუანიჭა ჩუენ ცხორებაი საუკუნოი.
კონდაკი: იოაკიმ და ანა ყუედრებისაგან უშვილობისა, ხოლო ადამ და ევა ხრწნილებისაგან და სიკუდილისა განთავისუფლდეს, უხრწნელო, დიდებულითა და პატიოსნითა შობითა შენითა, ამას დღესასწაულობს ერიცა შენი, თანა-მდებობისაგან ბრალთასა ხსნილი, ღაღადებენ შენდამი: ბერწი შობს ღმრთისმშობელსა და მზრდელსა ცხოვრებისა ჩუენისასა.
წმიდა აღმსარებელნი: იოანე (მაისურაძე) და გიორგი-იოანე (მხეიძე)
ტროპარი: ბეთანიისა მამანო საკვირველნო, ანგელოზად სახელდებულნო ყოველთა მიერ მცნობელთა თქუენთა: იოანე, სიყრმითვე მუშაკო განშუენებად ღმრთისა სავანისა, გიორგი წინაჲსწარმეტყველებისა ნიჭითა აღმკულო; წყუდიადსა შინა უსჯულოებათასა გზნებულნო ლამპრად მართლმადიდებლობისა, ევედრენით ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.