კონცერტზე მთელი დარბაზი ფეხზე წამოდგა და დიდხანს გვიკრავდა ტაშს
კონცერტზე მთელი დარბაზი ფეხზე წამოდგა და დიდხანს გვიკრავდა ტაშს
"ეს უნიკალურია და ჟიურის მიერ შეჯიბრების პარამეტრებით ვერ შეფასდება. მათ წარმოადგინეს უძველესი, ანტიკური ხანის უნიკალური ტრადიციები. აღფროვანებული ვართ ამ ტრადიციისა და მემკვიდრეობის ვოკალითა და სიწმინდით. დაუჯერებელია, რომ რვა ბავშვმა შეძლო შთამბეჭდავად გადმოეცა ასეთი სისავსე, მდიდარი ბგერები, შეექმნა ძლიერი მუსიკა. მადლობა თქვენი წარმოდგენისათვის", - ასეთი მაღალი შეფასება მისცა მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის, "გოლდენ გეითის" გენერალურმა ჟიურიმ თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის მოსწავლეთა გუნდის გამოსვლებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. კალიფორნიის შტატის ქალაქ ბერკლიში მიმდინარე წლის ივლისში გამართულ მუსიკის მსოფლიო ფესტივალზე ქართველმა მომღერლებმა მაყურებლისა და ჟიურის აღიარება დაიმსახურეს და სამშობლოში განსაკუთრებული პრიზით და დიპლომით ხელდამშვენებულნი დაბრუნდნენ.

ვესაუბრებით გუნდის ხელმძღვანელსა და დირიჟორს, ვერის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის მგალობელთა რეგენტს ბადრი ჯიმშელეიშვილს.

- ბატონო ბადრი, გილოცავთ წარმატებას. როგორც ვიცი, თქვენი მოსწავლეები პირველად იმყოფებოდნენ ასეთ საპასუხისმგებლო ფორუმზე. რა რეპერტუარით წარუდგა გუნდი უცხოელ მაყურებელს?

- გუნდი იმდენად ახალბედაა, ვიდრე სან-ფრანცისკოს "ოქროს კარიბჭის" ფესტივალში მონაწილეობას მივიღებდით, მანამდე მხოლოდ ერთი კონცერტი გვქონდა ჩატარებული ჩვენს სკოლაში, ამიტომ ძალიან კმაყოფილი ვარ იმ შედეგით, რაც ბავშვებმა ამ ფესტივალის დღეებში აჩვენეს. ენერგია არ დაიშურეს, რომ ესახელებინათ საქართველო. ყველა კონცერტი წარმატებული გამოდგა. განსაკუთრებით კარგად იმღერეს ფესტივალის დღეს.

მე ევგენი მიქელაძის მუსიკალურ სასწავლებელში ვასწავლი ქართულ სიმღერას. დიდი ხანი არ არის, რაც ეს გუნდი შეიქმნა, რომელშიც 20 მოსწავლეა გაერთიანებული. იმის საშუალება რომ მოგვცემოდა, მთელი შემადგენლობით მიგვეღო მონაწილეობა ამ ფესტივალში, გაცილებით მეტი ეფექტის მოხდენას შევძლებდით. გამგზავრების ბოლო წუთამდე ველოდებოდით, რომ ათი ბავშვი მაინც წამოვიდოდა, მაგრამ ორი მოსწავლე ბოლო დღეებში გამოგვეთიშა და მხოლოდ რვა შემსრულებელი დარჩა. ფესტივალში მონაწილე 19 გუნდიდან თითოში 30-40 ბავშვი მღეროდა. ჩვენმა ბავშვებმა ყველაზე მეტი ტაში დაიმსახურეს. შტატებიდან ოთხი გუნდი მონაწილეობდა, ჩინეთიდან - ორი, ლიტვის, ავსტრიის, კანადის, გერმანიის, ავსტრალიისა და სხვა ქვეყნების მომღერალთა გუნდებიც მრავალრიცხოვნებით გამოირჩეოდა. რას იზამ, ყველაფერი ხომ მაინც ფინანსებთან არის დაკავშირებული. დაგეგმილი ოთხი კონცერტიდან პირველ კონცერტზე საკონკურსო გამოსვლა გვქონდა, შუალედში - ორი თავისუფალი კონცერტი, რომლებზეც რვა-რვა სიმღერა შევასრულეთ, გახსნისა და დახურვის კონცერტებზე - თითო-თითო. ფესტივალი შაბათ დღეს დაიხურა, მაგრამ კვირას ცალკე კონცერტის ჩატარება გვთხოვეს, რომელზეც ათი სიმღერა შესრულდა, ასე რომ, საბოლოო ჯამში, ოთხი კონცერტის ნაცვლად, 5 გამოგვივიდა. პროფესიონალი მუსიკოსისათვის, ვისაც კარგად ესმის ხალხური მუსიკის თავისებურება, წარმოუდგენელია ასეთ საპასუხისმგებლო კონკურსზე მხოლოდ ორი ბანით წახვიდე, მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა - ალექსანდრე ჯაშმა და ილია ჯიმშელეიშვილმა შესანიშნავად გაართვეს თავი ამ რთულ ამოცანას, ასევე მადლიერება მინდა გამოვთქვა ყველა ჩვენი მონაწილის მიმართ. შესანიშნავი იყვნენ ეკა გვაზავა, ირინა იამანიძე, ილია აბუსერიძე, ანა ჩიხრაძე, ელისაბედ სამადაშვილი და ქეთევან ფუტკარაია. ჩვენს რეპერტუარში შედიოდა საეკლესიო საგალობლებიც (სვანური "ქრისტე აღსდგა!", ილია მეორის "წმინდაო ღმერთო", "მრავალჟამიერი" და სხვა), ქართული ხალხური სიმღერებიც.

