მარხვა
წმიდა გრიგოლ პალამასი, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსისა (დაახლ. 1360); კრება ყოველთა ღირსთა მამათა, კიევის ქვაბთა შინა დავანებულთა (გარდამავალია, აღესრულება დიდმარხვის მე-2 კვირას);
მღვდელმოწამეთა, ქერსოვნეთელ ეპისკოპოსთა: ბასილისა, ეფრემისა, ევგენისა, აღათოდორესი, ელპიდისა, ესთერისა, კაპიტონისი (IV);
ღირსისა პავლე წრფელისა (IV); მოწამეთა ემილიანესი, იაკობისა და მარიანოსისა, რომში წამებულთა (259); ეფრემისა, ანტიოქიის პატრიარქისა (546); იოანე იორკის ეპისკოპოსისა (721);
ღირსისა ლავრენტი მეგარეოსელისა (1707);
არკადისი და ნესტორისი, კვიპროსის ტრიმითვინტელ ეპისკოპოსთა; მოწამეთა: ევბულესი და ივლიანე მკურნალისა;
პავლე აღმსარებელი, პრუსიადელი ეპისკოპოსი (IX);
ღირსი ემელიანე იტალიელი (VI); ხსენება მღვდელმოწამისა ნიკოლოზ როზოვისა (+1930 წელი), ღირსმოწამე ნილოსისა (ტიუტიუკინისა), ღირსმოწამეთა: მატრონასი და მარიამისა (გროშევებისა), ევდოკიასი (სინიცინასი), ეკატერინესი (კონსტანტინოვასი), ანტონინასი (ნოვიკოვასი), ნადეჟდასი (კრუგლოვასი), ქსენიასი (პეტრუხინასი) და მორჩილისა ანასი (გოროხოვასი) (+1938 წელი).
დღის ლოცვა
მღვდელმოწამეთა ქერსონესის ეპისკოპოსთა: ბასილი, ეფრემ, კაპიტონ, ევგენი, ესთერიოს, ელპიდიოს და აღათოდორესის კონდაკი:
ნათლით შემოსილი დღე ბრწყინვალედ აღმობრწყინდა მწყემსთა ქერსონეს შინა მღდელმთავრობით ცხორებულთა, რომელთა დღესასწაულსა უგალობთ, რამეთუ ივნეს სამწყსოსათვის ქრისტესისა და ვედრებით უღაღადებთ: მღდელმოწამენო, ევედრენით მწყემსთმთავართა თავსა ქრისტესა, რაითა ჩუენცა მარჯვენეთა ცხოვართა თანა დგომას ღირს გუყვნეს, რაითა გიგალობდეთ თქუენ: გიხაროდენ, მამანო, მღდელთმთავარნო, ქრისტესთვის სისხლთა თქუენთა დამთხეველნო.
გრიგოლ პალამა - თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი
ტროპარი: მართლმადიდებლობის სასანთლეო და ეკლესიისა სიმტკიცეო და მოძღვარო, მონაზონთა სამკაულო, ღმრთისმეტყველებისათვის მბრძოლო უბრძოლველო, საკვირველთმოქმედო გრიგოლ, თესალონიკისა სიქადულო, მქადაგებელო საღმრთოსა მადლისაო, მარადის ცხოვრებად სულთა ჩუენთა.
კონდაკი: საღმრთოსა და ყოვლადბრძენსა ორღანოსა მას ღმრთისამეტყუელსა, რომელმან გონიერებითა მოიპოვე სიბრძნე იგი უპირველესი და მდგომარე არს წინაშე მისა, და აწ ჩუენცა უღაღადოთ: წარგვიმართე, მამო ყოვლადსაკვირველო, მქადაგებელო საღმრთოსა მადლისაო.
კონდაკი: აწ ჟამი მოღუაწებითა გამობრწყინდა, წინაშე ბჭეთა მარხვისათა მსაჯული მოახლებულ არს, აღვსდგეთ უკუე, ვიმარხვიდეთ და მოვიგოთ ცრემლნი, ლმობიერება და მოწყალება, და ვღაღადებთ: შეგცოდეთ უფროის ზღვისა ქვიშისა, არამედ დამიტკბი, დამბადებელი ყოვლეთაო, რაითა მოვიღოთ უხრწნელებისა გვირგვინი.