ღირსისა მარიამ მეგვიპტელისა (522) (გარდამავალია, მოიხსენიება დიდმარხვის მე-5 კვირიაკეს);
მოციქულთა: იროდიონისა, აგაბოსი, ასინკრიტესი, რუფოსი, ფლეგონტისა, ერმისა და სხვათა მათთანათა (I); მოწამისა პავსილიპესი (117-138);
კელესტინესი, რომის პაპისა (432);
წმინდა ნიფონტე ნოვგოროდელი (+1156); წმინდა განდეგილისა რუთისა, პეჩორელისა ( XIV ს); მღვდელმოწამისა სერგისა (როდაკოვსკი), პრესვიტერისა (+1933);
მოწამე იოანე კულიკასი (ან კუზიკასი, +1564) ;
მოწამე იოანე მეზღვაური (+1669).
დღის ლოცვა
მოციქულთა: იროდიონ, აგაბო, ასინკრიტე, რუფოსი, ფლეგონტი, ერმისა და სხვათა კონდაკი:
გამოსჩნდით თქუენ მოწაფედ ქრისტესა და მოციქულად, ყოვლადპატიოსანნო იროდიონ დიდებულო, აგაბო, რუფე, ასინკრიტე, ფილიმონ, ერმი ეპაფროსითურთ, და მარადის ევედრებით უფალსა მოცემად ჩუენდა ცოდვათა მოტევებასა, რომელნი გიგალობთ თქუენ.
ღირსისა მარიამ მეგვიპტელი
ტროპარი: შენ შორის, საკვირველო დედაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯვარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ხორცთასა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღვწასა სულისასა - ვითარცა უკვდავისა არსებისასა, რომლისათვისცა ანგელოზთა თანა იხარებს სული შენი ნეტარო მარიამ.
კონდაკი: მეძავობათა მიერ პირველ აღსავსე მრავალ სახეთა, სძლად წმიდად ქრისტესა დღეს სინანულითა შეწყნარებულ იქმნა, ანგელოზთა მოქალაქობითა მიმსგავსებული, ეშმაკთა ჯვრისა საჭურველითა უჩინო ჰყოფს, ამისთვისცა მეუფისა გამოსჩნდა სძლად მარიამ დიდებული.