დასავლეთის ეკლესია იხსენიებს წმინდა სევერას. როცა წმინდა მოდოალდმა მდინარე მოზელის პირას, ტრირში, წმინდა სიმფორიანის სააბატო დააარსა,
მაშინ იქ შეკრებილ დედათა წინამძღვრად ღვიძლი და სევერა დანიშნა, როგორც ქალაქის ყველაზე ღირსეული ქალი თავისი სულიერი ღირსებებით და მოსაგრეობით. წმინდა სევერამ სიყრმიდანვე უფალს მიუძღვნა თავი და უარი უთხრა მრავალრიცხოვან ხელისმთხოვნელებს. ის იყო ნამდვილი იღუმენია, დღისით სავანეში შრომობდა, ღამეს კი ლოცვაში ატარებდა. არასოდეს უნახავთ განრისხებული, ერთნაირად თავაზიანი და მოწყალე იყო, როგორც შეძლებული ფრანკი თავადისთვის, ისე უკანასკნელი გლახაკისთვის. მას მერე, რაც წინამძღვრის კვერთხი მიიღო, მან ბრძნულად და მშვიდად გაუძღვა დედების სულიერ ცხოვრებას. ის საკუთარ თავს ნებას არ აძლევდა, დებზე მეტი რამე ჰქონოდა. მაშინ, როცა შრომით დაღლილი მონაზვნები კელიებში ისვენებდნენ, იღუმენია გულმოდგინედ, ლოცვით აღასრულებდა ყველაზე ჭუჭყიან, მძიმე სამუშაოებს, რათა დაემდაბლებინა თავი და ყველას მსახური ყოფილიყო. მშობლებისაგან მიღებული მემკვიდრეობა მონასტრის გამშვენებას და გაჭირვებულებს მოახმარა. დილიდანვე უამრავი გლახაკი და გაჭირვებული მიდიოდა მოწყალებისთვის და იღუმენიაც მათ მატერიალურ დახმარებასთან ერთად სულიერადაც ანუგეშებდა თავისი მადლმოსილი სიტყვითა და ლოცვით. წმინდა დედას მტკიცედ ეპყრა მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის მოძღვრება და თავის სულიერ შვილებს იცავდა ცრუ მოძღვრებებისგან. ის ძალზე ბევრს ზრუნავდა ქალწულთა ქრისტიანული აღზრდისთვის, და მათ სხვადასხვა ხელსაქმესაც ასწავლიდა მონასტერში. ხალხში სევერას "ქალწულთა დედას" ეძახდნენ. წმინდანმა დიდხანს იცოცხლა, უფალმა სასწაულქმედების მადლიც უბოძა. როცა გარდაიცვალა, უამრავი ადამიანი მოვიდა მთელი ქვეყნიდან. წმინდანი მონასტრის ეკლესიის კრიპტში, თავისი ძმის მოდოალდის გვერდით დაკრძალეს. მისი საფლავიც მორწმუნეთათვის ნუგეშინისცემისა და კურნების წყარო გახდა. როცა სავანე მამათა მონასტრად გადაკეთდა, წმინდა სევერას წმინდა ნაწილები წმინდა მათეს ბაზილიკას და ტრირის პირველი მღვდელმთავრის, წმინდა ევქარის სახელობის ტაძრებს გაუნაწილდა. XVI საუკუნეში რეფორმაციის დროს, რომ არ შეებილწათ, წმინდა სევარას წმინდა ნაწილები ფლანდრიაში გადაასვენეს და იქ ინახება დედათა მონასტერში.
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი