სამთავროში მირიან მეფისა და ნანა დედოფლის საფლავის ქვები გაკეთდა
სამთავროში მირიან მეფისა და ნანა დედოფლის საფლავის ქვები გაკეთდა
ახალგაზრდა ხელოვანის, გიორგი ლალიაშვილის გაცნობა მაშინ გადავწყვიტე, როცა ჯვართაღმართების დღესასწაულზე სვეტიცხოველსა და ჯვარს შორის, არაგვის პირას აღმართული ჯვრით დაგვირგვინებული ქართლის მოქცევის ეპიზოდებით შემკული სვეტი ვნახე. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, გიორგი საპატრიარქოს ეზოში მოწყობილ სახელოსნოში მუშაობს და ქვაზე კვეთით გადმოგვცემს სახარებისეულ თუ წმინდანთა ცხოვრების ეპიზოდებს.

- ქვაზე 10-12 წელია, ვმუშაობ. ბოლო წლებში რელიეფებისა და ხატების გაკეთება დავიწყე. სტუდენტობის დროს ტაძრებზეც ვმუშაობდი. აბო თბილელისა და ორმეოც მოწამეთა სახელობის ტაძრების მშენებლობაში ვმონაწილეობდი, - მიამბობს გიორგი, - თავიდან ეკლესიაში დავიწყე ამ ხელოვნების დაუფლება. პარალელურად ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში. მეტი ყურადღება საეკლესიო ხელოვნების მიმართ მქონდა. ჩემი სულიერი მოძღვარია კრწანისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა ბესარიონ მენაბდე. ყველაფრისთვის მადლობა მინდა ვუთხრა მას, აქეთ რომ გამიკვალა გზა. წმინდა აბო თბილელის ტაძარში კანკელი გავაკეთეთ მე და მიქაელ სოზიაშვილმა. ტაძრების ტრაპეზის გაკეთებაც დავიწყეთ, სამკვეთლოებსაც ვაკეთებდით და ასე ეტაპობრივად გავიზარდეთ. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ცოტა ხნის შემდეგ დავიწყეთ ქვაჯვრების კეთება. სამასი არაგველების ბაღში სამი ქვაჯვარი დგას. ერთ-ერთი ჩემი გამოკვეთილია. დანარჩენები - ჩვენი მრევლის და მიქაელ სოზიაშვილისა. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით გადაწყდა, რომ სვეტიცხოვლისა და ჯვრის მონასტერს შორის სვეტი აღმართულიყო. ოთხი წელი ვმუშაობდი თითქმის ცხრამეტრიანი სვეტის კვეთაზე. ბოლნისის ტუფის ქვის მთლიანი სვეტია. სვეტის წინა მხარეს გამოსახულია ეპიზოდები მაცხოვრის ცხოვრებისა. ქვედა მხარე იწყება სვეტის აღმართვით, სვეტიცხოვლით, მირიან მეფისა და წმინდა ნინოს გამოსახულებით. ზემოთ უკვე ხარებაა - ხარება დღეს უკავშირდება ჯვრების აღმართვა და გრძელდება საუფლო დღესასწაულების გამოსახულებები. სვეტის გვერდებზე ორივე მხარეს - წმინდა ნინოს შემოსვლა და ქართველთა მოქცევაა. მთლიანად წმინდა ნინოს ეძღვნება ორივე სვეტის რელიეფები. აქ არის მზის დაბნელება და ელია წინასწარმეტყველის ამაღლება. მირიან მეფეს 2 აგვისტოს დაუბნელდა თვალთ და აეხილა ელიას ხსენების დღეს. ყველა სცენა ერთმანეთს უკავშირდება. უკანა მხარეს სვეტიცხოვლის ტაძარი და აკაკის ხეა ამოკვეთილი. ამის ქვემოთ მოდის სუჯის შემოსვლა მცხეთაში, წმინდა ნინოს ცხოვრება არის აღწერილი. მეორე მხარეს - ქართველთა ნათლობა, უკანა მხარეს არის უკვე დღევანდელი დღე, სადაც უწმინდესი ევედრება წმინდა ნიკოლოზს, ასევე უწმინდეს პატრიარქს მელქისედეკს, პირველ პატრიარქს პეტრეს, რომლის დროსაც მოიხარშა მირონი. ამ სამ მღვდელმთავარს ევედრება უწმინდესი საქართველოს გადარჩენას. უწმინდესის ვედრების ქვემოთ საქტიტორო წარწერაა და პატრიარქის შესავედრებელი. საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოს წევრებთან - მამა ბესარიონთან, ქეთევან აბაშიძესა და კოკი დადიანთან შეთანხმებით ვადგენდი, რა თემებზე მემუშავა, რა როგორ გამეკეთებინა. ეს სვეტი აღიმართა კოკი დადიანის პროექტით, მისივე დახმარებით გაკეთდა ეს სცენებიც. საბოლოოდ, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ვასრულებდი ყველაფერს. სვეტი იკურთხა სვეტიცხოვლობას, 2010 წელს. პარალელურად დავიწყე სამთავროს დედათა მონასტერში მირიან მეფისა და ნანა დედოფლის საფლავის ქვების გაკეთება.
KARIBCHEუწმინდესის ლოცვა-კურთხევით და არქიტექტორ არჩილ მენაბდის პროექტით გაკეთდა მეფე-დედოფლის საფლავის ქვები. ძალიან გამიხარდა, როცა ამის გაკეთება დამავალეს, თან ძალიან დიდი პასუხისმგებლობაც ვიგრძენი. პირველ რიგში უწმინდესს უნდა მოსწონებოდა, ყველანაირად დახვეწილი უნდა ყოფილიყო. სარკოფაგის ფორმის ქვები საპატრიარქოში გაკეთდა. უწმინდესი თავად ადევნებდა თვალყურს მუშაობის პროცესს. სამთავროს დედათა მონასტრის წევრები ძალიან დიდი ხანი ელოდებოდნენ ამ ქვებს.