ფესტივალში მონაწილეობისა და საორგანიზაციო საქმეების მოგვარებაში დიდი წვლილი შეიტანა წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა გიორგი ჩაჩავამ, რომელიც შტატებში ჩვენთან ერთად იმყოფებოდა. მართალია, ფესტივალი ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაგრამ ორი კვირა მოგვიწია უცხოეთში ყოფნამ. მოხდა ისე, რომ კატარის ავიახაზის ბილეთები ავიღეთ ნიუ-იორკამდე. ფანტასტიკური შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე უდაბნოში აშენებული ქვეყნის ნახვამ. კარგი იყო, რომ ბავშვებს საკმარისი დასვენების დრო ჰქონდათ. ერთი დღით ამერიკაშიც მოგვეცა დასვენებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების დათვალიერების შესაძლებლობა, ვნახეთ სან-ფრანცისკოს სიმბოლო - ცნობილი ხიდი, რომელიც მსოფლიოში მართლაც უნიკალური არქიტექტურული ნაგებობაა.

- ბატონო ბადრი, რა შთაბეჭდილება მოახდინა ევგენი მიქელაძის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის გუნდმა უცხოელ მაყურებელზე ფესტივალის დღეებში?

- მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ შთაბეჭდილებამ მართლაც გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს. გახსნის კონცერტზე მთელი დარბაზი - მინიმუმ ათასი ადამიანი - ფეხზე მდგარი დიდხანს გვიკრავდა ტაშს. მსგავსი ოვაცია ჩვენს შემდეგ მხოლოდ ერთმა გუნდმა დაიმსახურა ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ოღონდ ოვაციამ ბევრად ნაკლებ ხანს გასტანა. ფესტივალის დახურვაზეც ასე მოხდა. კონცერტებზე ჩვენს ყოველ გამოსვლას მხურვალე და ხანგრძლივი აპლოდისმენტები და აღფრთოვანებული შეძახილები მოსდევდა.

ფესტივალში საკმაოდ საინტერესო და სერიოზული მუსიკოს-შემსრულებლები მონაწილეობდნენ, ძირითადად ჩვეულებრივი, ოდნავ კლასიკურისკენ ორიენტირებული თანამედროვე მუსიკა დომინირებდა, ვერ დაიწუნებდი მათ შესრულების ტექნიკას, მაგრამ ჩვენი მუსიკისაგან განსხვავებით, თითქმის ყველა ერთმანეთს ჰგავდა რამდენიმე მცირე გამონაკლისის გარდა, ქართული მელოდია სრულიად განსხვავებული იყო მათგან და სწორედ ამით იყო ჩვენი ხელოვნება უნიკალური და მართლაც გულშიჩამწვდომი.

- რომელმა ქართულმა სიმღერამ დაიმსახურა ყველაზე დიდი მოწონება?

- გახსნის კონცერტზე გავიტანეთ "მესხური მრავალჟამიერი". პოპური გავაკეთეთ - "ჩაკრულოს" ბოლო მისამღერი მივაბით ამ "მრავალჟამიერს" - ამ ორი სიმღერის მელოდია შესანიშნავად შეერწყა. ბოლო აკორდი ისე ლამაზად გადავიდა ერთმანეთში, მთელი დარბაზი ფეხზე წამოდგა და აღფრთოვანებით გვიკრავდა ტაშს. ჩვენმა რვა შემსრულებელმა დიდებულად წარუდგინა ქართული ხელოვნება უცხოელ აუდიტორიას. მათი შემოქმედება არა მხოლოდ ფესტივალის გასაკუთრებული პრიზით, მადლობის დიპლომითაც აღინიშნა მსოფლიო საგუნდო ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის, რომელსაც ამერიკული პრესის ფურცლებზედაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ყოველივე ამის საფუძველთა საფუძველი კი მართლაც განუმეორებელი და მარად უკვდავი ქართული მელოდიაა, რომელიც თავისი სიმდიდრითა და მრავალფეროვნებით ყველასგან გამორჩეულია.

- თქვენ წლების განმავლობაში ხელმძღვანელობთ ვერის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის მგალობელთა გუნდს და ხშირად დადიხართ უცხოეთში საგასტროლოდ...

- შარშან კვარტეტთან ერთად ვიმყოფებოდი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფინეთში, რუსეთში, ბელორუსიაში. წლეულს ჯერჯერობით მხოლოდ ჰოლანდიაში გვქონდა კონცერტები. ტაძარში ხუთნი ვგალობთ, საგასტროლოდ კი ოთხი მომღერალი მივემგზავრებით. შარშან, ამერიკაში ყოფნისას, ორიგონის შტატში მთელი ჩვენი რეპერტუარი ჩავწერეთ და ქალაქ კოტლანდში ჩატარებული ერთ-ერთი კონცერტის კომპაქტდისკი გამოვუშვით. პირველი და მეორე ბლოკში ცხრა საგალობელი და 12 ხალხური მუსიკა შევიდა. თუ რაიმემ ხელი არ შეგვიშალა, საგასტროლო ტურნე მომავალშიც დაიგეგმება.

- წარმატებებს გისურვებთ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat