წმიდისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა ელია თეზბიტელისა (IX ს. ქრისტეს შობამდე);
მოწამისა სალომე ქართველისა, სპარსთაგან წამებულისა (1272);
მართლისა ილიასი (ჭავჭავაძე, 1907);
ანგელოზის დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა ილია II-სი;
წმინდა მოწამე ანტიოქ სოლცელის (II) წმინდა ნაწილთა აღმოყვანება 1615 წელს;
ღირსი აბრაამ გალიჩელი, ჩუხლომელი (+1375);
წმინდა მღვდელმთავარნი: ელია I, პატრიარქი იერუსალიმისა (+518) და ფლაბიანე პატრიარქი, ანტიოქიისა (+512);
ღირსმოწამე ათანასე ბრესტელის (+1648) წმინდა ნაწილთაა აღმოყვანება 1649 წელს;
ღირსი საბა სტრომინელი (+1392); რუსი ახალმოწამენი: მღვდელმოწამენი: კონსტანტინე სლოვცოვი და ნიკოლოზ უდინცევი (+1918), ალექსანდრე არხანგელსკი, გიორგი ნიკიტი, იოანე სტებლინ-კამენსკი, სერგი გორტინსკი და თეოდორე იაკოვლევი, მღვდლები: ღირსმოწამენი ტიხონი (კრეჩკოვი), არქიმანდრიტი, კოზმა (ვიაზნიკოვი), გიორგი (პოჟაროვი), მღვდელ-მონაზონი, მღვდელ-მონაზვნები და მოწამენი: ექვთიმე გრებეშნიკოვი და პეტრე ვიაზნიკოვი (+1930); მღვდელმოწამე ალექსი ზნამენსკი, მღვდელი (+1938); ღირსმოწამე თეოდორე აბროსიმოვი, მორჩილი (+1941); მღვდელმოწამე დიმიტრი კლეპინინი მღვდელი (+1944); ალექსი მართალი, მედვედკოვი, პროტოპრესვიტერი(1934); მოწამენი ილია ფონდამენსკი (+1942); მოწამე პეტრე ვიზნიკოვი (+1930); იპოდიაკვანი იური სკობცოვი (+1944); ღირსმოწამე მარიამ სკობცოვა, მონაზონი;
ღირსი სევერა ტრირის იღუმენია (+646); აბალაცკის ღვთისმშობლის ხატი "ნიშანი" (+1637); გალიჩის (ჩუხლომის) ღვთისმშობლის ხატი (+1350).
დღის ლოცვა
წინასწარმეტყველი ილია თეზბიტელის
ტროპარი: წინასწარმეტყველო დიდო და პატიოსანო, რომელმან ლოცვითა შენითა განახმენ ცუარნი წვიმისანი და დასცენ მტერნი წინა-აღმდგომნი, ილია, დიდად სახელოვანო, მეოხ-გვეყავ ჩუენ.
ტროპარი: ხორცითა ანგელოზმან და წინასწარმეტყველთა თავმან, ქრისტეს მოსლვისა მეორემან წინამორბედმან, ილია ყოვლადდიდებულმან, ზეგარდმო მოანიჭა მადლი ელისეს სენთა ოტებად და კეთროვანთა განწმედად, და პატივისმცემელთა მისთა აღმოუცენებს კურნებასა და დიდსა წყალობასა.
კონდაკი: წინასწარმეტყუელო და წინასწარმხილველო დიდებულთა საქმეთა ღმრთისა ჩუენისათა, ილია დიდად სახელოვანო, რომელმან სიტყვითა შენითა დააყენე წყალ მდინარე იგი ღრუბელი, მეოხ გუეყავ ჩუენ მხოლოსა მიმართ კაცთმოყუარისა.