- რის მიხედვით შეარჩიეთ საფლავის ქვებზე ორნამენტები?

- სამთავროს მონასტრის იატაკის სამუშაოების დროს აღმოჩნდა ძველი კანკელის დეტალები. ძალიან ლამაზი, დახვეწილი და სამუზეუმო ნიმუშებია. გადავწყვიტეთ, საფლავის ქვებზე დატანილი ყოფილიყო XI საუკუნის ჩუქურთმები... წელიწად-ნახევარი დამჭირდა ორივე საფლავის ქვის დასასრულებლად. თითქმის დღედაღამ ვმუშაობდი. უწმინდესს სურდა, რომ ძალიან დატვირთული და თხრობითიც ყოფილიყო საფლავის ქვების ორნამენტები. მისი რჩევით დავამატეთ თორმეტი მოციქული, როგორც სვეტიცხოვლის სიმბოლო. სვეტიცხოველი ხომ 12 მოციქულის სახელობისაა. დაემატა კიდევ ერთი სცენა - მირიან მეფე ბრუნდება თხოთის მთიდან და მაყვლოვანში მიდის, წმინდა ნინოს ეძებს, მაყვლოვანთან იჩოქებს და ასე ადიდებს უფალს. უკანა მხარეს საქტიტორო წარწერაა, უწმინდესის სადიდებელი და საფლავის ქვების შექმნის დრო. აღწერილია ასევე სამთავროს დედების ლოცვითი მოსახსენიებელი და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ საფლავებს ლოცვით თუ ფინანსურად შეეწეოდა. დიდი წვლილი მიუძღვით ხელოვნებათცოდნეებს: ქეთევან აბაშიძეს, ნანა ბურჭულაძეს, მამა ბესარიონიც ჩართული იყო ამ საქმეში.

* * *

უწმინდესის კურთხევით, სახელოსნოს გვიშენებენ საპატრიარქოში. აქ გაკეთდება თეიმურაზ მეორის და ვახტანგ მეექვსის სარკოფაგებიც - უწმინდესის სურვილია, მათი ცხედრების ასტრახანიდან გადმოსვენება.
უწმინდესი მონდომებულია, რომ არ დაიკარგოს ქვაზე კვეთის ტრადიცია და მომავალ თაობებს გადაეცეს. შეძლებისდაგვარად ვასწავლი ამ ხელოვნებით დაინტერესებულ პირებს ქვაზე კვეთას. ახალი ტაძრები შენდება, შედეგიც გამოიღო ტაძრების მშენებლობამ, დაიხვეწა ჩუქურთმაც, ბიჭებიც დაოსტატდნენ და რაც უფრო დიდი ჯგუფი და დიდი სკოლა იქნება ქვაზე კვეთისა, ძალიან კარგი იქნება. ზოგმა რელიეფის კეთებაც დაიწყო და ასე ნელ-ნელა სწავლობენ.

KARIBCHE

მირიან მეფის საფლავის ქვა

ამჯერად ვაკეთებთ ორმოცი მოწამის რელიეფს, ნიშს - ელია წინასწარმეტყველის ამაღლებას ცეცხლოვანი ეტლით, რომელიც საპატრიარქოში დაიდგმება. ორმოც მოწამეთა შორის ერთ-ერთი მოწამე არის ირაკლი (უწმინდესს ერისკაცობაში ირაკლი ერქვა), ელია წინასწარმეტყველი კიდევ უწმინდესის მფარველია. გვინდა მივუძღვნათ უწმინდესს და გავახაროთ.

ეს ჩემთვის სამსახურიც არის და დიდი სიამოვნებაც. როცა უწმინდესი გაფასებს და მოსწონს შენი ნამუშევარი, ძალიან დიდი სტიმულია, რათა უფრო მეტად დაიხარჯო, მეტი გააკეთო. მეც ვცდილობ უწმინდესი გავახარო და ის ადამაინებიც, ვისაც ეს ხელოვნება უყვარს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat