ევტიქი კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსისა (582);
მეთოდისა, მორავიელი მთავარეპისკოპოსისა (885);
ღირსისა პლატონიდა ასურისა (308);
ასოცთა სპარსელ მოწამეთა (344-347); მოწამეთა: იერემიასი და არქილე ხუცისა (III); ღირსისა გრიგოლ სინელისა (XIV); ხსენება მღვდელმოწამისა იოანესი (ბოიკოვისა), პრესვიტერისა (+1934), მღვდელმოწამისა იაკობისა (ბოიკოვისა), პრესვიტერისა (+1943), ღირსისა სებასტიანესი (ფომინისა), ყარაგანდელსა, აღმსარებელისა, სქემარქიმანდრიტისა (+1966); ხსენება ორი ასკალონელი მოწამისა;
ღირსმოწამე გენადი დიონისიატი (+1818);
ღირსი გრიგოლ ბიზანტიელი, მთაწმინდელი (+1310);
წმინდა მოწამენი, სამოთრაკიელნი: მანუელი, გიორგი, თეოდორე, გიორგი და მიქაელი (+1835);
წმინდა მოწამე პავლე რუსი (+1683).
დღის ლოცვა
ევტიქი კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსის კონდაკი:
საღმრთოსა ევტიქის სარწმუნოებით ვაქებდეთ, ერნო, და გალობით და სიყუარულით ვნატრიდეთ, ვითარცა დიდსა მწყემსმთავარსა და მასწავლელსა ბრძენსა, და მწვალებელთა მომსრველს, და მეოხსა მარადის უფლის მიმართ ჩუენ ყოველთასა.